in

“უნებლიეთ ვეს ანდერსონი” – რეჟისორის სამყარო რეალურ ცხოვრებაში

ვეს ანდერსონის ხსენებაზე, ალბათ, ყველა ჩვენგანს ესთეტიკის გამორჩეული აღქმა – ტკბილეულისებრი ფერები, სასიამოვნო სიმეტრიულობა, გარკვეული რეტრო ხასიათი და კინემატოგრაფიული სამყაროს სიზმრისეული თვისებები ახსენდება.

როგორც ჩანს, ანდერსონის თბილი, სასიამოვნოდ ნოსტალგიური სტილი ადამიანების შთაგონების წყაროდ იქცა, რომლებმაც რეალურ სამყაროში არსებული ადგილები რეჟისორის სამყაროს დაუკავშირეს და გადაწყვიტეს, გამოეცათ წიგნი – Accidentally Wes Anderson. წიგნში თავმოყრილია ვეს ანდერსონის ესთეტიკით მოხიბლული ადამიანების მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც Moonrise Kingdom-ს, Grand Budapest Hotel-ს, Steve Zissou-ს და სხვა ფილმებს მოგვაგონებს.

ყველაფერი კი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი იმავე სახელწოდების ინსტაგრამ გვერდით დაიწყო. წყვილმა მიტოვებული სასტუმროს – Belvédère ფოტო 2017 წელს დადო გვერდზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა.

ფოტო: Paul Fuentes
ფოტო: Cathy Tideswell
ფოტო: Chris Schalkx
ფოტო: Jack Spicer Adams
ფოტო: Emily Prestridge
ფოტო: Oliver Stolzenberg
ფოტო: James Wong
ფოტო: Paul Hiller
ფოტო: Robin Petravic & Catherin Bailey
ფოტო: Valentina Jacks

ფოტო: Frida Berg

„ინიციატივა“ – „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა

ახალი წლის ღამეს Messenger-ისა და WhatsApp-ის გამოყენებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია