in

Acer-ის ბიზნესის ტრანსფორმაცია და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები

თანამედროვე, ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში, მნიშვნელოვანია რომ ბრენდებმა მალევე აუწყონ ფეხი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს, ადაპტირდნენ და მაქსიმალური შრომა ჩადონ კვლევებისა და განვითრების მიმართულებით. ეს კი თავის მხრივ გარანტი იქნება რომ მომხმარებლებს, საჭიროებისამებრ მათზე მორგებული პროდუქტები შესთავაზონ. სწორედ ასეთი ბრენდია Acer-იც, რომელიც 1976 წელს, ტაივანში Multitech-ის სახელით დაარსდა და თავდაპირველად ელექტრონული ნაწილების და მიკროპროცესორების მიმართულებით საკონსულტაციო ბიზნესში მონაწილეობდა. 1987 წელს კომპანიას Acer ეწოდა და უკვე 2 დეკადაზე მეტია, რაც საკუთარ პროდუქტებს აწარმოებს – ელექტრონული ნაწილებიდან პერსონალურ კომპიუტერებამდე, ლეპტოპებიდან ფართო სპექტრის IT მოწყობილობებამდე. კომპანიის სურვილმა და მუდამ ინოვაციურმა ტექნოლოგიურმა გარემომ შეძლო და ბრენდი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექ კომპანიად ჩამოაყალიბდა.

Acer-ის  პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების ხაზი ყველასთვის ცნობილია და საქართველოშიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გასული წლის ბოლოს, Acer-მა ბიზნესის ახალი მიმართულებებით დაიწყო სვლა. ეს კომპანიის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც დაარსებიდან 50 წლის იუბილეს და მისკენ მიმავალ გზას ეძღვნება. ახალი მიმართულების ფარგლებში, Acer არამხოლოდ კომპიუტერულ სფეროში, არამედ საკუთარ ტექნოლოგიას და ცოდნას სხვა ტიპის პროდუქტების წარმოების ხაზში გამოიყენებს. ქვემოთ მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომლებიც გლობალურ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და და მალე ქართველი მომხმარებლისთვისაც იქნება შესაძლებელი მათი შეძენა.

Acer eScooter

ბრენდმა მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა, როდესაც პერსონალური ტრანსპორტის ბაზარზე შესვლა ელექტრო სკუტერების პირველადი სერიით დაანონსა. აღნიშნული სერიის პროდუქტებს წარმოადგენენ AES013 და AES015 მოდელის სკუტერები, რომლებიც დახვეწილი დიზაინით და განახლებული ტექნოლოგიით უზრუნველყოფს მდგრად და ეფექტურ სატრანსპორტო რეჟიმს იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ურბანულ სივრცეებში ხშირად გადაადგილდებიან. AES013 სკუტერი აღჭურვილია მოსახერხებელი ეკრანით და მრავალჯერადი სიჩქარით, რაც მთავარია არის პორტაბელური და იწონის დაახლოებით 15 კგ-ს – ბატარეას კი სრულად სულ რაღაც 4 საათში დატენით. მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-ია, ერთ დამუხტვაზე კი 30 კმ-ის გავლა შეგეძლებათ. ბევრად მძლავრია AES015 მოდელი, რომლითაც ერთი დამუხტვით, 60-მდე მანძილის დაფარვას შეძლებთ.

Acer “ebii”, e-bike

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ელექტრო ველოსიპედი მეტსახელად „ebii” – ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული ჭკვიანი ტრანსპორტი, რომელიც თქვენს ქალაქში მოძრაობას უფრო ნაყოფიერს და ეფექტურს გახდის. „ebii”-ის შუაში, მინიმალისტურად და მოხდენილად განთავსებული ყუთია, რომელიც ბატარეასაც მოიცავს. მოტორი იწერს თქვენს მიერ გავლილ გზას და იმ თავისებურებებს, რაც თქვენი მოძრაობის სტილისთვის არის დამახასიათებელი – მათ შორის მანევრის მომენტებსა და სიჩქარეს. საბოლოო ჯამში, ტრანსპორტში განთავსებული AI მოდული ამუშავებს ამ ინფორმაციას, როგორც მისი ტარების ჩვევას. GPS მოდულის დამხარებით, იგი აფიქსირებს გზის ბრტყელ მონაკვეთზე მოძრაობთ თუ ფერდობზე ადიხართ. ამ ინფორმაციის და დაკვირვებების საფუძველზე, ძრავა უზრუნველყოფს იმ სიმძლავრეს, რაც კონკრეტულ სიტუაციაში გჭირდებათ. სწორედ ასე აუმჯობესებს იგი თქვენი მგზავრობის გამოცდილებას.

თუმცა AI მხოლოდ ძრავაზე ზემოქმედებს. ebii-ის მოძრაობა კი კონტროლდება  ტარების სამი რეჟიმის არჩევის მიხედვით, როგორიცაა:  ეკო, My ebii  და Boost. ეკო რეჟიმი ზოგავს ენერგიას, My ebii უზრუნველყოფს ენერგიის მოხმარებისა და მოძრაობის ბალანსს. Boost რეჟიმის დროს კი სიჩქარე ადაპტირდება გზის პირობების და დანიშნულების ადგილამდე მანძილის გათვალისწინებით. ველოსიპედი მხოლოდ 16 კილოგრამს იწონის, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ  ტრანსპორტად აქცევს მის კლასში. Acer თავის მხრივ ცდილობს ყოველდღური გამოყენებისას  უფრო გაამარტივოს და შეამციროს მისი მოვლის ძალისხმევა, ამის მაგალითია Air Fom-ის უჰაერო, ფუნქციური საბურავებიც.

ამასთანავე ჩარჩოს შუაში განთავსებული ყუთი უფრო მეტია, ვიდრე დიზიანის ელემენტი, მის შიგნით არის ბატარეა და მართვის მოდული. Acer-ის შვილობილი კომპანიის MPS-ის მიერ შემუშავებული ბატარეა ნებისმიერ ადგილზე, მარტივად შეგიძლიათ დატენოთ – ამისთვის სულ რაღაც 2.5 საათი დაგჭირდებათ. მისი დახმარებით, ოპტიმალურ პირობებში 100-მდე მანძილის დაფარვას შეძლებთ – გარდა ამისა, აღნიშნული ბატარეის გამოყენება სმარტფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების დასატენადაც გამოგადგებათ

ბატარეის სტატუსის და სხვა საჭირო ინფორმაციის გაგება ველოსიპედის წინა ხაზზე განთავსებულ 8×8 Led ეკრანზე შეგეძლებათ. Ebii-GO აპლიკაციაში კი მუდამ განახლებულ ინფორმაციას იპოვით მიმდინარე სიჩქარის, ბატარეის ხანგძლივობის და რეკომენდირებული  მარშუტის შესახებ.

Acer-ის ბრენდისთვის, საკუთარი პროდუქტების და შესაბამისად მათი მფლობელების უსაფრთხოება ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია, ამიტომაც ebii-ის ქურდობისგან დაზღვევა მასში ჩაშენებული მექანიზმის დახმარებით შეგეძლებათ. მის გასააქტიურებლად, უბრალოდ მოათავსეთ ebike სადგამზე. ამ მომენტიდან ის გადავა “დაბლოკვის რეჟიმში”. თუ ვინმე შეეცდება ველოსიპედის გადაადგილებას და არ იქნება დაკავშირებული მასთან აპლიკაციის საშუალებით, თქვენ მიიღებთ განგაშის სიგნალს. ამ მომენტიდანვე GPS იწყებს მდებარეობის ჩაწერას, რაც საშუალებას მოგცემთ ნახოთ თქვენი ველოსიპედის განახლებადი ადგილსამყოფელი.

Acer Power Station & Portable Solar Panels

ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებთან ერთად, Acer აფართოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პორტფელს სამი ახალი მობილური ელექტროსადგურის დანერგვით, რომლებიც მზის პანელებზე მუშაობენ.

Acer-მა გასულ წელს გამოაცხადა პროდუქტების პორტფელის და ბიზნესის გაფართოება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ეკოლოგიურად სუფთა, მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგიის შესანახი მოწყობილობების ახალი სერიით. მდგრად ენერგიაზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა მობილური ელექტროსადგურების პოპულარობის ზრდაც. მზის ენერგიაზე მომუშავე ეს პორტატული სისტემები გვთავაზობენ მრავალ სარგებელს, უზრუნველყოფენ სარეზერვო ენერგიას და წვდომას შენახულ ენერგიაზე 24 საათის განმავლობაში, რომელიც საკმარისი იქნება ოჯახებისთვის, თუ მათ ელექტროენერგია შეუწყდებათ.

თავის მხრივ მობილური ელექტროსადგურების ახალი სერია ხელმისაწვდომი იქნება ASP311 (600W), ASP321 (1800W) და ASP331 (3000W) მოდელებში, რასაც მოსდევს  100W, 200W და 400W სიმძლავრის მზის საკეცი პანელებიც. ასე მომხმარებლებს 100%-ით სუფთა ენერგიის წყარო გაუჩნდებათ. მზის ენერგიით მომუშავე ეს სისტემები იდეალურია უამრავი სცენარისთვის, როგორიცაა კემპინგი, ელექტროენერგიის გათიშვა, გარე ოფისი, სახლის გადაუდებელი შემთხვევები, სამედიცინო აღჭურვილობის უსადენო დამუხტვა, და გარე აქტივობების მხარდაჭერა.

მასში ჩაშენებული ჭკვიანი ბატარეის მართვის სისტემა უზრუნველყოფს დაცვას გადაჭარბებული ძაბვისგან, გადახურებისგან და მოკლე ჩართვისგან. მოდელების წონა 7 კგ-დან 34 კგ-მდე მერყეობს, მათ სრულად დატენვას კი 2 საათამდე ჭირდება. შესაძლებალია დამატებითი ბატარეების დახმრებით სრული სიმძრავლის გაზრდა, ასევე კაბელის გარეშე მოწყობილობების დატენვის უზრუნველსაყოფა – ამას კი ემატება უამრავი პორტი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისთვის – 3 x AC, 2 x USB-A შესაერთებელი, 2 x USB-A სწრაფი დამტენი, 2 x Type-C შესაერთებელი, და  2 x DC 5521.

მზის პანელების მოდელები – 100W ASP310, 100W ASP320 და 100W ASP330 დღის განმავლობაში 300 ვატიდან დან 1.6 კილოვატამდე ენერგიას გამოიმუშავებენ, რაც საკმარისია ტელევიზორის, კონსოლების, ლეპტოპების და სხვა მცირე თუ საშუალოდ სიმძლავრის მოწყობილობების დასატენად.

Acerpure Cool 2-in-1 Air Circulator and Purifier AC553

კიდევ ერთი ახალი პროდუქტის ხაზი რომელზეც Acer აწარმოებს ეს გაგრილების და ჰაერის გაწმენდის სისტემებია. ამისთვის უკვე ხელმისაწვდომია Acerpure 2-in-1 ჰაერის ცირკულატორის და გამწმენდის AC553 მოდელი, რომელიც ასუფთავებს ჰაერს თქვენს სახლში და სწრაფად ავრცელებს სუფთა ჰაერს ოთახში. ეს იმის დახმარებით ხდება, რომ ჰაერის გამწმენდის თავზე განთავსებულია ვენტილატორი, რომელიც ოთახში სუფთა ჰაერს უბერავს. თქვენ შეგიძლიათ მოაშოროთ მტვერი, ბაქტერიები და ვირუსები ჰაერიდან HEPA-ს 4 დონიანი ფილტრის წყალობით. ჰაერის გამწმენდს აქვს სენსორი, რომელიც ზომავს ჰაერის ხარისხს. შესაბამისად, ის ავტომატურად არეგულირებს მის მუშაობას, რაც დაზოგავს თქვენს დროსაც. შეგიძლიათ ჰაერის გამწმენდი დაუკავშიროთ აპლიკაციას, რომელიც გიჩვენებთ ჰაერის ხარისხს და შესაბამისად იღებთ შეტყობინებებს, როდესაც ჰაერის ხარისხი იკლებს. თქვენ მაშინაც კი  შეგიძლიათ აკონტროლოთ გამწმენდი აპლიკაციით, როცა სახლში არ ხართ. მდუმარე ღამის რეჟიმის წყალობით კი შეგიძლიათ განათავსოთ იგი თქვენს მისაღებ ოთახშიც.

PREDATOR G1 SUITCASE

Predator-ის სერიის სახით, Acer ერთ-ერთ საუკეთესო გეიმინგ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს უშვებს. რა თქმა უნდა გეიმერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი კომპიუტერები გრძელ მანძლებს შორის ადვილად გადასაადგილებელი და უსაფრთხო იყოს გრძელ მანძილებს შორის. შეთხვევაში. სწორედ ასეთი ტიპის პროდუქტია ალუმინის ჩარჩოსგან დამზადებული, G1 მოდელის კომპიუტერისთვის განკუთვნილი ჩემოდანი, რომელიც წინა მხრიდან მარტივად იხსნება, გააჩნია უნივერსალური ბორბლები მარტივად გადადგილებისთვის, ასევე კოდის დახმარებით ჩაკეტვის სისტემა. მისი დახმარებით შეგიძლიათ უსაფრთხოდ თან ატაროთ როგორც ლეპტოპები, ასევე პერსონალური კომპიუტერები.

ეს Acer-ის ახალი ბიზნესის და პროდუქტების ხაზის მცირე ჩამონათვალი იყო. ფაქტია რომ კომპანიის მიზანია ახალი სამომხმარებლო გამოცდილებები შესთავაზოს მყიდველს – მართალია მათ ფორტფელში ახალ მიმართულებებს ჯერ მცირე ნაწილი უკავია, თუმცა კონკურენტული ფასიდან და საიმედო ხარისხიდან გამომდინარე, მოსალოდნელია რომ მომავალ წლებში მათი საერთო წილი გაიზრდება

დასუფთავების კომპანია Fresh Space 3 წლის ხდება

თიბისის ტექშეხვედრების სერია გრძელდება – .Net მიმართულება