„ვიდეო რგოლის მიზანია, მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ წიგნი ”ბიბლუსის” საშუალებით ხელმისაწვდომია არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ქვეყნის, თითქმის, ყველა წერტილში“ – ამბობს წიგნის მაღაზიების ქსელ „ბიბლუსის“ პიარ მენეჯერი მარიამ წამალაშვილი.
ვიდეო რგოლის კონცეფცია და სცენარი „ბიბლუსის“ მარკეტინგის ჯგუფს ეკუთვნის. სიმღერისა და ტექსტის ავტორ-შემსრულებელი გიორგი სვანიძეა, რომელიც, ასევე, „ბიბლუსის“ თანამშრომელია.
მარიამ წამალაშვილის თქმით, რგოლი შეიქმნა ზაფხულის სეზონისთვის, რის შემდეგაც გაიხსნა ბათუმის ღია ბიბლოთეკა. ასევე ეტაპობრივად ჩატარდა, რამოდენიმე „ივენთი“ სხვადასხვა ქალაქში, სადაც მომხმარებლებს საშუალება მიეცათ მათთვის სასურველ ავტორებს შეხვედროდნენ. ეს ციკლი გრძელდება, რეგიონების მასშტაბით კიდევ რამდენიმე შეხვედრა მზადდება.