in

ექაუნთერი – ინოვაციური პლატფორმა მცირე მეწარმეებისთვის

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, მცირე მეწარმეებს ხშირად თავად უწევთ სხვადასხვა ადმინისტრაციული ამოცანის შესრულება, იმისათვის, რომ მათი სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ამ პასუხისმგებლობებს შორის, ისეთი ამოცანები, როგორებიცაა საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება, საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნა და სავალდებულო საგადასახადო დეკლარაციების  წარდგენა, განსაკუთრებულ ყურადღებას, დროსა და ენერგიას მოითხოვს. ვადების გამოტოვებამ ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებამ, შესაძლოა, ფინანსური ჯარიმები გამოიწვიოს. მცირე მეწარმეების სტრესს მუდმივად ცვალებადი რეგულაციები და მკაცრად განსაზღვრული ვადებიც ემატება.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური პლატფორმა – „ექაუნთერი“ შეიქმნა. ახალი პლატფორმა  შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, RS.GE-ზე ყოველთვიური სავალდებულო დეკლარაციების გაგზავნის პროცესის ავტომატიზაციას ემსახურება.  პლატფორმით სარგებლობა ყველა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს შეუძლია. „ექაუნთერის“ შემქმნელების თქმით, აპლიკაცია დაზოგავს მომხმარებლების დროს, დაიცავს მათ ფინანსური ჯარიმებისაგან და გაათავისუფლებს ყოველთვიური სტრესისგან, რომელიც დეკლარაციის წარდგენის ვადებთან არის დაკავშირებული.

„პროცესების ავტომატიზაციის სხვადასხვა აპლიკაციები თუ პლატფორმები თანამედროვე ბიზნესში სულ უფრო ღირებული ხდება. ეს ინსტრუმენტები არა მხოლოდ ეხმარება მეწარმეებს, ეფექტურად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, არამედ, საშუალებას აძლევს ფოკუსირდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობასა და ბიზნესის განვითარებაზე, ადმინისტრაციულ ამოცანებზე ყურადღების გადატანის გარეშე.  

საგადასახადო დეკლარირებას, რაც აქამდე ყოველთვიურ სტრესთან, ნერვიულობასთან, დროის და ფინანსების ხარჯვასთან იყო დაკავშირებული  „ექაუნთერის“ გამოყენებით მცირე მეწარმეები რამდენიმე წამში ბუღალტრის დახმარების გარეშე შეძლებენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი ტექნიკური უნარები შეზღუდულია. მომხმარებელს შეჰყავს მხოლოდ მნიშვნელოვანი მონაცემები, პლატფორმა თავად ამუშავებს დეკლარაციის შევსებისა და გაგზავნის მთელ პროცესს“მაია აფციაური, „ექაუნთერის“ იდეის ავტორი.

„პლატფორმაზე მუშაობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისის შეთავაზება, რასაც, ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი. ინტუიციური ინტერფეისის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მართონ თავიანთი სამუშაო კაბინეტი მინიმალური ძალისხმევით, თუნდაც შეზღუდული ტექნიკური უნარების შემთხვევაში“მაია აფციაური, “ექაუნთერის“ იდეის ავტორი.

პლატფორმის ფუნქციონალი 1-ელი სექტემბრიდან გააქტიურდა. მისი გამოყენება და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ყველა მსურველს შეუძლია, ვისაც მცირე მეწარმის სტატუსი აქვს და ბიზნეს საქმიანობის გამარტივების გზებს ეძებს.

[R]

ჯეოქსი – კომფორტი თქვენი პატარებისთვის

თიბისის მობაილბანკში დაიბრუნე გადახდილი თანხა და თვეებზე გადაანაწილე