in

ენთები, ანუ როგორ გახდა სამი მეგობრის იდეა წარმატებული ბიზნესი ბიზნესებისთვის

მეგობრობით დაწყებული ამბები ხშირ შემთხვევაში წარმატების საწინდარია ხოლმე და დღეს სწორედ ასეთ კომპანიაზე გვსურს, მოგითხროთ. იდეა, რომელმაც ეს ადამიანები შეკრა და ერთობლივი საქმე დააწყებინა, ერთი შეხედვით, ძალიან ნათელია – მათ დაინახეს პრობლემა ბაზარზე და იმის ნაცვლად, რომ პრობლემის მქონე ადამიანები სხვებთან გადაემისამართებინათ, ერთმანეთს გადახედეს, რადგან მიხვდნენ, რომ სწორედ თვითონ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც საკმარისი ცოდნა და საფუძველი ჰქონდა მსგავს პრობლემებზე სამუშაოდ.

ნებისმიერმა ჩვენგანმა იცის, რომ ფინანსების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ბიზნესებისთვის. ამის გარეშე არცერთი კომპანია არ ფუნქციორიებს და, როგორც წესი, ამ მიმართულებით საიმედო და სანდო კადრია საჭირო, რომელსაც კომპანია ბოლომდე მიანდობს თავის ანგარიშებს და იქნება მშვიდად, რომ მის ფინანსურ მხარეზე კვალიფიცირებული და გამოცდილი ადამიანები ზრუნავენ.

 

ვინ არიან ენთები?

ეს არის თანამედროვე, აუთსორს კომპანია, რომელიც მეწარმეებს ბუღალტრულ, საფინანსო და საგადასახადო სერვისებს სთავაზობს. ამ გუნდის მთავარი მიზანი აღნიშნული მიმართულებით პრემიუმ კლასის მომსახურების შეთავაზებაა.

ისტორიის დასაწყისი

ისტორია სამი მეგობრით დაიწყო, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იცნობენ და სამივე ფინანსების კუთხით იყო განვითარებული და დასაქმებული. მათ გარშემო ხშირად იყრიდნენ თავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება ბუღალტერიასა და საგადასახადო სფეროში და არაერთხელ მიუმართავთ რჩევით – თუ სად მიიღებდნენ აღნიშნულ სერვისებს უსაფრთხოდ და ხარისხიანად. სწორედ ამ ხშირმა მიმართვიანობამ მეგობრებს გაუჩინა იდეა, რომ დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი და თავისი ცოდნა და შესაძლებლობები გადაექციათ ბიზნესებისთვის შესათავაზებელ მომსახურებად.

როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და კომპანია საქმიანობას იწყებდა, მისი მთავარი ნიშა გახდა, რომ არა უბრალოდ ბუღალტრული და საფინანსო მომსახურება გაეწიათ კლიენტებისთვის, არამედ დაყრდნობოდნენ ბიზნესების სწრაფი და ხარისხიანი დახმარების სურვილს, რაც კომპანიის სანდოობას აორმაგებს, რადგან ის არა მხოლოდ კარგად ასრულებს თავის სამუშაოს, არამედ საკუთარი მომხმარებლებისადმი ემპათიითაა განწყობილი და მაქსიმალურად ცდილობს იყოს მათთვის ერთგული პარტნიორი.

მშრომელები, როგორც ჭიანჭველები!

ცნობილია, რომ კომპანიის ბრენდინგისთვის სწორად შერჩეული დასახელება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. Ant ინგლისურად ჭიანჭველას ნიშნავს, რომელიც შრომასა და ორგანიზებულობასთან ასოცირდება, რაც, კომპანიის გუნდის წევრებისა და დამფუძნებლების აზრით, ყველაზე მთავარი თვისებებია მათ საქმიანობაში.

ენთები ბაზარზე უკვე 6 წელია არსებობს და საკმაოდ ბევრ მომხმარებელთან თანამშრომლობს. თავად გუნდიც, პირველ წლებთან შედარებით გაფართოვდა და დღეს უკვე 40-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შესთავაზონ სერვისი, რომელიც მათი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული.

წარმატების საიდუმლო

თუ მათი წარმატების საიდუმლოებებითაც დაინტერესდებით, გაარკვევთ, რომ გარდა კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრებისა, ეს ჯგუფი ხარისხიან და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს. მათ შორის ისეთს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რომლის წყალობითაც, დოკუმენტებში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურად ინტეგრირდება საბუღალტრო პროგრამაში. ამ პროცესს მინიმუმადე დაჰყავს შეცდომების ალბათობა, თუმცა ენთები იმაზეც ზრუნავენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომენტალურად ჩაერთონ და საკუთარ თავზე აიღონ სრული პასუხისმგებლობა.

ants

ენთებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დიდ კომპანიასთან მუშაობენ თუ მცირე ბიზნესთან, დიდი ხნის კლიენტია თუ არა, არც ის უშლის კომპანიას ხელს მუშაობაში, რომ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს ემსახურებიან, რადგან მათ ისე აქვთ განაწილებული თავისი საქმე და ამოცანები, რომ მაქსიმალურად მომხმარებელზე იყვნენ მორგებულნი. კომპანიის დამფუძნებლები თავიანთ პარტნიორ ბიზნესებს მეგობრებად მიიჩნევენ და ცდილობენ, მათ საუკეთესო სერვისთან ერთად, თბილი და სანდო დამოკიდებულებაც აჩვენონ.

წარმატების კიდევ ერთი საიდუმლო ალბათ ენთებისთვის ისიცაა, რომ ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესებზე არიან ორიენტირებულნი. მათ თავდაპირველად დაინახეს პრობლემა ამ მიმართულებით, რადგან როგორც აღმოჩნდა, მცირე და საშუალო ბიზნესებს არ ჰქონდათ იგივე მასშტაბის წვდომა ხარისხიან ბუღალტრულ სერვისზე, როგორც მსხვილ და დიდ კომპანიებს, რაც ხელს უშლიდა მეწარმეებს განვითარებაში. ენთებმა საკუთარ გამოწვევად დაინახეს ამ ზოგადი პრობლემის გამოსწორება და ინდუსტრიაში
ახალი სიტყვის თქმა, რაც, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებითაც განახორციელეს, რადგან თუკი კომპანიამ თავდაპირველად 7 მომხმარებლით დაიწყო მუშაობა, დღეს 200-მდე კომპანიასთან დიდი წარმატებით თანამშრომლობს და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ერთჯერადი მომსახურებები, არამედ ისინი ერთგულ კომპანიონობას გულისხმობს.

[R]

ასტრონომებმა პლანეტების აკრეცია პირველად გამოიკვლიეს

ნახეთ: როგორ გამოიყურება Accept All Cookies ინსტალაცია