in

Acer-მა, გლობალური კონფერენციის ფარგლებში, 2 ახალი პროდუქტი წარადგინა

ICT ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მოწყობილობების ბრენდი, Acer ახალ სიმაღლეზეა. გლობალური კონფერენციის ფარგლებში, სახელად next@acer, რომელიც გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში გაიმართა, Acer-მა ახალი პროდუქტები წარმოადგინა, რომლებშიც ჩანს ინოვაცია და ხარისხი. 

თუ რომელი პროდუქტებია ეს, სტატიიდან შეიტყობთ.

Predator gaming monitor 

ღონისძიებაზე Acer-მა გამოაცხადა Predator-ის სათამაშო მონიტორის ხაზის გაფართოება, რომელსაც ორი ახალი 27-დუიმიანი მოდელი შეემატა. ორივე მათგანი უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს და აკმაყოფილებს მოთამაშეების საჭიროებებს, რომლებისთვისაც საუკეთესო ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია.

მონიტორები აღჭურვილია WQHD, 360 Hz პანელით და ახალი NVIDIA® G-SYNC® Pulsar ტექნოლოგიით. მათ მოჰყვება 4K UHD გარჩევადობის დისპლეი და 160 Hz განახლების სიხშირე, რათა უფრო მკაფიოდ გამოაჩინოს დეტალები და მოძრაობა. მოთამაშეებს ასევე აქვთ არჩევანი, გადართონ მონიტორი 320 Hz, რათა, სურვილისამებრ, გააუმჯობესონ თავისი სათამაშო გამოცდილება.

რაც შეეხება ვიზუალურ გამოცდილებას, ფერთა გამისა და სიკაშკაშის 550-ნიტიანი მხარდაჭერით, ის იძლევა წარმოუდგენლად რეალისტურ ფერებს და ზუსტ სურათებს. შედეგად, მოთამაშეს არცერთი დეტალი არ გამორჩება. 

ახალი მოდელები გამოირჩევა პრემიუმ IPS პანელებითაც, რომლებსაც ფართო, 178-გრადუსიანი ხედვის კუთხე აქვს და ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია სურათის თანმიმდევრული ხარისხის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, მონიტორებს აქვს 2 პორტი: HDMI 2.1 და ერთი DisplayPort 1.4. 

კიდევ უფრო მეტი კომფორტის მისაღებად, Predator მონიტორები რეგულირდება სიმაღლისა და დახრილობის მიხედვით.

Project DualPlay

მეორე პროდუქტი, რომელიც გლობალურ პრესკონფერენციაზე Acer-მა 4 სექტემბერს წარმოადგინა, არის Project DualPlay, სათამაშო ლეპტოპის კონცეფცია, რომელიც მოიცავს თამაშების უახლეს ტენდენციებს და ამკვიდრებს თამაშების ახალ გამოცდილებას, რომელიც თავს იყრის ერთ და ძლიერ მოწყობილობაში.

DualPlay-ს უახლესი დიზაინი აღჭურვილია უზარმაზარი სენსორული პანელით, რომელიც მუშაობს, როგორც უკაბელო კონტროლერი. მოთამაშეებს მარტივად შეუძლიათ მისი განბლოკვა და აუდიოსისტემის ჩაშვება, რაც მათ კიდევ უფრო ეხმარება, ბოლომდე გადავიდნენ თამაშის ვირტუალურ სამყაროში და კარგად შეიგრძნონ ყოველი სცენა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც მრავალმოთამაშიანი თამაშები მოსწონთ, Project DualPlay იძლევა თამაშის კონტროლისა და კონტროლერის ორ ჯოისტიკად დაყოფის საშუალებას. ეს ფუნქცია მოთამაშეებს მოქნილობას ანიჭებს, რათა ისინი მოერგონ ნებისმიერი თამაშის ჟანრსა და სტილს. 

გარდა ჩამოთვლილისა, მონიტორი აღჭურვილია 360-გრადუსიანი დინამიკური RGB განათებით კლავიატურასა და ეკრანის ჩარჩოებზე, რაც მას ვიზუალურ მიმზიდველობას მატებს. 

Project DualPlay-ს მეშვეობით, Predator-ის ბრენდი ინოვაციას ახდენს სათამაშო ლეპტოპების ბაზარზე. ეს არის თამამი და წინგადადგმული ნაბიჯი თამაშების ინდუსტრიაში, რომელიც ყველა ტიპის მოთამაშეს ჩართულობის მაღალ დონეს და უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება. 

[R]

ეთო გზირიშვილის პატარა სახელოსნოში დაწყებული ექსპერიმენტით ბავშვობის მოგონებები გამოფენად იქცა — Naive Dreams

„წინ და წინ“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს