in

„შექმნილია კაცობრიობისთვის!“ – ACER-მა გლობალურ კონფერენციაზე ახალი ტექნოლოგიები წარადგინა

13 ოქტომბერს ACER-მა მასშტაბური საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გამართა, სადაც ახალი ტექნოლოგიები და პერსპექტივები განიხილა. ბრენდმა ღონისძიებაზე კაცობრიობის ისტორიაში ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანების ყოველდღიურობაზე მისი გავლენის შესახებ გაამახვილა ყურადღება. ბრენდი მიზნად ისახავს ტექნოლოგიების მძლავრი კომპასი პლანეტის დაცვის, ადამიანების კეთილდღეობისკენ მიმართოს და უხილავი საფრთხეებისგან დაიცვას. ბრენდის მისიაც სწორედ ესაა – ის კაცობრიობისთვისაა შექმნილი.

კონფერენციაზე ოთხი კატეგორიის პროდუქტის სერია წარადგინეს: Vero, SpecialLabs, Antibacterial და Predator. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური დანიშნულება აქვს და სამიზნე სეგმენტის მოთხოვნილებებსა და საჭიროებაზეა მორგებული. ამ სტატიაში ყოველ კატეგორიას განვიხილავთ.

ACER ადამიანების სადარაჯოზე

ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ, ACER-მა გარემოსდაცვითი გამოწვევების ინოვაციური და ინტეგრირებული გადაწყვეტილებებით დაძლევა დაისახა მიზნად. სწორედ ამის საფუძველზე ჩამოაყალიბა ბრენდის დაპირება Earthion, რაც „დედამიწისა“ (Earth) და „მისიის“ (Mission) გაერთიანებით მიიღო. ბრენდი საზოგადოებას ეკო-მეგობრული პროდუქტებისა და სპეციალური ანტიმიკრობული საშუალებებით დაცვას სთავაზობს. თავისი მიდგომით ის შლის ზღვარს ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის.

ღონისძიების დიზაინი

[email protected]ის ღონისძიების ვიზუალსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. აკვარელის ფონზე დატანილი ხელნაკეთი და ხელნაწერი ელემენტები ბუნებასთან ასოცირებისთვის შეიქმნა და კაცობრიობას გამოხატავს.

დიზაინი მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის მოტივებს
ბრენდი რამდენიმე მიმართულებას ავითარებს.
* ბუნება – ბრენდის მისიაა დაიცვას ადამიანები და გარემო. ამისათვის, დიზაინში იყენებს ხელით ნახატ ყვავილებსა და მცენარეებს
* ადამიანი – კაცობრიობა ადამიანებს აერთიანებს, ამიტომ ACER-ის სურვილია ადამიანების ხელით ნახატი სახეებით გამოხატვა
* ემოცია და ადრენალინი – ეს გეიმერებისთვის მნიშვნელოვანია. ამგვარად ისინი საკუთარ ემოციებს შეიგრძნობენ. ამისათვის, ბრენდი ხელით ნახატ სწრაფ მოძრაობებსა და ეფექტებს გამოხატავს, რასაც ემოციური ჩართულობა ახლავს.

Vero სერია

ACER-მა, ასევე, მწვანე პროდუქტების სერია Vero წარადგინა, რომელიც გადამუშავებული პლასტმასასგან PCR და შეფუთვისგან იქმნება. მაგალითად, Acer Aspire Vero ეკო-ნოუთბუქია – ესაა ბრენდის პირველი ნაბიჯი მწვანე ტექნოლოგიებისკენ, რაც მთელი კორპუსის 30%-ისა და კლავიატურის 50%-ის გადამუშავებული პლასტმასასგან შექმნას ითვალისწინებს. მისი გადამუშავებადი შეფუთვა კი, ლეპტოპის სადგამის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მწვანე ნოუთბუქების კატეგორიაში შედის ბიზნეს-კლასის ლეპტოპი Acer TravelMate Vero, რომელიც მე-11 თაობის Intel® Core™ i7-ით, 16-იანი DDR4 და 1 TB მყარი დისკის მეხსიერებითაა აღჭურვილი. მას აქვს მძლავრი დაცული სისტემა. ის Vero-ს მწვანე (green PC) სერიისთვის დამახასიათებელი გადამუშავებული პლასტმასის კორპუსისგან შედგება და ადვილად ექვემდებარება აღდგენას. მოდელის შეფუთვა 100%-ით გადამუშავებადია.

Acer Veriton Vero Mini – Green Desktop ეკო-მეგობრული დესკტოპ-კომპიუტერია. ის შექმნილია კომერციული დატვირთვის წარმადობისთვის. ის წარმოდგენილია სხვადასხვა მოცულობითა და მონაცემებით. კორპუსი ვენტილაციას გადის და მისი 25% გადამუშავებული PCR პლასტმასასგან შედგება, რომლის შეფუთვა სრულად გადამუშავებადია.

Acer Vero BR277 – Green Monitor – მწვანე მონიტორი გათვლილია როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე, კომფორტზე. მისი მოქნილობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომფორტულად მოირგოს მონიტორი. თვალის დამცავი ტექნოლოგია მხედველობისთვის საზიანო სხივებისგან იცავს მომხმარებელს. აქვს ულტრაიისფერი გამოსხივების ფარი, რაც ლურჯი ნათებით გამოწვეულ ზიანს ამცირებს. მისი შეფუთვაც სრულად გადამუშავებადია.

Acer Earthion – ესაა ბრენდის ათწლიანი ძალისხმევის შედეგი. ის აერთიანებს კომპანიის ძლიერ მხარეებს – ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ შემუშავებულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. დღესდღეობით, ACER და მისი შვილობილი კომპანიები ახერხებენ შეამცირონ ნახშირბადის დონე. ამ დროისათვის, კომპანია მუშაობს განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, რათა 2035 წლისთვის სრულად გადაეწყოს ამ მიმართულებით.

ConceptD 7 SpatialLabs-ის განზომილება

SpatialLabs ტექნოლოგიის დახმარებით, სპეციალური სათვალის გარეშეა შესაძლებელი 3D კონტენტის დათვალიერება. ის აერთიანებს როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას. ის შეიცავს სპეციალურ სტერეოკამერას ორი გადამცემით, რომლებიც მომხმარებლის თვალებისა და თავის მოძრაობას აფიქსირებს და შესაბამისად აფორმირებს გამოსახულებას. ConceptD პროდუქტების ფარგლებში, რომელიც დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტია, 3D დისპლეი მომხმარებელს 3D პროექტების, CAD დიზაინების, 3D პრინტის, არქიტექტურისა თუ ანიმაციის ნახვის საშუალებას იძლევა. 3D კონტენტის მარტივად შესაქმნელად, ACER-მა სპეციალური ხელსაწყოები შექმნა, როგორიცაა SpatialLabs Model Viewer. ის საშუალებას გაძლევთ 3D ფაილები (მაგალითად, Autodesk Fusion 360, Rhinoceros და ZBrush) ადვილად დააიმპორტოთ. ამას გარდა, შესაძლებელია 2D გამოსახულების 3D კონტენტად დაკონვერტირება.

ConceptD 7 SpatialLabs Edition-ს მე-11 თაობის Intel Core i7-11800H პროცესორი აქვს, 64GB-მდე გაფართოებადი 32GB – DDR4 RAM, Nvidia RTX 3080 და 2TB NVMe SSD.

Acer-მა ConceptD 3 სხვა ლეპტოპებიც განაახლა. ConceptD 3 და ConceptD 3 Pro 16-ინჩიანი 16:10 დისპლეითაა წარმოდგენილი, ხოლო კონვერტირებადი ConceptD 3 Ezel და ConceptD 3 Ezel – 15.6 ინჩიანი დისპლეით გამოუშვა.

Predator – მხეცი გეიმერებთან შესახვედრად ემზადება

Predator GD711 და Predator GM712 – გეიმერებისთვის საინტერესო პროდუქტია, რომელიც გამოსახულებისა და უწყვეტი პერფორმანსითაა გამორჩეული. ბრენდმა პროექტორები პრეზენტაციაზე წარადგინა, რომელიც 4000 LED ნათურისგან შედგება – აქვს 4K და HDR10 მხარდაჭერა და ფერთა მდიდარი პალიტრის დახმარებით, დაუვიწყარ ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის. ის თავსებადია როგორც კონსოლთან, ასევე, PC გეიმინგ სისტემებთან.

Predator Orion 7000 – პრემიუმ-კლასის გაუმჯობესებული გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერია, ეს სერია მე-12 თაობის Intel® Core™ პროცესორსა და NVIDIA® GeForce RTX™ 3090 GPU-ს მოიცავს. Predator Orion 7000 პროფესიონალი გეიმინგ-ენთუზიასტებისთვისაა შექმნილი – 64 GB DDR5-4000 RAM-ით. მას აქვს ფერთა ფართო სპექტრი, სისწრაფე, გამჭვირვალე გვერდითა კორპუსი და ძლიერი სავენტილაციო სისტემა. ის მაღალკონკურენტულია გეიმინგისას, სტრიმინგისას თუ სამონტაჟო სამუშაოებისას.

Predator სერიაშია 55-ინჩიანი გეიმინგ მაგიდა PGD110, რომელზეც არის ადგილი როგორც გეიმინგ სისტემისთვის, ასევე, მონიტორისთვის, აქსესუარებისა და სხვა ნივთებისთვის. გეიმერებს ორი ტიპის ზედაპირის არჩევა შეუძლიათ – ერთი ადვილად გასაწმენდი ნახშირბადის ბოჭკოთია დაფარული, მეორე Preator-ის მაუსის პადის ფუნქციას ასრულებს. ასევე, საკმარისი სივრცეა სხვა ნივთების შესანახადაც. საერთო ჯამში, მაგიდის გამძლეობა 120 კგ-ია.

ანტიმიკრობული პროდუქტები

ACER-მა ანტიმიკრობული პროდუქტების ასორტიმენტი გააფართოვა, მათ შორისაა ლეპტოპები, დისპლეები, აქსესუარები… ლეპტოპი The Acer Enduro Urban N3 და ტაბლეტი Enduro Urban T3 ანტიმიკრობული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. Acer TravelMate Spin P4 ბიზნეს-კლასის ანტიმიკრობული ტრანსფორმერი ლეპტოპია, რაც მას მოგზაურობისთვის მიმზიდველს ხდის. ანტიმიკრობული მონიტორი Acer VE246Q თვალისთვისაც არაა დამაზიანებელი და ეკო-მეგობრულიცაა. ბრენდის ბლუთუზ კლავიატურა და Mouse KM501 თავსებადია Chromebook-თან და შეუფერხებლად მუშაობს. ასევე, ეკო-მეგობრული სამოსი მოგზაურებისთვის, რომელიც ყავის ექსტრაქტისგანაა დამზადებული.

გარდა ტექნოლოგიური სიმძლავრისა, როგორიცაა 32-გიგაბაიტიანი DDR4, i7 vPro პროცესორი, 1 ტერაბაიტიანი SSD მეხსიერება და ა.შ. მაგალითად, Acer TravelMate Spin P4-ს მაღალმგრძნობიარე ადგილებში ვერცხლის იონზე დაფუძნებული ანტიმიკრობული აგენტი ფარავს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ გავრცელებას. ანტიმიკრობული ლეპტოპია Acer Enduro Urban N3, რომელსაც წყალგამძლე და მტვერგამძლე არქიტექტურის გარდა, ანტიმიკრობული 350 დიზაინი აქვს, რაც მუშაობის პროცესში ეკრანის სისუფთავეს განაპირობებს.

დანარჩენი ზედაპირი კი იონიზებული ვერცხლის საფარითაა გაწყობილი. იგივე ტექნოლოგიაა გამოყენებული ანტიმიკრობული სერიის სხვა პროდუქტებშიც. საინტერესოა Acer’s eco-shell protective jacket-ის ტექნოლოგია. ის მფლობელის სახეზე მიკრობების მოხვედრას უშლის ხელს. აქვს ორი დიდი ჯიბე, სმარტფონისა თუ პასპორტის შესანახად. მასალა სასიამოვნოა ხელით შეხებისთვის. ქურთუკის შიდა მხარე ვერცხლისშემცველი ქსოვილითაა დაფარული და ანტიმიკრობული ეფექტი აქვს.

სამგანზომილებიანი გაჯეტები, ანტიბაქტერიული, მწვანე და გადამუშავებადი ტექნოლოგიები, გეიმინგ ინდუსტრიის მხარდაჭერა – ACER-მა კონფერენციაზე ერთდროულად რამდენიმე სეგმენტი მოხიბლა. ახალი პროდუქტები ბაზარზე მალე გამოჩნდება.

[R]

ანიმაციას “მიტოვებული სოფელი” ოტავას საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დიზაინის პრიზი გადაეცა

კონკურსი ჟურნალისტებისა და კონტენტის შემქმნელებისათვის – „მედია თანასწორობისთვის 2021“ დაიწყო!