in

„სტარტაპები, საინტერესო ბიზნესიდეებით, ვერ მკვიდრდებიან ბაზარზე!“ – AccountAnts-ის ბუღალტრული მომსახურება

Startauperi
Startauperi

AccountAnts – ბუღალტრული მომსახურების აუთსორს კომპანია შეიქმნა იმიტომ, რომ „ხშირად სტარტაპები, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო ბიზნესიდეები, ვერ ახერხებენ ბაზარზე დამკვიდრებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სწორად ვერ ახდენენ საგადასახადო რისკების შეფასებას, ვერ ახერხებენ სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის მიღებას, გაანალიზებასა და შესაბამისად, დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას“, – დიმიტრი ბასილაშვილი, კომპანია AccountAnts-ის მმართველი პარტნიორი.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=Z9qdXuD0nzo[/embedyt]

რა გამოცდილების მქონე გუნდი ქმნის კომპანიას? როგორ აპირებენ არსებული მოცემულობის შეცვლას? და რა გამოწვევებია აქტუალური დღევანდელი ბაზრისთვის? – მარკეტერის შეკითხვებს დიმიტრი ბასილაშვილმა უპასუხა:

„სახელი AccountAnts, პირდაპირი თარგმანით, ნიშნავს ბუღალტრებს, მაგრამ სიტყვას თუ დავყოფთ ორ ნაწილად, გამოვა „Account“ და  „Ants“.  ენთები – „Ants“ ნიშნავს ჭიანჭველას, ჭიანჭველები კი, როგორც მოგეხსენებათ, გამოირჩევიან ორგანიზებულობითა და შრომისმოყვარეობით, ისევე როგორც ჩვენი გუნდი. ამიტომ, ჭიანჭველა გახდა ჩვენი ბრენდის, ლოგოსა და სახელის შთაგონების წყარო“.

M: რა ცოდნითა და გამოცდილებით ჩაეყარა საფუძველი კომპანიას?
ენთები დააფუძნეს პროფესიონალმა ფინანსისტებმა და ბუღალტრებმა, რომლებმაც განათლება მიიღეს მოწინავე ქართულ ბიზნეს სკოლებში და ფლობენ ფინანსურ სფეროში ყველაზე დაფასებულ საერთაშორისო სერტიფიკატებს (ACCA, CFA, FRM). დამფუძნებლებს აქვთ უმსხვილეს საერთაშორისო აუდიტურულ კომპანიაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, მონაწილეობა აქვთ მიღებული სამივე ქართული კომპანიის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებაში, როგორც აუდიტორის, ისე კომპანიის მხრიდან და აქვთ გამოცდილება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან გრძელვადიანი დაფინანსების წყაროების მოძიებაში.M: მსგავსი სერვისის არსებობის რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე? როგორ არის განსაზღვრული თქვენი მიზნები და ამოცანები?
ამჟამად, ქართულ ბაზარზე მრავალ მცირე და საშუალო ზომის კომპანიას მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია და ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების (ბალანსი, მოგება-ზარალი და ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება) მომზადების შესაძლებლობასაც მოკლებულნი არიან. ჩვენი მიზანია, მეწარმეებს დავანახოთ, რომ ბუღალტერია არ არის მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციების გაგზავნა. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სტარტაპერებს ბუღალტერიის, დოკუმენტაციისა და საგადასახადო საკითხების თავიდანვე სწორად დალაგებაში და დავეხმაროთ ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რისთვისაც ვთავაზობთ საჭირო ფინანსური ინფორმაციის დროულად მომზადებასა და სრულყოფილი ბუღალტერიის წარმოებას, რისთვისაც ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და სააღრიცხვო პროგრამებს.M: რა არის თქვენი უპირატესობა, რატომ უნდა შეაჩერონ კომპანიებმა არჩევანი თქვენზე?
ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს სამ ფუნდამენტურ პრინციპზე: კლიენტების ნდობა, თანამშრომლების ნდობა, პროფესიონალიზმი, რომელიც ასი პროცენტით კლიენტის საჭიროებებს ხმარდება. ეს სამმხრივი ნდობა, ჩვენს კომპანიას, ჩვენს თანამშრომლებსა და კლიენტებს შორის ქმნის საუკეთესო ნიადაგს ბიზნეს ურთიერთობებისთვის, რაც გამოიხატება კიდეც არსებული კლიენტების კმაყოფილების მაღალ დონეში.

M: როგორია თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევები?
გამოვყოფდით ორ ძირითად გამოწვევას, რომელიც აქტუალურია დღევანდელი ბაზრისთვის:

  • ჩვენს საქმიანობაში ხშირად ვაწყდებით ბიზნესებს, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მოღვაწეობენ ბაზარზე და მხოლოდ ბოლო პერიოდში მიღებული მნიშვნელოვანი ზარალების შედეგად გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია დალაგებული ბუღალტერია და მოწესრიგებული საგადასახადო საკითხები. მნიშვნელოვანია რომ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისთანავე ჰქონდეთ იმის აღქმა, რომ ბუღალტერიის მოუწესრიგებლობამ ან გადადებამ შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოუტანოს მათ ბიზნესს. ბუღალტერიის გაუმართავი მუშაობა ახდენს საგადასახადო და სხვა ფინანსური რისკების აკუმულირებას თვეებისა და წლების განმავლობაში, რომლებმაც ჯამურად, შესაძლოა, ბიზნესის დახურვა გამოიწვიოს.
  • კვალიფიციური კადრების არარსებობა ბაზარზე განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო წლებში. არაკვალიფიციური ბუღალტერია უკვე იმ დონემდე მივიდა, რომ სტერეოტიპივით გაჩნდა ბიზნეს საზოგადოებაში, რომ ბუღალტერია ზედმეტად რთულია და მისი წარმოება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დავანახოთ მეწარმეებს, თუ რამდენად მარტივია ბუღალტერია და დოკუმენტაციის სწორად წარმოება კვალიფიციური კადრების არსებობის შემთხვევაში.

საბაგირო გზა მესტიიდან ჰაწვალამდე და ვიდეორგოლი This is Mestia

Apple-ის სათვალე სტივ ჯობსის სტილში !​