in

ეტიკეტი, რომელიც ავსტრალიური სულისკვეთებით შეიქმნა

Act of Treason-ის ეტიკეტს როცა შეხედავთ, ალბათ, პირველი თქვენც თვალში ამობრუნებული აგავა მოგხვდებათ, რომელიც, როგორც ამბობენ, ავსტრალიურ სულისკვეთებას აღწერს, პატივს მიაგებს მექსიკურ ფესვებსა და ავსტრალიურ იდენტობას…

BOG
BOG

მართალია, გეოგრაფიული შეზღუდვების გამო ტეკილად ვერ მოვიხსენიებთ, მაგრამ მისი შექმნის პროცესი ნამდვილად ამის მსგავსია. ალკოჰოლი 600 000 პატარა Blue Webber Agave-სგან მზადდება, რომლებიც სპეციალურად ქუინსლენდის ფერმაში გააშენეს. ავსტრალიის სანაპიროზე არსებული პირველი აგავას ფერმაა, რომელთანაც დისტილერიაც შეგხვდებათ. ამ ადგილზე არსებული უნიკალური ამინდი კი, რაშიც წვიმა და ქარიშხალი იგულისხმება, რომელიც დიდი ბარიერული რიფიდან ფერმამდე აღწევს, იდეალურ პირობებს ქმნის… შედეგი კი სითხეა, რომელიც 100%-ით ავსტრალიური აგავას სულისკვეთებითაა შექმნილი. 

Act of Treason-ის სახელიც ამას ეხმიანება — მექსიკური აგავას ამოძირკვასა და ავსტრალიაში გაზრდას ეხება, ამიტომ ეტიკეტზეც სიმბოლურად ვხედავთ ტრიუმფალურად ამოგლეჯილ თავდაყირა აგავებს, ეს კი იმიტომ, რომ ბრენდს მიწიერი და ავთენტური ესთეტიკა მიეცეს. 

ავსტრალიური ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე Red Dot Studio Ltd-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა.

თქვენი ბიზნესის ტრანსფორმაცია საშუალო რგოლის მენეჯერებმა უნდა წარმართონ

„რას ამბობენ კომპანიაზე, რომელშიც მუშაობ?” – HR Lofty-ს მოწვევით, საქართველოს Top Employers Institute ეწვევა