in

Acer-ის ახალი ხაზი – სრულყოფილება შემოქმედებითი ადამიანებისთვის

კომპანიამ Acer პროდუქტის ხაზები, გაძლიერებული მოდელებით, განაახლა. მათი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი – Concept D. Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები, რომლებიც მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო – მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს.

„Concept D-ს ტექნიკა შექმნილია ლამაზი, მინიმალისტური დიზაინით. მოწყობილობები აღჭურვილია ყველაზე ძლიერი კომპონენტებით, თუმცა, მუშაობისას ინარჩუნებს მაქსიმალურ სიჩუმეს. გრაფიკულ დიზაინერებსა და მემონტაჟეებს საქმე გაუმარტივდებათ Concept D-ს ლეპტოპების და კომპიუტერების სწრაფი 3D რენდერის დროით, მონიტორები კი Adobe RGB-ს ფერთა სპექტრს 100 პროცენტით წარმოაჩენენ, რისი წყალობითაც ისინი ნამუშევრებს მთელ თავის ბრწყინვალებაში იხილავენ. MacBook-თან შედარებით, Concept D-ს  გამოსახულების გაუმჯობესებული სიზუსტე აქვს. ამიტომ, ვიზუალური მასალა ზუსტად ისე გამოჩნდება, როგორც იყო ჩაფიქრებული“.

როგორც Acer-ის წარმომადგენლები ამბობენ, კომპანიამ, ასევე, განაახლა უკვე არსებული ტექნიკის ხაზები – „გეიმერებისთვის“ განკუთვნილ Predator-ის ხაზს დაემატა ახალი პერსონალური კომპიუტერი Orion 5000, რომელიც აღჭურვილია Nvidia-ს უახლესი RTX ხაზის გრაფიკული ბარათით და უზარმაზარი, 43-ინჩიანი ეკრანით. მათი თქმით, ძლიერი კომპონენტების გამო, „გეიმერები“ შეძლებენ, დატკბნენ უახლესი თამაშებით აქამდე არნახულ მასშტაბებში.

„Nitro სერიის ახალ „გეიმერულ“ ლეპტოპებში Intel-ის მეცხრე თაობის პროცესორი და Nvidia-ს ახალი გრაფიკული ბარათი მოქცეულია მხოლოდ 20 მილიმეტრიანი სისქის კორპუსში, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე შთამბეჭდავი თამაშების გაშვებას უმაღლესი გრაფიკული პარამეტრებით ყველგან შეძლებთ, სადაც მოისურვებთ“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროდუქტიულობაზე ორიენტირებული Aspire-ის „ნოუთბუქების“ სერია განახლდა გაძლიერებული მოდელები – Aspire 5 და Aspire 7 ნოუთბუქები აღჭურვილია AMD Radeon-ისა და Nvidia-ს ახალი ვიდეობარათებით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორით.

„შესაბამისად, ეს ლეპტოპები ყველანაირ საქმეს ძალიან სწრაფად გაუმკლავდებიან – გრაფიკულ პროგრამებს, თამაშებს, მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების ჩართვას და ა.შ. ეს ლეპტოპები ერთგული ასისტენტები გახდებიან ყველა სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის“.

კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, საუბრობენ ახალ, ბიუჯეტურ მოდელებზე: Chromebook 714 და Chromebook 715:

„ახალი, ბიუჯეტური Chromebook 714 და Chromebook 715 აღჭურვილია ელეგანტური, მეტალის კორპუსით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორებით, რისი მეშვეობითაც ისინი ყველანაირ საოფისე პროგრამას, ბევრ ჩაკეცილ ფანჯარასა და მსუბუქ გრაფიკულ პროგრამებს მარტივად გაართმევენ თავს“.

[R]

“შავი პომიდორი” – ანუ ამბავი ქუთაისურ ჰოსტელზე, რომელსაც ორი გოგო თბილისიდან მართავს

წარსული და წინასწარმეტყველება შალვა ქიქოძის შემოქმედებაში