in

აჩუქე ბედნიერება სხვას და გახდი უფრო ბედნიერი! – Coca-Cola თბილისის ქუჩებში

საქალაქო ტრანსპორტი. ზამთრის დაძაბული დღე, დაღლილი მგზავრები და უცებ… ბედნიერების, პოზიტივის და სიხარულის ტალღა – ეს კოკა-კოლას ბედნიერების ჯგუფია.

მარკეტერი პროექტის ავტორებს ესაუბრა:

“კოკა-კოლა ატარებს საახალწლო აქციას „აჩუქე ბედნიერება სხვას და გახდი უფრო ბედნიერი“. ეს ხომ ასე მარტივია – გაუღიმო გამვლელს, დაეხმარო უცნობს ქუჩაში, გაიხსენო დიდი ხნის უნახავი მეგობარი და მოიკითხო, შეურიგდე გაბუტულ მეზობელს, დაელაპარაკო მარტოხელა მოხუცს, გამოიჩინო გულისხმიერება ირგვლივ მყოფთა მიმართ, მიართვა ყვავილები შეყვარებულს, გაუკეთო სიურპრიზი დედას… გაავრცელო ბედნიერება ყოველდღიურად! ჩვენი ცხოვრება ასეთი პატარა ბედნიერებებისგან შედგება, რომლებსაც გავცემთ და უკან გვიბრუნდება დიდი სიკეთისა და სიხარულის სახით.

საქალაქო ტრანსპოტში კი მგზავრები იღებენ საახალწლო მისალოცებს, ნაძვის ხის სათამაშოებს, გაბაფთულ კოკა-კოლას და აი, უკვე დღე აღარაა დამღლელი, ცაც ნათდება და ზამთრის დღე საახალწლო ჯადოქრობით ივსება.”

ბრიტანული ორცხობილების მწარმოებელი კომპანია “McVitie’s”-ის საშობაო რეკლამა!

5 რჩევა ბიზნესის შესაქმნელად და განსავითარებლად!