“ეისითი კვლევა” 10 წელია კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, ამ დრომდე ორგანიზაცია ცნობილი იყო როგორც “ეისითი კვლევა”, შემდეგი ლოგოტიპით:
როგორც კომპანიაში აცხადებენ ბოლო 2 წლის მანძილზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონსულტაციო მიმართულება და განხორციელდა 30-მდე საკონსულტაციო პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კომპანია იცვლის სახელს და ეისითი კვლევის მაგიერ მისი სახელწოდება იქნება “ეისითი”(ACT) (ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი), ხოლო აზერბაიჯანის ფილიალის სახელი იქნება „ეისითი აზერბაიჯანი“ (ACT Azerbaijan).
ცვლილებები შევიდა ლოგოშიც: