in

მსოფლიოს ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი IFA 2018-ზე! – Acer ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენაზე

ბერლინში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა IFA 2018 მიმდინარეობს – ფორუმი, სადაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციური ნაწარმი ერთ სივრცეში იყრის თავს. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლები მართავენ პრესკონფერენციებსა და პრეზენტაციებს და მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ სიახლეებს აცნობენ.

IFA 2018-ზე, კომპანიების მიერ, წარმოდგენილი ტექნოლოგიური სიახლეებიდან, აუდიტორიის ყურადღება Acer-მა მიიპყრო – კონცეფციის – “Minimize to Maximize“ ფარგლებში, ბრენდმა 7 ახალი პროდუქტი წარადგინა, რითაც სხვადასხვა სფერო, მათ შორის, განათლების, სპორტის, ასევე, გეიმინგის ინდუსტრიაც მოიცვა.

„IFA ერთგვარი კატალიზატორია ციფრული სამყაროსთვის. სხვა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა ამ მასშტაბის არ არის და ვერ სთავაზობს დამთვალიერებელსა თუ მწარმოებელს მრავალფეროვნებას“, – აცხადებს IFA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენს ჰეითექერი.

მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი Swift 5-15, ერთ კილოგრამსაც არ იწონის. მისი ზუსტი წონა 990 გრამია და აქვს full HD 1920×1080 IPS თაჩსქრინი. ასევე, Acer-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ტაბი განათლებისთვის, ლეპტოპი განსაკუთრებული ეკრანით, სპეციალურად გეიმინგისთვის და ა.შ.

თამაშის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო სიახლე იქნება The Predator Thronos – სკამი, კომპიუტერი, მონიტორები, ვირტუალური სათვალე და ყველაფერი ერთად გეიმერებისთვის. მისი ვიბრაცია ზუსტად ემთხვევა თამაშის მიმდინარეობას, რაც მოთამაშის აღქმას ამძაფრებს. გეიმერებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზია OJO 500 Windows Mixed Reality Headset – MR სათვალე, რომლის დიზაინიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად მოირგოს და ასევე, გაუზიაროს გარშემომყოფებსაც. სათვალეში ინტეგრირებულია ხმის სისტემაც, რომელიც ასევე, მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. MR სათვალის ფუნქცია მხოლოდ გეიმინგი არ არის, მისი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებშიც. Acer-ის ახალი პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაათვალიეროს მუზეუმები, უძრავი ქონება, ასევე, წაიკითხოს წიგნები და ივარჯიშოს კიდევაც.ბერლინში, რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018  5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ ის ახალი პროდუქტები, რომლებიც კომპანიებმა სპეციალურად მათთვის შექმნეს.

საოჯახო ტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი, ტელევიზორები – კიდევ უფრო უკეთესი გამოსახულებითა და გაუმჯობესებული ფუნქციებით – წელს გამოფენაზე, ჯამში, 1 814 პროდუქტია წარმოდგენილი.

[R]

შვებულების წინა ქაოსომანია და გაჩერების უნარის აუცილებლობა – ნუცა ავალიშვილის #აზრები

ფეხსაცმელი, რომელიც პლასტმასის ნარჩენებისგან შეიქმნა! – adidas-ის ვიდეორგოლი