in

წიგნის ჩუქების თვე ბიბლუსისგან #აჩუქეწიგნი

1923 წელს წიგნის საერთაშორისო დღედ 23 აპრილი გამოცხადდა, რომელიც ცნობილი ავტორების, უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღებია. 2019 წლიდან ჩვენთან, საქართველოში, ამ დღეს წიგნის ჩუქების ინიციატივა დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ინიციატივის მთავარი მიზანი ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.

„ბიბლუსი” წიგნის დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება და, რა თქმა უნდა, არც წელს ჩამორჩება მას. წიგნების მაღაზიათა ქსელმა მთელი აპრილის თვე #აჩუქეწიგნის კამპანიას მიუძღვნა. კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსი” ხალხს იწვევს ჩელენჯში, რომელიც ერთმანეთისთვის წიგნების ჩუქებისკენ გვიბიძგებს. მიზანი მარტივია – მეტმა ადამიანმა წაიკითხოს წიგნები, საყვარელი ადამიანისგან ნაჩუქარ წიგნს კი უფრო სიამოვნებით წავიკითხავთ.

როგორ უნდა ჩავერთოთ კამპანიაში? ჩვენს Facebook-ზე ვტვირთავთ წიგნის ფოტოს, ვნიშნავთ ადრესატს, ვისაც ვუგზავნით და მასაც ვიწვევთ, რომ იგივე გააკეთოს და სხვას აჩუქოს წიგნი ამ ფორმით. პოსტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დართული ჰეშტეგი #აჩუქეწიგნი, #წიგნისაუკეთესოსაჩუქარია.

აღსანიშნავია ისიც, რომ #აჩუქეწიგნის კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსი” მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლებში, ბიბლიოთეკები მოაწყო. ამ ინიციატივის მთავარი გზავნილია „წიგნი მშვიდობისთვის”, რითაც ბრენდი აცხადებს, რომ წიგნები და განათლება ომსა და აგრესიასთან დაპირისპირების საუკეთესო საშუალებაა.

#აჩუქეწიგნი #წიგნისაუკეთესოსაჩუქარია.

[R]

ანტრეპრენერი, რომელმაც მარტომ შექმნა Shutterstock

როგორ დაიწყო კომპანიის კომუნიკაცია 0-დან და გაზარდო გაყიდვები?