in

ენთები Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

დღე, რომელსაც დიდხანს ველოდით, ახლოვდება. Spotlight დიდ სცენას სადღესასწაულო განწყობით უბრუნდება! 27 ნოემბერს, 700 სტუმარი თბილისში, პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მარკეტინგის თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორქშოფები, ტრენინგები… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი გზავნილია „ცდა“, რითაც ღონისძიება ყოველთვის ახლის ცდისკენ მოგვიწოდებს. Spotlight 2022-ის მხარდამჭერებს შორისაა AccountAnts. ენთებისა და Spotlight 2022-ის მეგობრობაზე ენთების თანადამფუძნებელი და პარტნიორი ნიკა წიკლაური გვესაუბრა.

M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში?

სფოთლაითი არამარტო მარკეტინგში, არამედ ზოგადად ქართულ ბიზნეს სამყაროში თამაშობს მნიშვნელოვან როლს ორი ძირითადი კუთხით: 1. ქმნის პლატფორმას, რომელიც ინოვაციური იდეებისა და გამოცდილებების გაზიარების გზით ქართულ ბიზნესს ეხმარება განვითარებაში და 2. ახდენს მარკეტინგის სფეროს პოპულარიზაციას ბიზნეს საზოგადოებაში, რაც, რეალურად, თავად ბიზნესსვე ეხმარება რომ მეტს მიაღწიოს და შედეგად მეტი ფასეულობა შექმნას.

M: რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

ამ ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქართული ბიზნესის განვითარებასა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის წინსვლაში, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზე აისახება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომლებიც ეხმარება ბიზნესებს განვითარებაში, საბოლოო ჯამში, ეხმარება ბიზნესს დაასაქმონ მეტი ადამიანი, ექსპორტზე გაიტანონ საკუთარი მომსახურება, გამოიმუშავონ მეტი მოგება, შექმნან მეტი ფასეულობა და შედეგად წვლილი შეიტანონ საქართველოს კოლექტიურ კეთილდღეობაში. ეს არის ის დიდი სურათი და მარტივი რეალობა, რისიც ჩვენ ენთებში გვჯერა და სასურველია, რომ იგივე რეალობა ყველამ იცოდეს და იგრძნოს.

ენთებისთვის ამ ღონისძიების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია თავად ენთების მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრები ამოცანაა, რომ დავეხმაროთ საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს განვითარებასა და წინსვლაში. სფოთლაითის ღონისძიების მხარდაჭერა, სწორედ ამ ჩვენ მიზანს ემსახურება.

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

Virgin – როგორ მოიფიქრა რიჩარდ ბრენსონმა ბრენდის სახელი

რატომ ბრუნდება ბობ აიგერი Disney-ში?