დღეისათვის ბრენდები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ თანამედროვეობასა და ტექნოლოგიების განვითარებას კრეატიული იდეებით აუწყონ ფეხი. დრო იცვლება, რასაც ადამიანის საჭიროებებისა თუ მოთხოვნების ცვლილებაც მოსდევს — ტექნოლოგიური კომპანიები კი „იძულებულნი“ არიან, საკუთარი კონცეფციები სწორედ ამ კრიტერიუმებს მოარგონ. ამის ნათელ დემონსტრაციას წარმოადგენს Acer-ის 20 აპრილის კონფერენცია, რომელზეც ახალი მოწყობილობების მთელი რიგი ვიხილეთ.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ Acer-ის შემთხვევაში, ტექნოლოგიების განვითარება პირდაპირ უკავშირდება მდგრად განვითარებას.
Acer ebii — ველოსიპედი
ალბათ, როდესაც ტექნოლოგიების თანამედროვეობაზე ვსაუბრობთ, პირველი რაც გვახსენდება, ხელოვნური ინტელექტია. Acer ebii კი სწორედ AI-ით მართვადი, ერთძრავიანი ელექტრონული ველოსიპედია, რომელიც ე. წ. ავტომობილის ჭკვიან საკონტროლო ყუთს იყენებს. ეს უკანასკნელი ყველა იმ მახასიათებელს შეიცავს, რაც სასიამოვნო და მარტივ მგზავრობას სჭირდება. უფრო კონკრეტულად, ebiiAssist ავტომატურად ადაპტირდება მარშრუტის პირობებთან, პედლების სიმძლავრესთან და მომხმარებლის პრეფერენციებთან.
გრძელვადიანი ბატარეა, ჭკვიანი უსაფრთხოების მახასიათებლები და მინიმალისტური, მსუბუქი დიზაინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქუჩებში კომფორტულად გადაადგილდნენ. ამასთან, მდგარად განვითარებაზე ორიენტირებული ხედვის შესაბამისად, ველოსიპედი ნახშირბადის ემისიების შემცირებაზე ზრუნავს.
„სრულიად ახალი Acer ebii კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენს ერთგულებას მდგრადი განვითარების მიმართ, მაღალი დონის ტექნოლოგიისა და კრეატიული დიზაინის მეშვეობით. ეს ყველაფერი კი მომხმარებლის მობილურობისა და გამოცდილების გაზრდის სურვილითაა შთაგონებული“, — განაცხადა ჯერი კაომ, Acer-ის ოპერაციების მთავარმა ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ბრენდის სადებიუტო ელექტრო ველოსიპედი ისეთ შვილობილ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგია, როგორიცაა MPS Energy-ის ენერგოსისტემა და Xplova-ს ველოსიპედის გამოთვლები. ასე მიიღეს მოდულური არქიტექტურის მქონე ველოსიპედი, ინოვაციური დიზაინით და 25 კილომეტრი სიჩქარის შესაძლებლობით. ამ უკანასკნელს კი 250/350 W ძრავა უზრუნველყოფს, ხოლო ბორბლები მგზავრის საჭირობების მიხედვით კონფიგურირდება.
- აღჭურვილია ჭკვიანი ფუნქციებით
ველოსიპედის AI-ზე მომუშავე ebiiAssist ფუნქცია იდეალურად ერგება ინდივიდუალურ მომხმარებლებს და მათ პერსონალიზებულ გამოცდილებას სთავაზობს. მისი მეშვეობით, კონტროლერი ავტომატურად არეგულირებს ძრავის სიმძლავრეს.
გარდა ამისა, ეს AI სისტემა ebiiGO აპლიკაციაზე დაყრდნობით, მომხმარებლის მონაცემებს აგროვებს. კერძოდ, სმარტფონი ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება ელექტრო ველოსიპედს, რათა ebiiGO-ს გამოყენება შეძლონ და შეამოწმონ რეკომენდირებული მარშრუტები, ბატარეის ხანგრძლივობა, ტარების სიჩქარე, ავტომატური განბლოკვის პარამეტრები და სხვა.
ამას ემატება ebiiRide — მართვის ადაპტირებული აპლიკაცია, რომელიც ebiiAssist-თან სინთეზში მუშაობს, რათა მომხმარებლები ელექტროენერგიის ამოწურვის პრობლემას არ წააწყდნენ. ამისათვის ის სამ რეჟიმს გვთავაზობს: ეკო რეჟიმი — ენერგიის დაზოგვისთვის; My ebii — რეჟიმი ჭკვიანი ბალანსისთვის და Boost Mode — სიჩქარისა და ძრავის კორექტირებისთვის.
- გრძელვადიანი და მოსახსნელი ბატარეა
ელექტრო ველოსიპედი აღჭურვილია მოსახსნელი ბატარეით, რომელსაც 110 კმ-მდე მუშაობა შეუძლია, 100%-მდე კი სულ რაღაც 2,5 საათში იმუხტება. ხოლო AI-ით ოპტიმიზებული ენერგიის განაწილება ბატარეის ხანგრძლივობას ზრდის. სრულყოფილი შედეგის მისაღებად, კომპანიამ მკაცრი ტესტირებები ჩაატარა და სერტიფიცირების ნებართვა მხოლოდ მაქსიმალური საიმედოობის თუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასცეს.
ამავდროულად, მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად ამოიღონ ბატარეის პაკეტი, რათა პორტატიულად დაიმუხტოს. მის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას კი სპეციალური სახელური ამარტივებს. ebiiGO-ს ან სახელურის ჭკვიანი LED დისპლეის საშუალებით კი შესაძლებელია სხვადასხვა გაფრთხილების ნახვა, როგორიცაა მოგზაურობის დარჩენილი დრო.
- უსაფრთხოების მახასიათებლები
ელექტრონული ველოსიპედის მომხმარებლებს შეეძლებათ, გზაზე თავდაჯერებულად იარონ, რადგან Acer ebii უსაფრთხოების მოწინავე მახასიათებლების კომპლექტითაა აღჭურვილი. მაგალითად, წინა და უკანა ფარები ავტომატურად ინთება სიბნელეში, რათა ხილვადობა გაზარდოს. ასევე, მას აქვს უკანა შეჯახების გამაფრთხილებელი სარადარო სენსორი, რომელიც სავარძლის ქვეშაა დამონტაჟებული — მისი მეშვეობით, მძღოლი უკნიდან მოახლოებული ობიექტის შესახებ იღებს სიგნალს.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ველოსიპედი სულ რაღაც 16 კილოგრამს იწონის და მტკიცე, კომპაქტური დიზაინი აქვს. მისი დახვეწილი, თვალისმომჭრელი ვიზუალი გამოირჩევა გლუვი კიდეებით და მქრქალი თეთრი საფარით.
Vero ხაზი
გუშინდელ კონფერენციაზე Acer-მა ეკომეგობრული Vero ხაზის პროდუქტებიც წარადგინა — მათ შორის Acer Aspire Vero 15 (AV15-53P) ლეპტოპი და Acer Vero PL3510ATV პროექტორი. ორივე მათგანი იმაზეა მორგებული, რომ ბიზნესებს მრავალფეროვანი ფუნქციები შესთავაზონ, ნახშირბადის ნაკლები ემისიებით.
Acer Aspire Vero 15 ლეპტოპი
ეს ის მოდელია, რომელიც ეკოლოგიურ დიზაინსა და ფუნქციურად მრავალფეროვან მახასიათებლებს აერთიანებს. შედეგად, იმ მომხმარებლების საჭიროებებს აკმაყოფილებს, რომლებსაც ძლიერი და მიმზიდველი ვიზუალის ლეპტოპები სჭირდებათ. მას აქვს 15,6-დუიმიანი Full HD დისპლეი, 16:9 ასპექტის თანაფარდობა და 100% sRGB[4], რათა ნებისმიერი ამოცანა და საჭიროება ეკრანის დიდ მასშტაბებზე დააკმაყოფილოს.
მე-13 თაობის Intel Core i7 პროცესორებით და Intel Iris Xe გრაფიკით, Windows 11 ლეპტოპი მომხმარებლებს მაქსიმალური პროდუქტიულობის გაზრდაში ეხმარება. ამას ემატება ბატარეის ხანგრძლივობა, მყისიერი მოქმედებები და ინტელექტუალური თანამშრომლობა. ამავდროულად, მოდელს გააჩნია 1440p QHD კამერა, რომელიც Acer PurifiedView და PurifiedVoice ფუნქციებითაა აღჭრუვილი — ისინი, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ონლაინ შეხვედრებს გაცილებით კომფორტულს გახდის.
საიმედო და უწყვეტი კავშირისთვის კი ლეპტოპს Wi-Fi 6E-ის მხარდაჭერა აქვს. თანაც, ბევრნაირი პორტია ჩაშენებული — მათ შორის ორი Thunderbolt™ 4/USB Type-C, ორი USB3.2 Gen1 Type-A პორტი, HDMI 2.1, DC in და აუდიო ჯეკის პორტი. ასევე, აღჭურვილია LPDDR5 მეხსიერებით და ორი M.2 SSD-ით, რომლებიც 1 ტბ-მდე მეხსიერებას უზრუნველყოფს.
- ეკო-ცნობიერი დიზაინი
Acer-ის სწრაფვა, უწყვეტი დადებითი გავლენა იქონიოს გარემოზე, Aspire Vero 15-ის ლეპტოპში ნათლად ჩანს. მის შესაქმნელად გადამუშავებულ მასალებს იყენებენ, რათა მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის პარალელურად, ნარჩენები შეამცირონ. წინა თაობის ეკოლოგიურად სუფთა ლეპტოპებთან შედარებით, Aspire Vero 15-მა შასში გამოყენებული PCR პლასტმასის პროცენტი 30%-დან 40%-მდე გაზარდა. თანაც, მის დამზადებისას 30%-ით ნაკლები ნახშირბადი გამოიყო.
მოხმარების თვალსაზრისით კი, ისეა დამზადებული, რომ ყოველდღიურ დატვირთვას უპრობლემოდ გაუძლებს. თანაც, შასს საღებავი არ აქვს და ნაკლებად აქროლადი ორგანული ნაერთები გააჩნია. სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, ლეპტოპი იყენებს სტანდარტიზებულ ხრახნებს, რათა საჭიროებისას მისი შეკეთება და გადამუშავება მარტივი იყოს.
ლეპტოპის შეფუთვაც კი სრულად გადამუშავებული ქაღალდისგანაა დამზადებული და 90%-მდე გადამუშავებულ მუყაოსაც შეიცავს; მისი გამოყენება ერგონომიული სადგამის სახითაც შეიძლება.
Acer Vero PL3510ATV ჭკვიანი პროექტორი
ეს პროექტორი მოწინავე ლაზერული შუქის პროექციას და მაღალ ენერგოეფექტურობას აერთიანებს. აღჭურვილია Full HD რეზოლუციით, დინამიკური 4,800 ANSI ლუმენის ლაზერული დიოდით და 50,000:1 კონტრასტული თანაფარდობით. შედეგად, მოწყობილობა ბრწყინვალე, კრისტალურად სუფთა გამოსახულებებს უზრუნველყოფს — როგორც შორი მანძილიდან, ისე ძალიან განათებულ გარემოში. ზუსტი და მდიდარი ფერების ჩვენებას კი ფოსფორის განათების უმაღლესი ტექნოლოგია ხდის შესაძლებელს.
ამ უპირატესობებს ისიც ემატება, რომ 48%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ტრადიციულ ნათურებზე დაფუძნებული პროექტორებისგან განსხვავებით. შასიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული. 30 000-საათიანი მუშაობის ხანგრძლივობა და აქ ჩამოთვლილი ფუნქციები, მთლიანობაში, საკუთრების მთლიან ღირებულებას ზოგავს და ნარჩენებსაც ამცირებს.
მისი მრავალფეროვნების მაქსიმალურად გასაზრდელად, Acer Vero PL3510ATV პროექტორი მხარს უჭერს 2D keystone და 4 კუთხის კორექტირების ტექნოლოგიას, რომელიც ავტომატურად არეგულირებს პროექციას ნებისმიერ სანახავ ზედაპირზე. ამას ემატება ლინზების ნავიგაციის ფუნქციაც.
პროექტორი აღჭურვილია 10W ჩაშენებული დინამიკით, რომელიც გადმოსცემს კინემატოგრაფიულ ხმებს და გამორიცხავს გარე დინამიკების საჭიროებას. თუმცა სურვილის შემთხვევაში, პროექტორთან სხვა დინამიკების დაკავშირებაც შეიძლება. Chromecast-ის თავსებადობით კი ვიდეოს უწყვეტი სტრიმინგია შესაძლებელი.
Acerpure
Acerpure Pro Vero Air Purifier — ეს არის პირველი ასეთი ტიპის მოწყობილობა, რომელიც სრულად გადამუშავებული მასალებისგანაა დამზადებული და ეკოლოგიურად ცნობიერ Vero ხაზს ეხმიანება. კერძოდ, მისი ავტორი, Acer-ის შვილობილი კომპანია Acerpure-იც ფოკუსირებულია ცხოვრების სტილისა და სამომხმარებლო პროდუქტების შემუშავებაზე, რომლებიც ჭკვიან ფუნქციებს იყენებს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
„Acerpure ყოველთვის ერთგული იყო მდგრადობისა და ინოვაციებისადმი. ამის დასტურია ახალი ჰაერის გამწმენდი, რომელიც არა მხოლოდ ინარჩუნებს სუფთა ჰაერს, არამედ ამცირებს ნარჩენებს და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას. ამისათვის კი გადამუშავებულ მასალებს ვიყენებთ, როგორიცაა PCR პლასტმასა და ენერგიის დაზოგვის მწვანე რეჟიმი“, — აღნიშნა ენდრიუ ჰოუმ, Acerpure Inc-ის თავმჯდომარემ.
უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, Acerpure Pro Vero დამზადებულია 100% გადამუშავებადი მასალებით და იყენებს 35% PCR პლასტმასას შასსში, რაც ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას მისი წარმოებისას. იგი ასევე იყენებს წყალზე დაფუძნებულ მელანს და გადამუშავებად შეფუთვას, რათა კიდევ უფრო შემცირდეს ნახშირბადის კვალი. ამასთანავე, სუფთა, მქრქალი თეთრი საფარით და ინტუიციური LED სენსორული პანელით, Acerpure Pro Vero-ს მარტივი, მაგრამ თანამედროვე დიზაინის ენა გამორჩეულს ხდის მას სახლისა თუ ოფისის ნებისმიერ კონფიგურაციაში.
- ენერგიის დაზოგვის მწვანე რეჟიმი
ჰაერის უახლესი გამწმენდი აღჭურვილია PM2.5 ჰაერის ხარისხის სენსორით, რათა შენობაში არსებული ნაწილაკები დააფიქსიროს და რეალურ დროში ავტომატურად გადაერთოს შესაბამის ოპერაციულ რეჟიმზე. ამავდროულად, მას სამი განსხვავებული სინათლის ინდიკატორი აქვს — მწვანე, ყვითელი, წითელი და მწვანე. სწორედ მათი მეშვეობით ხდება გაწმენდის სიმძლავრის დარეგულირება, გარემო პირობების მიხედვით. ამას ემატება ჩუმი რეჟიმი, შემცირებული ხმაურით და განათების გარეშე.
Acerpure Pro Vero-ს გააჩნია მოწინავე 3-in-1+ HEPA ფილტრი, რომელსაც შეუძლია ბაქტერიების იზოლირება და ჰაერში შეჩერებული PM2.5 ნაწილაკების 99.9% გაწმენდა. ის ასევე ეფექტურად ფილტრავს მავნე გაზებს და ალერგენებს, თავისი 4-ფენიანი დაცვის სისტემის მეშვეობით.
TravelMate ლეპტოპები
ლეპტოპების კუთხით, ბრენდი მხოლოდ ერთი ხაზით არ შემოფარგლულა. არამედ, TravelMate ლეპტოპებიც შემოგვთავაზეს, რომლებიც აღჭურვილია მე-13 თაობის Intel® Core™ vPro[4] პროცესორებით და 16:10 პრემიუმ დისპლეით, OLED გარჩევადობით, 65 Wh სწრაფი დამუხტვის ბატარეით. თან ახლავს თითის ანაბეჭდის წამკითხველი და IR კამერა.
Acer TravelMate P6 14
უახლესი TravelMate P6 14 საუკეთესო პრემიუმ ბიზნეს ლეპტოპია მობილური პროფესიონალებისა და აღმასრულებლებისთვის. მაღალი დონის ბიზნეს ლეპტოპი აღჭურვილია 2.8K OLED (2880×1800) დისპლეის პანელით, 16:10 ასპექტის თანაფარდობით და DCI-P3 ფერის სივრცის 100%-იანი დაფარვის მხარდაჭერით. ამას ემატება ინტელის მე-13 თაობის მძლავრი პროცესორი.
ონლაინ საქმიანი შეხვედრები და ვიდეო ზარები კი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ლეპტოპის FHD IR ვებკამერით, AI-ზე მომუშავე ხმაურის შემცირების ტექნოლოგიითა და ზემოთ მიმართული დინამიკებით.
Acer TravelMate P4 14 და Acer TravelMate P4 Spin 14
TravelMate P4 14 და 16-დუიმიანი ვერსიებს აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core i7 vPro პროცესორებით, NVIDIA® GeForce RTX™ 2050 GPU-ებთან ერთად. 2.2K-მდე გარჩევადობის მქონე ეკრანი საოცარ გამოსახულებას უზრუნველყოფს. ასევე, მას მოჰყვება Corning® Gorilla® Glass, სენსორული პანელი. ვიზუალურად კი საკმაოდ დიდი ეკრანი და თხელი ჩარჩო აქვს.
Acer TravelMate P2 14 და Acer TravelMate P2 16
კომპაქტური საქმიანი ლეპტოპები, რომლებიც აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core პროცესორებით და NVIDIA GeForce RTX 2050 GPU-ებით, გამოყენების განახლებულ დონეს უზრუნველყოფს. ასევე, მათ უფრო დიდი OceanGlass™ სენსორული პანელი აქვს და განახლებები კლავიატურასაც შეეხო — ის უფრო დიდ სენსორულ პანელებს მოიცავს, რათა ბეჭდვისას ხმა არ ჰქონდეს. ინტერნეტთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან დაკავშირება კი გამარტივდა Wi-Fi 6E და 4G LTE მხარდაჭერით და მრავალფეროვანი პორტების ჩართვით, როგორიცაა Thunderbolt 4 Type C პორტი.
ყველა უახლესი TravelMate საქმიანი ლეპტოპი მუშაობს Windows 11-ზე და აღჭურვილია Acer Dust Defender ტექნოლოგიით, მტვრის დაგროვების მინიმუმამდე შესამცირებლად. ხოლო Acer Light Sensing ტექნოლოგია ჭკვიანურად ამოიცნობს გარემოს ფერს და შუქს, რათა დაარეგულიროს ეკრანის სიკაშკაშე და ფერის ტემპერატურა… რაც შეეხება მონაცემების უსაფრთხოებას, TPM 2.0, Acer’s User Sensing ტექნოლოგიასთან ერთად, მათ სათანადოდ დაცვას უზრუნველყოფს.
ცხადია, მდგრად განვითარებაზე ზრუნვა ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინეს. მოწყობილობა PCR პლასტმასისგანაა დამზადებული, შეფუთვა კი — გადამუშავებული მასალისგან.
Acer Swift X 16 ლეპტოპი
ალბათ, ეს მოდელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება კრეატიულ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის — გრაფიკული დიზაინის, 3D მოდელირებისა და ვიდეო რედაქტირების მიმართულებით. ე. წ. „კრეატორი“ ლეპტოპი აღჭურვილია 16:10 OLED დისპლეით, AMD Ryzen™ 9 7940H პროცესორით და NVIDIA® GeForce RTX™ 4050 ლეპტოპის GPU-ებით. ამავდროულად, თან ახლავს დრაივერები, რათა კრეატიული პროექტები მაღალ ხარისხში შეიქმნას.
ლეპტოპს აქვს TwinAir გაგრილების სისტემაც, ხანგრძლივად მომუშავე ბატარეა და პროდუქტიულობისთვის საჭირო ყველა პორტი. რაც შეეხება ვიდეოზარებსა და სტრიმინგს, ჩაშენებულია 1080p FHD კამერა, რომელიც Acer-ის დროებითი ხმაურის შემცირების (TNR) და AI ტექნოლოგიების კომპლექტს იყენებს.
- მიმზიდველი ვიზუალური იდენტობა და ფერი
ახალი Acer Swift X 16 თხელი და მსუბუქი ლეპტოპია, რომელიც მხოლოდ 1,9 კგ-ს იწონის. მომხმარებლები გაოცებულები დარჩებიან სენსაციური ფერებითა და ვიზუალით, რომელსაც 16-დუიმიანი 3.2K OLED (3200 x 2000) პანელის ვარიანტი გვთავაზობს. თანაც, ამ უკანასკნელს VESA DisplayHDR™ TrueBlack 500 და TÜV Rheinland Eyesafe® დისპლეის სერტიფიკატები აქვს.
500-ნიტიანი მაქსიმალური სიკაშკაშე და 120 Hz განახლების სიხშირე ისეთ ეფექტს იძლევა, სურათები თითქოს რეალურად ხელშესახები ხდება.
- რენდერი და გაგრილება
იქიდან გამომდინარე, რომ ლეპტოპების ეს ხაზი უშუალოდ დიზაინერებზეა მორგებული, Acer Swift X 16 აღჭურვილია AMD Ryzen™ 9 7940H პროცესორით (45 W-მდე და 8 ბირთვით) და ჩაშენებული AMD Radeon™ 780M გრაფიკით. პროცესორის მაღალი სიჩქარე მომხმარებლებს ეხმარება, პროექტები რეკორდულად მოკლე დროში დაასრულონ, რაიმე გართულების გარეშე.
მძლავრი ტექნიკის დახმარებით, ლეპტოპი აღჭურვილია განახლებული ინტერიერითა და თერმული გადაწყვეტილებებით. Swift X 16-ს გააჩნია განახლებული TwinAir გაგრილება, რომელიც ზრდის ჰაერის მიღებას 36%-მდე, მისი უფრო დიდი ვენტილატორებიდან და ახლად დამატებული ტურბო რეჟიმითა თუ ჰაერის შემავალი კლავიატურის დიზაინით.
- სუფთა, მკაფიო ვიდეო კონფერენცია და სტრიმინგი
Acer Swift X 16 ლეპტოპი შესანიშნავია ვიდეო კონფერენციისთვის, ლაივ სტრიმინგისა და ვიდეო ბლოგისთვის. მის უპირატესობას მაღალი გარჩევადობის 1080p FHD კამერა უზრუნველყოფს, რომელიც Acer PurifiedView™ AI ფუნქციების კომპლექტს იყენებს, როგორიცაა Background Blur, Automatic Framing და Eye Contact ტექნოლოგია.
Acer PurifiedVoice™ AI ხმაურის შემცირების ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს ხმების მკაფიოობას, ვიდეოზარის ან ჩაწერის დროს. მას გააჩნია 16 გიგაბაიტამდე LPDDR5 მეხსიერება, 2 ტბ-მდე PCIe Gen 4 SDD მეხსიერება და MicroSD სლოტი დამატებითი საცავისთვის. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გაზარდონ ორი USB Type-C პორტი, HDMI 2.1 და Wi-Fi 6E-ის გაუმჯობესებული კავშირისთვის. Windows 11 ლეპტოპი მხარს უჭერს Windows Hello-ს თითის ანაბეჭდის წამკითხველსა და Wake on Voice-ს. ხოლო Cortana ფუნქციონირებს, როგორც პერსონალური პროდუქტიულობის ასისტენტი.
Predator — გეიმინგ ლეპტოპები
Acer-მა გეიმინგ ლეპტოპების მიმართულებითაც შემოგვთავაზა ცვლილებები — ახალი დიზაინით და ინდუსტრიის წამყვანი ტექნოლოგიების მხარდაჭერით: მე-13 თაობის Intel® Core™ პროცესორები და NVIDIA® GeForce RTX™ 40 სერიის GPU-ები. ახალი Predator Triton 17 X და Predator Helios Neo 16 შექმნილია როგორც მოთამაშეებისთვის, ისე კრეატორებისთვის.
თხელი და ძლიერი Predator Triton 14 განკუთვნილია სამუშაოსთვის ან სათამაშოდ, ხოლო მისი დახვეწილი დიზაინი მას იდეალურს ხდის ნებისმიერი გარემოსთვის. თანაც, Predator Helios 3D 15 SpatialLabs™ Edition სათვალის გარეშე გვთავაზობს სტერეოსკოპიულ 3D თამაშების სამყაროს.
Predator Triton 17 X: Acer-ის ყველაზე მძლავრი გეიმინგ ლეპტოპი
სრულიად ახალი დახვეწილი და მძლავრი Predator Triton 17 X (PTX17-71) დახვეწილ მინიმალისტურ დიზაინს თამაშისთვის შესაბამის ტექნოლოგიებთან აერთიანებს. ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც გრაფიკული ინტენსიური AAA თამაშები და სამუშაო აპლიკაციები სჭირდება. გარდა იმისა, რომ საკმაოდ მსუბუქი და პორტატიულია, ბატარეის საკმარის ხანგრძლივობასაც უზრუნველყოფს მთელი დღის მუშაობის შემთხვევაში.
იგი მოიცავს გაპრიალებულ, ქვიშით დამუშავებულ ტექსტურას, მყარი მეტალის CNC unibody შასზე, დელიკატურ მიკრო RGB Predator ლოგოს, უჟანგავი ფოლადის დინამიკების ქსელს და სტრატეგიულად განლაგებულ პორტებს. მე-13 თაობის Intel Core i9 პროცესორი აღჭურვილია 24 ბირთვით და 5.4 გჰც მაქსიმალური ტურბო სიხშირით, რაც თამაშის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სხვა მოდელებთან შედარებით.
NVIDIA GeForce RTX 4090 ლეპტოპის GPU აგებულია ულტრაეფექტური NVIDIA Ada Lovelace არქიტექტურით, რაც ვირტუალურ სამყაროებს რეალურის მსგავს გრაფიკას ანიჭებს. მისი Max-Q ტექნოლოგიების ნაკრები კი უზრუნველყოფს სისტემის მუშაობას, სიმძლავრეს, ბატარეის ხანგრძლივობას და აკუსტიკას. მისი კონფიგურაცია შესაძლებელია 64 გბ-მდე DDR5 5600 ჰც მეხსიერებით და 4 ტბ-მდე PCIe მყარი დისკებით.
Predator Triton 17 X მოიცავს ნათელ და 17-დუიმიან (16:10) ეკრანს. ხელმისაწვდომია პანელის ორი კონფიგურაცია, მათ შორის WQXGA მინი-LED (AmLED) დისპლეი, რომელსაც ახასიათებს განახლების მკვეთრი სიხშირე 250 Hz, აქვს მაღალი სიკაშკაშე 1000 nit-ზე მეტი DisplayHDR™ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და 1,000,000:1 მაღალი კონტრასტის თანაფარდობა. ის ასევე გვთავაზობს DCI-P3 100% ფართო ფერთა დიაპაზონს ცოცხალი, მდიდარი ფერებისთვის და არის Eyesafe® სერტიფიცირებული, როგორც დაბალი ცისფერი სინათლის ეკრანი. შესაბამისად, მავნე ცისფერ შუქს 80%-ით ამცირებს.
Acer-ის Vortex Flow ტექნოლოგია მოიცავს სამმაგი ვენტილატორის გაგრილების სისტემას, რათა „მძიმე“ პროგრამების მოხმარების თუ თამაშის პარალელურად, მოწყობილობა არ გადახურდეს. ასევე, აღჭურვილია ისეთი პრემიუმ ფუნქციებით, როგორიცაა RGB კლავიატურა, თითის ანაბეჭდის წამკითხველი და შუშის სენსორული პანელი. გარდა ამისა, გააჩნია მძლავრი DTS:X Ultra Surround ექვსი დინამიკის სისტემა.
Intel® Killer™ E3100G+ Ethernet და Intel® Killer™ Wi-Fi 6E AX1690i უზრუნველყოფს შეფერხების გარეშე დაკავშირებას, ხოლო პორტების სრული ასორტიმენტი აადვილებს სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობისა და აქსესუარის მორგებას. ელვისებური კავშირი მიწოდებულია Thunderbolt™ 4-ის საშუალებით, რომელსაც შეუძლია ორმაგი 4K ან ერთი 8K დისპლეის მხარდაჭერა.
Predator Helios Neo 16: მაღალი დონის შესაძლებლობები
სრულიად ახალი Predator Helios Neo 16 (PHN16-71) მოიცავს ძლიერ კომპონენტებს, რომლებითაც ცნობილია Helios ხაზი. აღჭურვილია მაღალი ხარისხის მე-13 თაობის Intel® Core™ HX პროცესორებით, NVIDIA GeForce RTX 4070 ლეპტოპის GPU-ებით და მაქსიმალური გრაფიკული სიმძლავრით (MGP) 140 W. 32-მდე. ასევე, შეიცავს Acer-ის გამაგრილებელ სისტემას, რომელიც პერსონალურად შემუშავებული ლითონის AeroBlade™ ვენტილატორის ტექნოლოგიას და თხევადი ლითონის თერმულ ცხიმს მოიცავს.
გარდა პირველი კლასის შესრულებისა, მას განსაცვიფრებელი ვიზუალიც აქვს. ხაზი გთავაზობთ პანელის რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის WQXGA (2560×1600) IPS დისპლეი და WUXGA (1920×1200), რომელიც sRGB ფერის დიაპაზონის 100%-ს ფარავს. ვარსკვლავური ეკრანის ორივე ვარიანტი მოიცავს NVIDIA Advanced Optimus და G-SYNC, რაც უზრუნველყოფს ყველაზე გლუვ და ნათელ ვიზუალს სწრაფი მოძრავი თამაშის სცენების დროს.
Predator Triton 14: თხელი ლეპტოპი თამაშებისა და მუშაობისთვის
Acer Predator-ის პატარა, მაგრამ ძლიერი Triton 14 მოიცავს მე-13 თაობის Intel® Core™ i7-13700H პროცესორს და NVIDIA® GeForce RTXTM 4070 ან 4050 ლეპტოპის GPU-ს. გარდა ამისა, მოთამაშეები და შემქმნელები ერთნაირად გამოიყენებენ პანელის ახალ ვარიანტს, რომელიც უზრუნველყოფს კონტრასტის ნათელ დონეს და ფერების ფართო სპექტრს. ბრწყინვალე 14-დუიმიანი (16:10 ასპექტის თანაფარდობა) WQXGA (2560 x 1600) მინი LED დისპლეით, უზრუნველყოფს სწრაფ 250 Hz განახლების სიჩქარეს; არის DisplayHDR™ 600 სერტიფიცირებული და მოიცავს DCI-P3 ფერის დიაპაზონის 100%-ს.
გარდა ამისა, აქვს 32 გბ-მდე 6000 MHz[1] LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება; M.2 SSD სლოტი; Intel Killer Wi-Fi 6E AX1675i ,შეუზღუდავი სიჩქარისთვის და პორტების სრული სპექტრი — მათ შორის MicroSD™ ბარათის წამკითხველი, ფოტოებისა და ვიდეოების სწრაფად გადმოსატვირთად. მისი მოწინავე გაგრილების სისტემა მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ მე-5 თაობის AeroBlade™ 3D ვენტილატორის ტექნოლოგიას, Vortex Flow ჰაერის ნაკადის ოპტიმიზაციას და თხევადი ლითონის თერმულ ცხიმს.
Predator Helios 3D 15 SpatialLabs™ — უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე
ახალი თაობის Predator Helios 3D 15 სათამაშო ლეპტოპი ახლა მხარს უჭერს ძლიერ მე-13 თაობის Intel® Core™ i9-13900HX პროცესორს და NVIDIA® GeForce® RTXTM 4080 ლეპტოპის GPU-ს. მას ასევე აქვს 32 გბ-მდე უფრო სწრაფი DDR5-5600 MHz მეხსიერება. მხოლოდ დისკრეტული GPU ვარიანტი, რომელიც ჩართულია PredatorSense 4.0-ში, საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, გაზარდონ შესრულება.
ამავდროულად, Predator Helios 3D 15 იყენებს SpatialLabs სტერეოსკოპიული 3D დისპლეისა და რეალურ დროში სცენის რენდერის ტექნოლოგიების კომბინაციას, რათა გააცოცხლოს თვალისმომჭრელი 3D სცენები, ობიექტები და პერსონაჟები თავის 15,6-დუიმიან ეკრანზე. TrueGame აპლიკაციის უახლეს ვერსიაზე წვდომა მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, სათვალეების გარეშე მოექცნენ სამგანზომილებიან ვირტუალურ სამყაროში და იდეალურად შეიგრძნონ თითოეული დეტალი. თანაც, ამ მიმართულებით ორ რეჟიმს გვთავაზობს: 3D+ და 3D Ultra.
3D სათამაშო ლეპტოპს დამატებით აქვს Intel® Killer™ E2600 Ethernet Controller, Intel® Killer™ Wi-Fi 6E AX1675i და Acer-ის შემდეგი თაობის გაგრილების ტექნოლოგია. მას ასევე გააჩნია პორტების სრული სპექტრი — მათ შორის ორი USB 3.2 Gen2 პორტი (ერთი მხარს უჭერს ხაზგარეშე დამუხტვას), ორი Thunderbolt 4, რომელიც მხარს უჭერს DisplayPort ფუნქციონალობას და დენის მიწოდებას და მიკრო SD ბარათის წამკითხველს.