in

Acer-ის პირველი 5G ლეპტოპი, თაჩსქრინითა და Wacom-ის კალმით

veon
veon

Acer-მა IFA 2020-ზე ახალი ლეპტოპი Spin 7 წარადგინა. Acer-ის მოდელებს აქამდე Intel-ის პროცესორი ჰქონდა, ახლა კი ახალ მოდელს მის ნაცვლად Qualcomm’s Snapdragon 8cx Gen 2 5G-ის ჩიპი აქვს. ამასთან, ეს Acer-ის პირველი 5G ლეპტოპია. ის, რომ Spin 7 ARM-ზე დაფუძნებულ, Snapdragon 8cx Gen 2-ზე მუშაობს, ნიშნავს რომ მას აქვს 5G-ს მხარდაჭერა (როგორც mmWave, ასევე sub-6 GHz). გარდა ამისა, Acer-ის თქმით, ახალი მოდელის ელემენტი მთელი დღის განმავლობაში ძლებს.

Spin 7-ს 14-ინჩიანი 1080p IPS თაჩსქრინიანი Antimicrobial Corning Gorilla Glas ეკრანი აქვს და Wacom-ის კალამი მოყვება. თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელიც, ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით Spin 7-ის შესახებ. მათ შორის, არ ვიცით როდიდან გახდება ეს მოდელი ხელმისაწვდომი.

„თბილისის ფოტოგრაფიის ღამეს“ 12 სექტემბერს სასტუმრო „სტამბა“ უმასპინძლებს

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩის გიგა ჭიკაძის ახალი ბრძოლა დაანონსებულია