in ,

“ამ ღონისძიებას საქართველოს მარკეტინგის სფეროში ანალოგი არ აქვს” – ოქროს სპონსორი ACT Spotlight-ის შესახებ

ახლოვდება Spotlight 2016 – ქართული ღონისძიება, რომელიც მარკეტინგში მოღვაწე ყველა ადამიანს აერთიანებს. საკონსულტაციო კომპანია ACT, უკვე მესამე წელია, Spotlight-ს ოქროს მხარდაჭერას უცხადებს. “დარგის ზრდისკენ მიმართული ღონისძიება”, – ასე შეაფასა „ეისითი გლობალის“ გენერალურმა დირექტორმა, თინათინ რუხაძემ მოახლოებული მარკეტინგული დღესასწაული. კომპანიაზე, Spotlight-ის სპონსორობასა და ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე უფრო მეტს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

tamar-diasamidze
თინათინ რუხაძე

M: მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ.

„ეისითი“ კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს შეიქმნა საქართველოში და 2008 წლიდან ადგილობრივი კვლევითი ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. „ეისითის“ წარმატება ეფუძნება მის ძირითად ღირებულებებს: ხარისხზე, განვითარებასა და შედეგზე ორიენტაციას. კომპანია უკვე რამდენიმე წელია, რაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. თბილისის გარდა, ოფისები გვაქვს ბაქოსა და ალმაატაში, რომელიც სრულად ფარავს ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს. გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, რეგულარულად ვახორციელებთ პროექტებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც.

M: რატომ უჭერს მხარს „ეისითი“ Spotlight-ს?

ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული ღონისძიება საქართველოში, ვინაიდან მარკეტინგის სფეროში მოღვაწე თითქმის ყველა ადამიანს აერთიანებს და სპიკერებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი გამოცდილება და ხედვები კოლეგებს გაუზიარონ. ACT, როგორც ადგილობრივი კვლევითი ბაზრის ლიდერი, დაინტერესებულია მარკეტინგის დარგის განვითარებით საქართველოში და სწორედ ამიტომ, უკვე მესამე წელია, რაც Spotlight-ის ოქროს სპონსორები ვართ.

ACT

M: რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება თქვენთვის?

ამ ღონისძიებას საქართველოს მარკეტინგის სფეროში ანალოგი არ აქვს. ვფიქრობ, ამ დარგში მოღვაწე პროფესიონალებთან ნეთვორქინგის, ახალი სახეების აღმოჩენის, კოლეგებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის Spotlight საუკეთესო პლატფორმაა. ასევე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ და ვისმენთ ადგილობრივ გამოცდილებასა და უცხოური პრაქტიკების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობებსა, თუ სირთულეებზე. ყოველ წელს, Spotlight -დან მინიმუმ  1 ახალი იდეით, ან ინსაიტით მივდივარ ხოლმე.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება საზოგადოებისთვის?

მარკეტინგი მნიშვნელოვანია ყველა სფეროსთვის და ხელს უწყობს პროდუქტებისა, თუ სერვისების განვითარებას, რაც ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, Spotlight-ი, როგორც დარგის ზრდისკენ მიმართული ღონისძიება, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მარკეტინგის როლს ბიზნესსა თუ საზოგადოებაში.

თუ ნამდვილი მამაკაცი არ ხარ, შენ არ იმსახურებ Tecate-ს! – კამპანია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

Pornhub-ის დელიკატური შემოთავაზება, სპეციალურად, ოლიმპიური სეზონისთვის – ანიმაციური ვიდეორგოლი