1976 წლიდან დღემდე, Acer, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მუდმივად მზარდ და სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში, მუდმივად ცდილობს ინოვაციური კომპიუტერული ტექნოლოგიებით თავის დამკვიდრებას. როგორც თავად ამბობენ, ბრენდის ხედვა მომავალზეა ორიენტირებული და მიმართულია ისეთი სამყაროს შექმნისკენ, სადაც ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები ერთმანეთთან იდეალურად იქნება შერწყმული. ამით კი, საკუთარი მომხმარებლისთვის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სურს.
კომპანიამ პრეს-კონფერენციაზე next@acer, რომელიც ბერლინში იმართება, მრავალი ინოვაციური პროდუქტი წარადგინა და როგორც თავად ამბობენ, მომხმარებლებს, მომავლის ტექნოლოგიებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.
„ბრენდმა ახალი Nitro XV3 სერიის სათამაშო მონიტორები შემოგვთავაზა, რომელიც, კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს დაუჯერებელ სისწრაფეს, მაღალ გაფართოვებას და გამოსახულების იდეალურ ხარისხს შესთავაზებს, რა თქმა უნდა ხელსაყრელ ფასად“.
მნიშვნელოვანი სიახლეა თხელი და მსუბუქი, სპეციალურად „გეიმინგზე“ მორგებული ნოუთბუქი Predator Triton 300 და იმერსიული სათამაშო სავარძელი Predator Thronos Air.
„Predator Triton 300 ეს არის ულტრა თხელი და მსუბუქი (2.3კგ), კომპიუტერულ თამაშებზე მორგებული ახალი ლეპტოპი Windows 10-ს ბაზაზე, რომელიც, ბრენდის მძლავრი ტექნოლოგიური შესაძლებლობების საუკეთესო მოდელია. აღჭურვილია მეცხრე თაობის Intel® Core™ i7 უმძლავრესი პროცესორით, ვიდეო ბარათით NVIDIA® GeForce® GTX 1650, და 16 გიგაბაიტიანი DDR4 (2666Hz) ოპერატიული მეხსიერებით, რომლის გაზრდაც 32 გბ.მდე არის შესაძლებელი“.
კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეტი სისწრაფისთვის, Predator Triton 300 ველური მტაცებელივით ძლიერი შიდა მეხსიერებით (1TB SSD up to a 2TB.) და ჩრდილოეთის ქარივით ცივი გაგრილების სისტემით არის დაკომპლექტებული.
„ასევე აღსანიშნავია მისი 15 ინჩიანი Full HD IPS display, რომელიც აცოცხლებს გამოსახულებას, მაქსიმალურად რეალისტურად, დეტალიზებულად გადმოგცემს მას და გვაძლევს საშუალებას ბოლომდე თამაშში ვიყოთ ჩართული“.
სიახლეა Acer-ის უახლესი ტიპის მოდულირებადი და რეგულირებადი სათამაშო სავარძელი Predator Thronos-ის მოდელი Predator Thronos Air.
„ის იდეალური არჩევანია პროფესიონალი მოთამაშეებისათვის, რომლებიც შეძლებენ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი თამაშის განმავლობაში და ბოლომდე ჩაერთონ მასში“.
კომპანიას „გეიმერებისთვის“ კიდევ ერთი სიახლე აქვს. ეს არის მომავალი თაობის, ახალი ტიპის სათამაშო პლატფორმა Planet 9.
„Planet 9 – ეს არის ერთიანი ციფრული სივრცე მომხმარებლისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მოთამაშეებს ჩამოაყალიბონ საკუთარი გუნდები, გუნდის წევრებთან ერთად ივარჯიშონ ერთ სივრცეში, აკონტროლონ სტატისტიკები, იბრძოლონ გამარჯვებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, დამწყებ „გეიმერებს“ დაეხმარება აირჩიონ მწვრთნელად მსოფლიოში საუკეთესო კიბერ სპორტსმენები და გაიღრმავონ ცოდნა თუ გამოცდილება, მათი სწავლების მეთოდით.
ამ დროისათვის Planet 9 დახურული ბეტა ტესტირების რეჟიმშია, ხოლო ღია ბეტა ტესტირებაზე 2020 წლის 30 იანვარს გადავა.
#IFA2019 / #NextAtAcer“
[R]