in

თანამედროვე მოთხოვნებზე აგებული მოწყობილობები – როგორ ჩაიარა Acer-ის პრეზენტაციამ?

უკვე ძალიან დიდი ხანია, გვესმის, რომ ჩვენ ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ, თუმცა, ფაქტია, რომ ტექნოლოგიები ისე არასდროს დაფასებულა, როგორც ახლა – 2020 წლის ახალ სამყაროსეულ წესრიგში. იმ პირობებში, რომელშიც სოციალური დისტანცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა და ფიზიკური შეხვედრები გაიშვიათდა, როცა სამსახურების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ფრილანსერების რაოდენობა ერთი ორად გაიზარდა, კომუნიკაციის უწყვეტობაზე ზრუნვა სწორედ რომ ტექნოლოგიებმა იტვირთეს. ამ ორიგინალურ და განსხვავებულ ერაში კი ერთი რამ დამტკიცდა – გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიები კომფორტულად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს, ისინი უსაფრთხო ცხოვრებასაც გვიქმნიან. ჩვენ დავაფასეთ ტექნოლოგიები იმიტომაც, რომ: მათი მეშვეობით არ გვიფერხდება მუშაობა, არ ვწყვეტთ თვითგანვითარებასა და შემეცნებას, არ ვწყვეტთ კონტაქტს საყვარელ ადამიანებთან და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო. მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი აქამდე გვეგონა, რომ ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობდით, ეს ბოლოდროინდელ პერიოდში ყველაზე უკეთ გამოვცადეთ.

დროის სვლასა და ტექნოლოგიების საჭიროების ზრდასთან ერთად ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები ცდილობენ, კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი საქმიანობა და მომხმარებლებს მათზე მორგებული, კომფორტული და ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზონ. სწორედ ამ კომპანიებს შორისაა ცნობილი ელექტრონიკისა და აპარატურის კორპორაცია ACER, რომელმაც 21 ოქტომბერს, ტაივანში რიგით მეორე ონლაინ პრეს კონფერენცია გამართა. ჯერ კიდევ წინა პრეს კონფერენციაზე კომპანიამ წარადგინა ანტიმიკრობული საფარით აღჭურვილი მოწყობილობები, წელს წარმოდგენილ პროდუქტებზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ COVID-19–ის გავლენის მიუხედავად, Acer სწრაფად გამოეხმაურა პროდუქტის მზარდ მოთხოვნას ბაზარზედა კიდევ უფრო სრულყოფილი მოდელები შემოგვთავაზა.

Jason Chen Acer CEO

პრეზენტაციაზე Acer– მა წარმოადგინა პოპულარული მსუბუქი სერიების, Swift, Spin და Aspire მოდელები, რომლებიც აღჭურვილია მე –11 Intel® Core ™ პროცესორებითა და Intel® Iris® Xe გრაფიკით.

და მაინც, რა უპირატესობებით ხასიათდებიან აღნიშნული ნოუთბუქები?

Acer Swift 3– აღნიშნული კომპიუტერი კომფორტულია კრეატიული ადამიანებისთვის – მაგალითად, გეიმერებისა და იუთუბერებისთვის. გარდა იმისა, რომ ის სწრაფია და მის 14-ინჩიან FHD IPS ეკრანზე ნებისმიერი ფერი თუ ფორმა (კონტენტი) ძალიან ჩქარა ისახება, სრული დატენვის შემთხვევაში მას შეუძლია, ყველაზე ინტენსიური აპლიკაციების გამოყენებისას 17.5 საათი გაძლოს. გარდა ამისა, Swift 3X სწრაფადვე იტენება და 4 საათის სამყოფი ბატარეა 30 წუთში ივსება. Swift 3X, ასევე, აღჭურვილია მრავალი შესაერთებლით, მათ შორის, USB-C, Thunderbolt ™ 4 და USB3.2 Gen 2, მონაცემთა სწრაფი და მოსახერხებელი გადაცემის უზრუნველსაყოფად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი წონა მხოლოდ 1.3 კილოგრამია.

Acer Spin 5 და Spin 3 მსუბუქი, სენსორული და 360 გრადუსით მბრუნავი ეკრანის მქონე მოდელებია. ეს სერია განკუთვნილია მომხმარებლებისათვის, ვისი მიზანიც დღის განმავლობაში მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღწევაა. Acer Spin 5-ის 360 გრადუსით მბრუნავი ეკრანი საშუალებას იძლევა, ის გამოვიყენოთ, როგორც კომპიუტერი ან ტაბლეტი. სენსორული ეკრანი დაფარულია ანტიმიკრობული Corning® Gorilla® მინით, კლავიატურასა და ლეპტოპის სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვერცხლის იონი ასევე მაქსიმალურად და სწრაფად ამცირებს ზედაპირზე ბაქტერიების რაოდენობას.

რაც შეეხება Spin 3-ს, მას მეორენაირად “360-გრადუსიან პროდუქტიულობას უწოდებენ”. გამოირჩევა WQXGA (2560×1600) მრავალფექტური IPS2 ეკრანით. Acer Spin 5-ის მსგავსად, ბრუნავს 360 გრადუსით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ და ითამაშონ მათთვის სასურველი ნებისმიერი გზით. მას, ასევე, გააჩნია Acer Active Stylus (საწერი/სახატავი კალამი), 4,096 დონის მგრძნობელობის დონით. Acer Spin 3 კარგი არჩევანია შემდგარი ან მომავალი გრაფიკული დიზაინერებისთვის.

მომხმარებლებისთვის პრეზენტაციაზე ასევე გახდა ცნობილი ის, რომ Acer-მა და Porsche Design-თან კოლაბორაციით ახალი პროდუქტი შექმნა. Porsche Design Acer Book RS ერთგვარად ტექნოლოგიური ინოვაციებისა და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის ნაზავს წარმოადგენს. მისი დიზაინი არის ძალიან სადა და მინიმალური. როგორც წინა პროდუქტები, Porsche Design Acer Book RS-იც ასევე აღჭურვილია მე –11 Intel® Core ™ პროცესორითა და Intel® Iris® Xe-თ. კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ლეპტოპი არის კომპაქტური და იწონის 1.25 კგ-ს (2.76 ფუნტი). სრული დამუხტვის შემთხვევაში მისი ბატარეა 17 საათს ძლებს.

აქვე უნდა ვახსენოთ ConceptD სერიის ლეპტოპებიც: ConceptD 9 Pro, რომელიც აღჭურვილია 100% Adobe® RGB სპექტრით, PANTONE®-ის მიერ დამტკიცებული ფერებითა და და Delta E <1 ფერის სიზუსტით. ასევე, ConceptD 7 Ezel Pro, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის შემოქმედებითი საჭიროებებისთვის. იგი აღჭურვილია Intel® Xeon® W პროცესორითა და NVIDIA® Quadro RTX ™ 5000 Max-Q Design1- ით. ლეპტოპი იდეალურია 3D გრაფიკული პროფესიონალებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სისწრაფე.

Acer-მა მომხმარებლებს პრეზენტაციაზე, წარუდგინაგანახლებულიმძლავრი მონიტორების ახალი ასორტიმენტიც, რომელიც მოიცავს Predator XB3-ს, Predator X34 GS-ს და ასევე, Nitro სერიის ორ ახალ მონიტორს, რომლებიც შექმნილია ყველა თანამედროვე თამაშისთვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Acer არის პირველი ბრენდი, რომელმაც მომხმარებლებს TÜV Rheinland Eyesafe®– ს სერტიფიცირებული სათამაშო მონიტორები შესთავაზა. ისინი თვალისთვისსაზიანო გამოსხივებას ფილტრავენ, თუმცა კი ფერთა სიმკვეთრე და ხარისხი არ ეცემა.

და ბოლოს, Acer-მა წარადგინა ოთხი ახალი პროექტორი, რომლებიც ოპტიმალურია როგორც თავშესაქცევი მიზნით გამოსაყენებლად, ისე ბიზნეს და კომერციული გამოყენებისთვისაც. LED უსადენო და ენერგოეფექტური ლაზერული პროექტორები გამოირჩევიან მაღალი ხარისხითა და ეკო-ეფექტურობით. ამ პროექტორებს შორის არიან: Ac Acer PD1530i და VD6510i უკაბელო LED 1080p პროექტორები, 3,000 lumen სიკაშკაშით. Acer XL სერიის პროექტორები უზრუნველყოფენ 3100 lumen სიკაშკაშესა და მაღალ გარჩევადობას, ხოლო Acer UL სერიის პროექტორები კი ხელსაყრელია მცირე მასშტაბის ადგილებზე გამოსაყენებლად.

Acer-ის 2020 წლის პრეზენტაცია რომ შევაჯამოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდმა მომხმარებლებს სწორედ ის პროდუქტები წარუდგინა და შესთავაზა, რომლებიც 2020 წლისთვის აქტუალურ და საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ახალი მოწყობილობები, ძირითადად, გათვლილია იზოლაციაში მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ. მაგალითად, მაშინ, როცა ნოუთბუქები დისტანციური მუშაობის რეჟიმს არიან მორგებულები, ახალი მონიტორები და პროექტორები სახლში ტექნოლოგიურად მაქსიმალურად გამართულ გარემოს გვიქმნიან.

თუკი გსურთ, უფრო დეტალური ინფორმაცია შეიტყოთ აღნიშნულ პროდუქტებზე, გთავაზობთ Acer-ის პრეზენტაციას:

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

თიბისი მომხმარებელს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების გამოყენებით გადარიცხოს

„განა, რა არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი და შენი ქვეყნის ბედისწერა?!“ – Leavingstone-ის ნამუშევარი