in

#აწყობილიცხოვრება – ტერაბანკის ფინალური გათამაშების გამარჯვებული ცნობილია

2017 წლის 20 ივნისი მელორ ქაჯაიასთვის ახალი, აწყობილი ცხოვრების დასაწყისია. ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების ფინალურ გათამაშებაში წამყვანმა ბილეთებით სავსე ლოტოტრონიდან სწორედ მისი ბილეთი ამოიღო და გამარჯვება პირდაპირ ეთერში მიულოცა. 81 წლის მელორ ქაჯაიამ ოროთახიანი გარემონტებული ბინა, 2016 წლის ავტომობილი Toyota RAV 4, ევროპის მიმართულებით 2 კაციანი საგზური და ყოველთვიური ხელფასი მოიგო. ის თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს 2 შვილი და 6 შვილიშვილი. ტერაბანკის საბანკო მომსახურებით სარგებლობს და გათამაშებაში ჩართვაც კამპანიის დაწყებისთანავე გადაწყვიტა. მისთვის მოგება, ბუნებრივია, ძალიან ემოციური აღმოჩნდა:

 

„80 წლის განმავლობაში საერთოდ არაფერი მომიგია, საერთოდ! მართალია, ქვეცნობიერად ვფიქრობდი, რომ შეიძლება გამიმართლოს თქო და ტელევიზორიც ჩართული მქონდა გათამაშება რომ დაიწყო, მაგრამ ასეთ გამართლებასაც არ ველოდი. გაგიგიათ ისეთი გათამაშება იყოს, რომ ყველა პრიზს ერთი ადამიანი იგებდეს და ეს ერთი ადამიანიც შენ აღმოჩნდე?” – ამბობს მელორ ქაჯაია.

როგორც თავად ყვება, მან ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშებაში ჩართვა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც კამპანიის დაწყების შესახებ გაიგო. 22 თებევრლიდან, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით, აქტიურად ჟღერდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერაბანკში გრანდიოზული გათამაშება მიმდინარეობდა.

„აიწყე ცხოვრება ტერაბანკთან ერთად“ – კამპანიისთვის სწორედ ეს მთავარი მესიჯი შემოგვთავაზა საკომუნიკაციო სააგენტო Betterfly, იქიდან გამომდინარე, რომ   მთავარი გამარჯვებული ყველა პრიზის მფლობელი ერთდროულად უნდა გამხდარიყო. ბინა, ავტომობილი, საგზური და ხელფასიც კი, იმისთვის, რომ საყვარელი საქმიანობით ან – თუნდაც, არაფრის კეთებით დაკავდე, ფეხის ფეხზე გადადებაში, ან – ჩიტების ენის შესწავლაში ივარჯიშო. ამ შინაარსის ვიდეორგოლები ტელევიზიით 4 თვის განმავლობაში ტრიალებდა. ბუნებრივია, გაიზარდა ტერაბანკის მომხმარებელთა და გამარჯვების მსურველების რაოდენობაც. კამპანიის იდეის ავტორები და ჩვენ – ტერაბანკის გუნდის წევრები მოუთმენლად ველოდით  20 ივნისს 20 საათს და გამარჯვებულის გამოვლენას. მოხარულები ვართ, რომ ბატონო მელორი ჩვენი ბანკის აქტიური მომხმარებელი აღმოჩნდა, ვულოცავთ მას დიდ გამარჯვებას და ყოველმხრივ აწყობილ ცხოვრებას ვუსურვებთ“ – ტერაბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის – ნუკა ბარბარე ჩოხელის თქმით, მას შემდეგ, რაც ბანკმა რებრენდინგი დაასრულა, ეს პირველი მასშტაბური კამპანია იყო. გათამაშებაში ჩართვის შესაძლებლობა მსურველებს 4 თვის განმავლობაში ჰქონდათ. მონაწილეები სესხის აღების შემთხვევაში, ყოველ ათას ერთეულზე – 1, ანაბრის გახსნის შემთხვევაში, კი 2 ბილეთს იღებდნენ.

ხშირად, წამალზე უფრო მნიშვნელოვანი, უბრალოდ მოსმენაა – კამპანია დეპრესიის წინააღმდეგ

iPad Pro-ს შთამბეჭდავი შესაძლებლობები და iOS 11 – Apple-ის ვიდეორგოლი