in

ასეთია Acer-ის მასშტაბური ხედვა 2023 წლისთვის!

წლის დასაწყისი იდეალური დროა, რომ თვალი გადავავლოთ განვლილი თვეების შედეგებს და მიმდინარე წლის გეგმების შესრულებას შევუდგეთ. 2023 წელი ენერგიულად დაიწყო Acer-მა, რომელმაც 3 იანვარს გამართულ გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე საზოგადოებასთან ერთად, 2022 წლის ტექნოლოგიური მიღწევები და ინოვაციები მიმოიხილა და 2023 წელს დაგეგმილი სიახლეები დააანონსა. კონფერენციის მთავარი აქცენტი კომპანიის მთავარ ღირებულებებზე გაკეთდა — Acer-ის ინოვაციები ინდუსტრიის განვითარებისა და ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესების გარდა, მწვანე აქტივობებსაც მოიცავს.

გასული წლების განმავლობაში, Acer-ის ეკო-მეგობრული მიდგომით მსოფლიო ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პასუხისმგებლიანი მიდგომა კომპანიის ზრდაზეც აისახება — Vero-ს შემოსავალი, რომელიც გადამუშავებული მასალებითაა შექმნილი, 43.4%-ით გაიზარდა. მდგრადობის ხელშეწყობისთვის, Acer-მა ვერცხლის ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიპოვა S&P Global Sustainability Yearbook 2021 და 2022-ზე. 2022 წელს, ბრენდი „დოუ ჯონსის“ მდგრადი განვითარების ინდექსის რეიტინგში მოხვდა და ბოლო 9 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი მიიღო, ასევე, EcoVadis-ის გლობალური სარეიტინგო პლატფორმის პლატინის ჯილდო მიიღო. RE100 ინიციატივის ფარგლებში, 2035 წლისთვის, კომპანიამ საკუთარი ძალისხმევა 100%-იანი განახლებადი ენერგიისკენ მომართა და ეს Acer-ის მიღწევების მხოლოდ ნაწილია.

Acer-ის მოქნილი სისტემის დახმარებით, კომპანიას ახალი ტექნოლოგიები მსოფლიო ბაზარს სწრაფად მიეწოდება. კომპანიის შემოქმედებითი გუნდის ხედვა უფრო შორს წავიდა და დიდი მონაცემების, ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ბიზნესმოდელები აქტიურად დანერგა უფრო მეტი ჭკვიანი შესაძლებლობის შესაქმნელად. ბრენდმა პროგრამული უზრუნველყოფის საზღვრები გაარღვია და ადამიანების ცხოვრების სტილის გასაუმჯობესებლად, მოქნილი ინოვაციები წარადგინა. მათ შორისაა ჭკვიანი მოწყობილობები, პარკინგი, AI სამედიცინო სისტემები და სხვა ტექნოლოგიები.

2022 წელს, Acer „მეტავერსის სტანდარტების ფორუმს“ შეუერთდა, რათა ღია და ინკლუზიური სტანდარტების შემუშავებით კომპანიებს შორის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი.

Acer-ის Value Lab-მა კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩადო ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემებისა და სხვა ტექნოლოგიების განვითარებაში. საინტერესოა, რომ Acer-მა, AI-ის გამოყენებით, არაერთი ექსკლუზიური ტექნოლოგია შეიმუშავა, ჯანდაცვის სფეროსთვის და 300-ზე მეტ პატენტს ფლობს თერმული გაგრილების ტექნოლოგიის კუთხით.

ინფორმაციული უსაფრთხოების დიაგნოსტიკაზე მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წელს, Acer კვლავ განაგრძობს SOC (უსაფრთხოების კონტროლის ცენტრი) ბიზნესზე ფოკუსირებას. წელს ველით კიბერუსაფრთხოების აკადემია ACSI-ის გახსნასაც. აკადემიის მიზანია, შექმნას ერთჯერადი მოწინავე სერვისი ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამით.

როგორია next@acer-ის მთავარი სიახლეები 2023 წლისთვის?

კონფერენციაზე კომპანიამ საზოგადოებას ახალი პროდუქტები გააცნო. ყოველ მათგანში ამოიკითხავთ Acer-ის ხელწერას, რომელიც მომავლისკენ სწრაფვასა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.

Acer-ის სიახლეებს შორის, გამორჩეული შთაბეჭდილება დატოვა მდგრადი ეკო-ქალაქის კონცეფციამ. კომპანია IoT ბიზნეს გადაწყვეტილებებს ქმნის ჭკვიანი ქალაქებისთვის – ჭკვიან ავტოსადგომებს, სოფლის მეურნეობის მონიტორინგის სადგურებს, წყლის მრიცხველებს, გარე განათებას, დასამუხტ სადგურებს და სხვა. ესაა ინფრასტრუქტურა, რომელიც მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით იმართება.

მოკლედ მიმოვიხილოთ კონფერენციაზე წარმოდგენილი პროდუქციას და გავიგოთ, რა უპირატესობები აქვს მათ:

Acer eKinekt

მაგიდა-ველოსიპედი Acer eKinekt გამორჩეული ტექნოლოგიაა, რომელიც უფრო აქტიურ ცხოვრების წესს უწყობს ხელს. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად იმუშაონ და ივარჯიშონ. მისი ტექნოლოგია პედლების მოძრაობას კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნის – ეს კი ლეპტოპისა და სხვა მოწყობილობების დამუხტვას უზრუნველყოფს. Acer eKinekt ძალიან ეფექტურია სახლიდან მომუშავე ადამიანებისთვის, რადგან ასე შეძლებენ მჯდომარე ცხოვრების წესის ნეგატიური გავლენების შემსუბუქებას.

ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ, მაგიდა კომფორტულ სივრცედ აქციონ, სპორტული ან სამუშაო რეჟიმის არჩევით. USB Type-A და USB Type-C პორტის საშუალებით, Acer eKinekt რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვის საშუალებას იძლევა. მას ახლავს სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება, თვალყური ადევნონ სპორტულ პროგრესს. ეკოლოგიურად სუფთა ველოსიპედის მაგიდა PCR პლასტმასითაა დამზადებული.

SpatialLabs TrueGame

Acer-მა SpatialLabs TrueGame-ის სტერეოსკოპული 3D-ის ტექნოლოგია განაახლა და მას 3D Ultra-რეჟიმი დაამატა. გამოსახულების სამგანზომილებიანი პროეცირების საშუალებით, ახალი ფუნქცია სტერეო რენდერის შესაძლებლობას ზრდის. ასევე, მოიცავს 3D Sense-ტექნოლოგიას, რომელიც გეიმერებს კონფიგურაციის სურვილისამებრ დალაგებაში უწყობს ხელს. SpatialLabs True Game-ში გამოჩნდა One-click Game Play-ფუნქციაც. მისი დახმარებით გეიმერები თამაშების სამგანზომილებიანი ვერსიის ავტომატურად გაშვებას შეძლებენ.

Predator Helios 16 და Predator Helios 18 სათამაშო ლეპტოპები

ახალი Predator Helios 16 და Predator Helios 18 სათამაშო ლეპტოპები აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core მობილური პროცესორებით, NVIDIA GeForce RTX 40-სერიის GPU-ით, Windows 11-ით და უამრავი სათამაშო ფუნქციით, რაც მათ Acer-ის ყველაზე ძლიერ ლეპტოპებად აქცევს. Predator X45 და Predator X27U სათამაშო მონიტორები აღჭურვილია OLED დისპლეით, 240Hz-იანი განახლების სიხშირით, ხოლო პიქსელის სისწრაფე 0.01 ms-ია. ამასთან, Predator X45 Curved მონიტორი აღჭურვილია 45-დუიმიანი UWQHD (3440×1440) ეკრანით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მან CES Innovation Award 2023 მოიპოვა.

Nitro

Nitro-ს სათამაშო ლეპტოპები, Windows 11-ით, აღჭურვილია უახლესი მე-13 თაობის Intel Core ან AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორებით, NVIDIA GeForce RTX 40 სერიის GPU-ით, 2 ტბ მეხსიერებით და 32 გბ-მდე DDR5 4800 RAM MHz-ით. ეს ლეპტოპები ხელმისაწვდომია 16 WUXGA/WQXGA ან 17.3 FHD/QHD დისპლეით.

Acer Aspire S Series All-in-One

რაც შეეხება Acer Aspire S სერია All-in-One-ს, ის ხელმისაწვდომია 27 და 32-დუიმიან მოდელებში, მე-13 თაობის Intel Core დესკტოპის პროცესორებით, Intel Iris Xe და Intel Arc A- სერიებით. უახლესი მე-13 თაობის Intel Core პროცესორის და NVIDIA GeForce RTX GPU-ით, Aspire 5-ის სერიის ლეპტოპები დიდი სიმძლავრით გამოირჩევა; ხოლო Acer Aspire 3 ლეპტოპები აღჭურვილია ახალი Intel Core i3-N სერიის პროცესორებით.

Swift Go 16 და Swift Go 14

ახალი ლეპტოპები Swift Go 16 და Swift Go 14 უახლეს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული,120Hz OLED დისპლეით. კერძოდ, Acer Swift X 14 აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core H-სერიის პროცესორებით და NVIDIA GeForce RTX 4050 ლეპტოპის GPU-ებით, წინასწარ დაინსტალირებული NVIDIA Studio დრაივერებით. მსუბუქი Acer Swift 14 აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core H სერიის პროცესორებით, არის Intel Evo სერტიფიცირებული და უზრუნველყოფს ბატარეის 9,5 საათზე მეტ ხანგრძლივობას – ეს კი დიდი უპირატესობაა დღევანდელ სამყაროში, როცა საქმეების უმეტესობა სწორედ ლეპტოპით იმართება და დიდხნიანი გამძლეობაა საჭირო.

Acer Halo Swing

კონფერენციაზე Acer Halo Swing-იც წარადგინეს, რომელიც Acer-ის განცხადებით, ნებისმიერი დასვენების დროს თან უნდა ვატაროთ – ამას კი სპეციალური სახელური ამარტივებს. დინამიკი, რომელშიც Google Voice Assistent-ია ინტეგრირებული, წყალგამძლეა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ ამინდის პროგნოზი, დააყენონ მაღვიძარა და ფოტოებიც კი შეცვალონ. ამ ყველაფრისთვის კი Acer Halo აპლიკაციაა საჭირო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იანვრის GPC კონფერენციაზე Vero-ს ახალი პროდუქტები არ გამოქვეყნებულა. საქმე ისაა, რომ პროდუქცია დამუშავების პროცესშია. Acer-ის განცხადებით, კომპანია ეკო-კონცეფციას იყენებს, როგორიცაა გადამუშავებული მასალების გამოყენება სხვა პროდუქციის ხაზებზე. მაგალითად, TravelMate ლეპტოპები დამზადებულია PCR ან ოკეანეში შემავალი პლასტმასისგან.

მართალია კონფერენციაზე ConceptD მოწყობილობა ნაჩვენები არ ყოფილა, მაგრამ Acer-ის განცხადების თანახმად, ამჟამად პროდუქტის დიზაინის ოპტიმიზაცია გრძელდება, მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე. ასევე, ავითარებენ ახალ ფუნქციებს, რომლებიც კრეატორები ისეთ საჭიროებებზეა ორიენტირებული, როგორიცაა სტერეოსკოპული 3D გამოცდილება.

თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც Acer ბაზარზე ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, კორპორაცია ტექნოლოგიურ გიგანტად ჩამოყალიბდა და 160 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ეკოლოგიური მდგრადობის გამოწვევას Acer კომპანიის ყველა დონეზე განხორციელებული ცვლილებით პასუხობს, იქნება ეს ახალი ეკო-პროდუქტები, თანამშრომლების ჩართულობა თუ მიწოდების ჯაჭვი და ამავდროულად, ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ამსხვრევს ბარიერს.

[R]

Google-ის ბილბორდი Apple-ს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს — რას ეხება ის?

SketchAI უბრალო მონახაზებს ხელოვნების ნიმუშევად აქცევს