in

თავისუფლების მოყვარული ჩიტებით შთაგონებული კონცეფცია

პარფიუმერი ჯერომ დი მარინო ნიშ სუნამოების პროექტს იწყებს, “რომელიც მრავალმხრივ გვაოცებს, გვიყვება ამბავს, აღძრავს სხვა სამყაროების განცდას, აგვაღფრთოვანებს, სტიმულს გვაძლევს… არ გვახსენებს იმ ცნებებს, რომლებსაც ჩვეულებრივი პარფიუმერია ათწლეულების მანძილზე მიმართავდა…”.

BOG
BOG

ახლა კი Accord Bizarre-ს გვთავაზობს —სუნამოს, რომელიც ინსპირაციას ფრინველების გალიიდან იღებს, ჩიტებს თავისუფლება და გაფრენა სურთ… როგორც მარინო ამბობს, სუნამო ჩვენი საზოგადოებისა და იმ სამყაროს გამოხატულებააა, რომელშიც ვცხოვრობთ, სადაც თითოეული ეპოქის ტრენდი სუნამოებად და ემოციებად გარდაიქმნება. ნიშ პარფიუმერიის მომხმარებლები კი ისინი არიან, ვინც ბრენდის ღირებულებებთან იდენტიფიცირებას ცდილობენ და ექსკლუზიურობა სურთ. შესაბამისად, არც ეს პროდუქტები და არც მისი შეფუთვა იქმნება ბაზრის მოთხოვნის გამო. 

ჯერომ დი მარინოს ხედვა კი თეთრ ფლაკონშია მოთავსებული, რომელზეც თავისუფლების მოყვარული ჩიტები დომინირებენ:

 

„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ – ნახეთ ACAG-ის სააგენტოების პრინტ ნამუშევრები ამ თემაზე

საქართველოში პირველად, პროკრედიტ ბანკის, VISA-ს და AXEL-ის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება Business Insights Navigating the Future