როგორ დაიწყო ყველაფერი და რას გიმზადებთ „ბიბლუსი” წელს?
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კითხვისა და ჩუქების წამახალისებელი კამპანიები და ღონისძიებები ეწყობა. ეს არის დღე, როდესაც ოჯახის წევრები, მეგობრები თუ სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან, რაც სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ბიბლუსმა გადაწყვიტა, წიგნის ჩუქების ტრადიციად არა მხოლოდ ერთი დღე, არამედ მთელი თვე დაემკვიდრებინა, სწორედ ამიტომ ბრენდმა აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოაცხადა.
ბიბლუსის სლოგანი ყველამ ვიცით: „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“…სწორედ ამ იდეით და წიგნის ჩუქების პოპულარიზაციის მიზნით, გიორგი კეკელიძესთან ერთად ბიბლუსის გუნდმა მოიარა ქალაქები და სოფლები, ყველაზე მეტად კი იმით ამაყობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სკოლებში ბრენდმა მოაწყო ბიბლიოთეკები, რითაც ეცადა, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის თანამედროვე ლიტერატურა და სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
რას აპირებს ბიბლუსი წელს
„აპრილი წიგნის ჩუქების თვეა და ამის შეხსენებას ვაპირებთ ყველგან, სადაც იქნებით. გახსოვდეთ, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია და სწორად შერჩეულ ლიტერატურას ადამიანის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია”, – აცხადებენ კომპანიაში.
მწერალ-კონსულტანტები – სოციალური პასუხისმგებლობა
წიგნის ჩუქების აღსანიშნავად, აპრილის თვეში ბიბლუსის ფილიალებში ცნობილი მწერლები მოირგებენ კონსულტანტის როლს და დაეხმარებიან მომხმარებლებს სასურველი წიგნის შერჩევაში.
კამპანიის ფარგლებში ბიბლუსს დაგეგმილი აქვს, მოიაროს მრავალი ქალაქი, სოფელი თუ რეგიონი და მოამარაგოს ისინი თანამედროვე ლიტერატურითა და სახელმძღვანელოთი, რათა განათლება გახადოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.
პროექტის მხარდამჭერებს საშუალება მიეცემათ, დაეხმარონ:
- სკოლებსა და ბიბლიოთეკებს
- ბავშვთა სახლებს
- ციხის ბიბლიოთეკებს
- მაღალმთიან რეგიონებს
- შშმ პირებს
- სამხედრო ბაზებს
4 აპრილს კი გაიმართება გრანდიოზული ღონისძიება, სადაც წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ელჩები, წარმომადგენლები და ავტორები შეიკრიბებიან, ისაუბრებენ სხვადასხვა თემაზე, ერთობლივად აღნიშნავენ წიგნის ჩუქების თვის დაწყებას და განიხილავენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მნიშვნელვან აქტივობებს.
პროექტის მხარდამჭერები:
- სახელმწიფო უწყებები
- კერძო სექტორი
- საერთაშორისო ორგანიზაციები
- საელჩოები
[პარტნიორის კონტენტი]