in

ხელოვნური ინტელექტის ერა: როგორ გააოცა Acer-მა მსოფლიო IFA 2025-ზე ბერლინში

2025 წლის სექტემბერი ACER-ისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. კომპანია აგრძელებს თავისი პროდუქციის ხაზის გაფართოებას ახალი პლანშეტებით, მონიტორებითა და Wi-Fi 7 როუტერით, რათა გააუმჯობესოს დღევანდელი ციფრული ცხოვრება, ყურადღება დაეთმო ასევე გეიმინგსფეროსა და მის ინოვაციურ განახლებებს.

3 სექტემბერს ბერლინში გაიმართა IFA 2025, საერთაშორისო პრესკონფერენცია, სადაც ბრენდმა გამოაცხადა SpatialLabs™ Pro გადაწყვეტაში მიღებული მნიშვნელოვანი მიღწევები და წარადგინა პროდუქტები, რომლებიც წარმოაჩენს მის ინოვაციურ ხედვასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. SpatialLabs™ Pro – Acer-ის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ქმნის 3D გამოცდილებას სათვალის გარეშე, პროფესიონალებისა და კონტენტკრეატორებისთვის. კონფერენციაზე ცნობილი გახდა ინტეგრაცია NVIDIA Omniverse-თან, Video Engineering-ის ProteQ Viso სტერეო მიკროსკოპთან და Smart Surgery-ის ახალი თაობის სამედიცინო სასწავლო პლატფორმასთან, რაც კიდევ უფრო აფართოებს SpatialLabs-ის ეკოსისტემას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააუმჯობესონ სამუშაო პროცესები და შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია თამაშების (Gaming) ეკოსისტემაზე, სადაც ბრენდი კვლავ ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს, ამიტომ ამ სტატიაშიც ორ მნიშვნელოვან პროდუქტს ჩავშლით.

ლეპტოპები, Predator Helios 18P AI, Swift Air 16, TravelMate X 14 AI შექმნილია მათთვის, ვისაც სიმძლავრე, სიჩქარე და მაღალტექნოლოგიური შესრულება მოსწონს. უახლესი პროცესორითა და გრაფიკული ბარათით, ისინი უზრუნველყოფს შეუფერხებელ გამოცდილებას თამაშისას, მრავალი დავალების ერთად შესრულებას, რეალისტურ გრაფიკასა და სწრაფ რეაქციას.

ლეპტოპებს აქვს გაგრილების გაფართოებული სისტემა, რომელიც დიდხანს, ინტენსიური დატვირთვის დროსაც ინარჩუნებს სტაბილურობას. დიზაინი კი თანამედროვეა, მსუბუქი კონსტრუქციითა და RGB განათებით, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს, პერსონალურად მოირგოს ვიზუალი.

Predator Helios 18P AI ხელოვნური ინტელექტის მქონე ლეპტოპია, რომელიც მძლავრია როგორც თამაშის, ისე სამუშაოს შესრულების დროს. ის შექმნილია პროფესიონალებისთვის, რომლებიც მოითხოვენ მაღალი ხარისხის გამოთვლებს პორტატულ მოწყობილობებში. Helios 18P AI გასცდა ჩვეულებრივ გეიმინგლეპტოპებს და გვთავაზობს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურია ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებისთვის, კონტენტის შემქმნელებისა და გეიმერებისთვის, რომლებიც ეძებენ მოწყობილობას როგორც სამუშაოდ, ასევე გასართობად.

Swift Air 16 ულტრამსუბუქი Copilot+ კომპიუტერი თანამედროვე ადამიანებისთვის. მის ბირთვში განთავსებულია AMD Ryzen™ AI 300 S სერიის პროცესორების უახლესი თაობა, რაც უზრუნველყოფს ლოკალური ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების შეუფერხებელ შესრულებას და გაუმჯობესებულ რეაგირებას დაბალი ენერგომოხმარების შენარჩუნებით. Swift Air 16 უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას ვიდეოკონფერენციებისთვის, სტრიმინგისთვის, რედაქტირებისთვის და შემოქმედებითი სამუშაო პროცესებისთვის.

TravelMate X 14 AI იდეალურია პროფესიონალებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ და დისტანციურად მუშაობენ. შექმნილია MIL-STD 810H გამძლეობის სტანდარტების შესაბამისად, რის საფუძველზეც, უძლებს ვიბრაციას, ტენიანობას და ექსტრემალურ ტემპერატურას, რაც მას საიმედო თანამგზავრად აქცევს მოგზაურობისთვის. თავისი ელეგანტური დიზაინითა და ხელოვნური ინტელექტით, ეს ლეპტოპი შთაბეჭდილებას მოახდენს ნებისმიერ ბიზნესშეხვედრაზე.

თამაშების გამოცდილების სრულყოფისთვის ბრენდმა, ასევე, ახალი ACER გეიმინგმონიტორები წარმოადგინა. მათ აქვს მაღალი გარჩევადობის ეკრანი, 240Hz განახლების სიხშირე და სწრაფი რეაგირების დრო, რომელიც ქმნის კრისტალურად სუფთა გამოსახულებასა და შეუფერხებელ მოძრაობას.

მონიტორები აღჭურვილია HDR მხარდაჭერითა და ფერების ფართო სპექტრით, რაც მაქსიმალურად რეალისტურ გამოსახულებას უზრუნველყოფს. ერგონომიული სტენდი და თხელი ჩარჩო კი მას იდეალურ არჩევანს ხდის როგორც გეიმერებისთვის, ასევე, პროფესიონალი კონტენტკრეატორებისთვის.

Acer Nitro უფრო გათვლილია მათთვის, ვისაც სურს მაღალი გარჩევადობა, უწყვეტი თამაში, ფერთა გამა და რეალისტური ვიზუალი. ორმაგი HDMI 2.1 და DisplayPort 1.4 პორტების მეშვეობით, ის, ასევე, გთავაზობთ სათამაშო და მულტიმედია სისტემებთან მარტივ დაკავშირებას.

Predator სერია – premium დონის მონიტორებია, გათვლილი პროფესიონალ მოთამაშეებზე. მათი მთავარი უპირატესობაა OLED პანელი და ულტრამაღალი განახლების სიხშირე (540Hz–720Hz-მდეც კი), რაც უზრუნველყოფს დაუჯერებლად სწრაფ რეაქციას, მდიდარ ფერთა გამასა და სრულ სიზუსტეს თამაშებში.

მომავალი რომ ტექნოლოგიებისაა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტრანსფორმაციაში ადამიანისა და ტექნოლოგიის დამეგობრებაა. პროდუქტები, რომლებიც Acer-მა წარადგინა, ამ დიდი მისიის შესრულებას ემსახურება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან 1976 წელს დაარსებული Acer მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მან იცის, როგორ შექმნას ინოვაციები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს ახალი შესაძლებლობებისთვის გაუღებს კარს.

[R]

ტყავისგან დამზადებული ეტიკეტი ღვინის შეფუთვაზე — Desvenda

როგორ ცვლის AI ტესტირების პროფესიას? – EPAM Georgia-ს პროფესიონალების ხედვა