სულ ცოტა დრო რჩება Spotlight Tech-მდე, რომელიც ასეულობით სტუმარს გააერთიანებს ტექნოლოგიების გარშემო. ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“. ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. 2018 წელს, პირველად ჩატარდა Spotlight Tech, რომელიც ტექნოლოგიებს მიეძღვნა. ღონისძიების მხარდამჭერია ACT. Spotlight-თან მეგობრობაზე გვესაუბრა საბა ხერგიანი, ACT-ის მენეჯერ-კონსულტანტი ბიზნესსტრატეგიისა და გაციფრულების მიმართულებით.
M: გვიამბეთ, რა ღირებულებები გაერთიანებთ სფოთლაითთან, რამაც ღონისძიების მხარდაჭერა გადაგაწყვეტინათ?
ACT-ის მისია დამკვეთებისთვის სასიკეთო ცვლილებების ძალის – ცოდნის, იდეებისა და ინსპირაციის – მიცემაა. ეს მისია ზუსტად ეხმიანება Spotlight Tech-ის მიზანს – შექმნას ძლიერი ეკოსისტემა მარკეტინგისა და ტექნოლოგიისთვის, ასევე ემთხვევა, ცოდნის გაზიარების მეშვეობით, პროგრესის წარმართვის ჩვენეულ ხედვას. ამ ღონისძიების მხარდაჭერით, ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ინოვაციები და თანამშრომლობა ვითარდება, რაც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ ტრანსფორმაციული ცვლილებები თავიანთ სფეროებში.
M: თქვენი ხედვით, რა როლი აქვს სფოთლაითს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში?
სფეროს პროფესიონალებისა და ინოვატორებისთვის პლატფორმის შექმნით, Spotlight გადამწყვეტ როლს თამაშობს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების წინსვლაში. ღონისძიების სპიკერების გამოსვლების, ვორქშოფებისა და პანელური დისკუსიების საშუალებით Spotlight არა მხოლოდ აჩვენებს უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციებს, არამედ შთააგონებს მონაწილეებს, გადაიტანონ ეს მიღწევები საკუთარ პრაქტიკაში და განავითარონ სხვადასხვა ინდუსტრია.
M: 1-2 ივნისს, სფოთლაით ტექის მთავარი თემაა „გაკვეთილები“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით?
რადგან „გაკვეთილები“ წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემაა, გადავწყვიტეთ ჩვენი ციფრული ტრანსფორმაციის გაკვეთილი გაგიზიაროთ და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაზე მოგიყვეთ. გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები, გეოპოლიტიკური ფაქტორები, გარემოს ცვლილება და მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია, მომხმარებელთა შეცვლილ მოლოდინებთან და ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენების აუცილებლობასთან ერთად, ხაზს უსვამს ციფრული ტრანსფორმაციის გარდაუვალობას. იმ ფონზე, როცა გლობალურად კომპანიების მხოლოდ 30% აღწევს წარმატებულ ციფრულ ტრანსფორმაციას, ჩვენი მისია ნათელია: დავეხმაროთ ორგზანიზაციებს სწრაფად ცვალებად სამყაროში ნავიგაციასა და ზრდის ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. ჩვენი გუნდი მოხარულია წარმოადგინოს მეთოდოლოგია, რომელიც დაეხმარებათ ორგანიზაციებს შეუფერხებლად განახორციელონ ციფრული ტრანსფორმაცია და შეამცირებს წარუმატებლობის რისკებს.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, It აკადემია Step, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality