in

Acer-ის 3 ინოვაციური პორტფოლიო – „ქვა“, „ქაღალდი“, „მაკრატელი“

კომპანია Acer-მა „ონლაინ“ პრესკონფერენცია next@acer გამართა, სახელწოდებით “Rock, Paper, Scissors”. ეს სამი ელემენტი სიმბოლურად ასახავს სამ პორტფელს.

BOG
BOG

“Paper” – „ქაღალდი“ მოიცავს მუდმივი ევოლუციის სიმბოლოს IT ბიზნესის განვითარებაში თხელი, მსუბუქი და ამავდროულად, უსწრაფესი „ნოუთბუქების“ სერიას.

“Scissors” – „მაკრატელი“, პროდუქტი, რომელიც შექმნილია კრეატიული ადამიანებისთვის.

“Stone” – „ქვა“ გამძლე, პორტაბელური და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც გათვლილია სპეციფიკურ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და ინდუსტრიული კომპანიებისათვის.

2019 წლის ბოლოდან, COVID-19–ის გავლენის მიუხედავად, Acer სწრაფად გამოეხმაურა პროდუქტის მზარდ მოთხოვნას ბაზარზე, რის შედეგადაც მოიპოვა ლიდერის პოზიცია IT მიმართულების წარმოებაში.

პრეზენტაცია გაიხსნა „ქაღალდის“ კატეგორიის კომპიუტერების განხილვით.

ახალი Swift 5 არის მაქსიმალურად თხელი და მსუბუქი „ნოუთბუქი“, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ენერგია და ეფექტურობა შესთავაზოს მომხმარებელს. მას გააჩნია უახლესი Intel® Core ™ პროცესორები და NVIDIA® GeForce® MX350 GPU. ახალი Swift 5 პირველი თხელი და მსუბუქი სამომხმარებლო ლეპტოპია, სრულად გამორჩეული ანტიმიკრობული მახასიათებლებით. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ ბგერის დონის გაკონტროლება – სისტემა შეიძლება გადავიდეს მდუმარე გაგრილების რეჟიმზე, რაც მოსახერხებელია ონლაინ კონფერენციის ან ოფისის მუშაობის დროს.

შემდეგი კატეგორია-„მაკრატელი“ წარმოადგენს „ნოუთბუქების“ სერიას – Concept D.

პროდუქციის ხაზი მოიცავს სერიას კრეატიული სფეროს წარმომადგენლებისთვის,  გრაფიკული დიზაინერებისთვის და კომპიუტერული გრაფიკის პროფესიონალი დეველოპერებისთვის. თანამედროვე კომპიუტერული პროდუქტების ConceptD ოჯახის ახალი წევრები ხელს უწყობენ პროფესიონალებს პრემიუმ ძალის ელეგანტური დიზაინით. ახალი ConceptD-ის ლეპტოპები აღჭურვილია Acer–ის ინოვაციური Ezel Hinge ინტუიციური მუშაობის ეფექტით; „დესკტოპის“ ახალი დიზაინი გამოირჩევა პროფესიონალური გრაფიკული მახასიათებლით. ConceptD 3 Ezel–ის კონვერტირებადინოუთბუქი“ შექმნილია მათთვის, ვინც მუდამ მოძრაობს, ConceptD 100–ის ძლიერი დესკტოპი იდეალურია კრეატიული სტუდიებისთვის, ხოლო ConceptD მონიტორის ტრიო, როგორიცაა ConceptD CP5, ConceptD CP3 და ConceptD CM3 კომპიუტერული გრაფიკის პროფესიონალებისთვის.

მესამე, ბოლო კატეგორიაში წარმოდგენილი იყო Enduro მოწყობილობების ახალი სერია, რომელსაც გააჩნია MIL-810G სამხედრო დონის გამძლეობა და IP65–მდე სერტიფიკატები, რაც დამატებით საიმედოობას სთავაზობს საგანგებო რეაგირების, საველე თუ საწარმოო სამსახურებში მომუშავე ადამიანებს. ,,უხეში“ „ნოუთბუქებისა“ და ტაბლეტების ახალი ხაზი სპეციალურად გათვლილია პროფესიონალთათვის საჭირო მახასიათებლებზე, როგორებიცაა გამძლეობა, პორტატულობა და ეფექტური მუშაობა. საგანგებო რეაგირებისა და საწარმოო სამსახურებში მომუშავე პერსონალისთვის Acer Enduro N7 იქნება საიმედო კომპანიონი, ხოლო წვეულებების ორგანიზატორებსა თუ მოყვარულებს საინტერესო მახასიათებლებს შესთავაზებს გამძლე და ამავე დროს მსუბუქი და თხელი Enduro N3. Enduro ტაბლეტების სერია ასევე ხელმისაწვდომია საცალო, საწყობისა და წარმოების გამოყენებისთვის.

კონფერენციის ბოლოს, Acer-მა თამაშების მოყვარულებსაც შესთავაზა სიახლე და თამაშებისთვის შესაფერისი მოდელების – Predator Helios 700, Predator Helios 300, Predator Triton 300 და Nitro 7 განახლებაც დააანონსა. განახლებული მოდელები თამაშის მოყვარულებს სთავაზობს ახალ, გაძლიერებულ გრაფიკულ პროცესორებს და მაღალი გრაფიკული თამაშების გამოსახულების სისუფთავის გარანტიას.

ზუსტი სპეციფიკაციები, ფასები და ხელმისაწვდომობა რეგიონის მიხედვით განსხვავდება. კონკრეტულ ბაზრებზე პროდუქტის სპეციფიკაციისა და ფასების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Acer-ის უახლოეს ოფისს – www.acer.com

 

[პარტნიორის კონტენტი]

მსოფლიოს უსწრაფეს სუპერკომპიუტერ Fugaku-ს COVID-19-თან დაკავშირებული კვლევებისთვის იყენებენ

როგორ განვავითაროთ ორგანიზაციული ინტელექტი? – HBR