in

Acer ახალ Chromebook Vero-ს უშვებს, რომლის შეკეთებასა და გადამუშავებას შეძლებთ

მართალია, Chromebook-ებს ერთჯერადს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მათგანი პრიორიტეტს ფასს ანიჭებს და არა, მდგრადობას. ახლა კი Acer ამტკიცებს, რომ ის ისეთივე კეთილი უნდა იყოს ჩვენ პლანეტის მიმართ, როგორც მისი მაღალი დონის კოლეგები. შესაბამისად, კომპანიამ თავის ეკოლოგიურად სუფთა Vero ხაზში, Chromebook Vero 514 — პირველი Chrome OS-ზე მომუშავე ლეპტოპი გამოუშვა. 

თავიდანვე შექმნილია ისე, რომ მისი შეკეთება და გადამუშავება შეძლოთ. ეს კი იმისათვის ხდება, რომ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ. შასის დაახლოებით 30% შემდგომში გადამუშავებადი პლასტმასისგან არის დამზადებული, კლავიატურისა და დინამიკების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. საინტერესოა ისიც, რომ სენსორული პანელის ზედაპირი მთლიანად ოკეანის პლასტმასისგან არის დამზადებული. სამხედრო დონის ვარდნის წინააღმდეგობა კი Chromebook-ს გამძლე ლეპტოპადაც აქცევს — ყოველი შემთხვევისთვის იატაკზე დავარდნისას ნამდვილად არ გაგიტყდებათ. ქვედა ნაწილს ჩვეულებრივი ხრახნებით მარტივად მოხსნით, რაც კომპიუტერის შეკეთებასა თუ განახლებას გაგიმარტივებთ.

თანაც, თუ ტექნიკური მახასიათებლებით ვიმსჯელებთ, ამ ლეპტოპის დიდხანს ქონაც მოგინდებათ. იყენებს მე-12 თაობის Intel Core პროცესორებს, 1080p დისპლეის კი sRGB ფერის სივრცის 100-პროცენტიანი დაფარვა აქვს. მართალია, ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა ბატარეა 10 საათის განმავლობაში მუშაობას, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სულ რაღაც 30 წუთში იგი 50%-მდე იმუხტება. ამასთან, ორი USB-C, ერთი USB-A პორტები და HDMI აქვს. 

აქ კი კარგი ამბავიც გვაქვს, მის ყიდვას ოქტომბრიდან 599 ევროდ შეძლებთ. დიახ, ფასი ჩვეულებრივ Chromebook-ებზე მაღალია, თუმცა Acer ამის მიზეზად ეკომეგობრულობას ასახელებს. დამატებითი თანხის გადახდა კი პლანეტაზე ზრუნვისთვის ნამდვილად ღირს. აქვე ისიც გახსოვდეთ, რომ რაიმე ხარვეზის შემთხვევაში მისი შეკეთება შეგიძლიათ და სრულიად ახალი ლეპტოპის ყიდვა აღარ მოგიწევთ. 

Ad Black Sea-ს სპიკერებს შორის სერ ჯონ ჰეგარტია!

როგორია ონლაინ ვიდეო რეკლამის სტატისტიკა და ტრენდები