in

როგორ გავააქტიუროთ ვირტუალური „მოქმედების ღილაკი“ iPhone-ზე?

როგორც უკვე იცით, iPhone 15 Pro-სა და Pro Max-ს ე. წ. „მოქმედების ღილაკი“ დაემატა, რომელიც მალსახმობების თუ სხვადასხვა აქტივობის სწრაფად შესრულებაში გვეხმარება. თუმცა ვინაიდან ამ მოდელებს ჯერ კიდევ მცირე რაოდენობის ადამიანები ფლობენ, სტატიაში გაგიზიარებთ, როგორ შეგიძლიათ ანალოგიური შესაძლებლობის მიღება ფიზიკური ღილაკის გარეშე.

ამისათვის ორი მეთოდი არსებობს, რომელთაგან პირველი ეკრანის ჩართვას მოითხოვს, მეორე კი — არა. „ვირტუალური მოქმედების ღილაკის“ გასააქტიურებლად, პარამეტრებიდან შედით Accessibility-ში, შემდეგ კი Touch-ში. აქვე ნახავთ AssitiveTouch-ის ფუნქციას, რომლის გააქტიურებისთანავეც მცურავი ღილაკი გამოჩნდება — მასში სხვადასხვა მალსახმობია გაერთიანებული. მათი შეცვლა თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ.

ასევე, შესაძლებელია წვდომის მეტად გამარტივება: შეგიძლიათ, კონკრეტული მოქმედებისთვის ეკრანზე ერთხელ, ორჯერ ან ხანგრძლივად დაჭერის მეშვეობით გაააქტიუროთ. რა თქმა უნდა, ეს ვირტუალური ღილაკი ისეთი მოსახერხებელი არ არის, როგორც ფიზიკური, მაგრამ საჭირო მოთხოვნილებებს მაინც აკმაყოფილებს.

გამოიყენეთ iPhone-ის უკანა მხარე, როგორც „მოქმედების ღილაკი“

კვლავ პარამეტრებში შედით, შემდეგ Accessibility > Touch. ჩამონათვალში Back Tap-ს ნახავთ, სადაც ორმაგ ან სამმაგ შეხებას აირჩევთ. აქვე შეგიძლიათ, სასურველი მოქმედებები თავად აირჩიოთ შემოთავაზებული ვარიანტებიდან.

როგორ ვაქციოთ ბრენდები კარგ წინაპრებად?

როგორ იქცა სოციალური ქსელები თანამედროვე რეზიუმედ?