ახალი წელი ის მაგიური დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა სიხარულით ელოდება. ყოველწლიურად საახალწლო საჩუქრების შერჩევაზე განსაკუთრებულ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ, რადგან გვინდა შერჩეული საჩუქარი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ჩვენი საყვარელი ადამიანების გემოვნებასა და ინტერესებს.
ყველა ასაკის მომხმარებლის სასურველი საჩუქრების სიაში უკონკურენტო ადგილს იკავებს ტექნიკა. კომპანია ელიტ ელექტრონიქსი გთავაზობთ საახალწლო იდეებს, რომელიც შედგენილია იაპონური ბრენდის – Sony-ის პროდუქციით.
აუდიო სისტემა:
იმისათვის, რომ საახალწლო განწყობა და ხალისი მთელი წლის განმავლობაში გაგყვეთ, საჭიროა სწორად შერჩეული აუდიო სისტემა, რომელიც ღრმა ბასებისა და ხარისხიანი ჟღერადობის წყალობით, თქვენს მუსიკალურ მომენტებს დღესასწაულად აქცევს. მათთვის კი, ვისაც უყვარს წვეულებების მოწყობა, Sony-ის აუდიო სისტემა საუკეთესო საჩუქარი იქნება.
ყურსასმენი:
მათ, ვისაც საუკეთესო აუდიო გამოცდილების მიღება სურს, Sony-ს ყურსასმენები გამოადგება. ხმის უახლესი ტექნოლოგიისა და დახვეწილი დიზაინის სინთეზი, უზრუნველყოფს შთამაგონებელ აუდიო ხარისხს.
ტელევიზორი:
ახალი წლის დღეების განუყოფელი ნაწილი საახალწლო ფილმების ყურებაა. Sony-ის ტელევიზორები შესანიშნავი საჩუქარია მთელი ოჯახისთვის. გამოსახულების უმაღლესი ხარისხი, შთამბეჭდავი ხმა და ჭკვიანი ფუნქციები, საახალწლო სეანსებს კინემატოგრაფიულ გამოცდილებად გადააქცევს.
სახლის კინოთეატრი:
კიდევ უფრო მეტი შთამბეჭდავი მომენტების შექმნა კი სახლის კინოთეატრის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც უზრუნველყოფს კინემატოგრაფიულ აუდიო ხარისხს 360 გრადუსით.
ყველა ამ Sony-ის ტექნიკის შეძენა ელიტ ელექტრონიქსში განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებების ფარგლებში არის შესაძლებელი. გვეწვიეთ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ან ონლაინ ee.ge-ზე და აჩუქე ახალ წელს Sony.
[R]