in ,

ქართული სოციალური პრინტი Cannes Lions-ზე, ACT Responsible-ის გამოფენის გამარჯვებული გახდა!

DDB BetterFly-ს სოციალური პრინტი – One Shot არის პირველი ქართული ნამუშევარი, რომელმაც კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე, ACT Responsible-ის გამოფენაზე, ვიზიტორებისა და ინტერნეტმომხმარებლების ხმებით გაიმარჯვა და სპეციალური ჯილდო – Act Responsible Cannes Tribute to Creativity For Good მოიპოვა!

გამოფენიან-მოგებიანად საუკეთესო ამბავია, რადგან უამრავი ადამიანი დაინახავს, რომ ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში სოციალური რეკლამა ძალიან მაგრად გამოგვდის და სხვა, წესით უფრო მაგარ ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით“, – გვითხრა პრინტის არტ დირექტორმა და ქოფირაითერმა – ლაშა შრუტე მილორავამ.

ACT Responsible ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური რეკლამის პლატფორმაა, რომელიც წლის განმავლობაში აგროვებს სხვადასხვა, სოციალურ თემაზე შექმნილ ასობით სარეკლამო ნამუშევარს, მათგან კი საუკეთესოებს არჩევს კანზე გამოფენისთვის. წელს Environment-ის კატეგორიაში 12 პრინტი იყო წარმოდგენილი, აქედან ორი ქართული – DDB BetterFly-სა და ABK-ს ნამუშევრები. შემდეგი ეტაპი ხმის მიცემა იყო, რომელიც მიმდინარეობდა როგორც ონლაინ, ასევე, იქვე, კანში. ხმების დაჯამების გზით, გამოვლინდა გამარჯვებული პრინტი, რომელიც DDB BetterFly-ში, World Wide Fund Georgia-სთვის, ლაშა შრუტე მილორავას (ქოფირაითერი და არტ დირექტორი), ანუკა კვეზერელის (არტ დირექტორი), ნიკა მონასელიძისა (არტ დირექტორი და ილუსტრატორი) და ირინა ღუღუნიშვილის (პროექტის მენეჯერი) კოლაბორაციით შეიქმნა.

ქართული პროექტი STYX შვეიცარიაში, ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციის მოსაპოვებლად იბრძოლებს!

რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქალები კარიერული წინსვლისას?