in

„დედამ თქვა, რომ სანტა წელს არ მოვა“ — სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები და ახალი წელი Action for Children-ის კამპანიაში

იმიტომ არა, რომ ცუდად იქცეოდნენ ან რაიმე დააშავეს, უბრალოდ მშობლებს არ აქვთ ამის ფინანსური საშუალება. თუმცა ეს არცთუ ისე კარგი განმარტებაა ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის, რომელთაც სანტას საჩუქარი უნდათ და შობის მაგიურობისაც სჯერათ. ამიტომაც მიდის 6 წლის ლილი სანტასთან საქმის გასარკვევად… ბევრ კითხვას უსვამს: როგორ მივა სანტა ლილიმდე თუ ბუხარი არ აქვთ?! ან ტოსტი თუ უყვარს?! რადგან, შესაძლოა, სანტასთვის საკმარისი არ ჰქონდეთ…

M2

ასე ლილი ერთ-ერთ ბავშვს განასახიერებს იმ მილიონობით მოზარდიდან, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში სიღარიბეში ცხოვრობენ. საზოგადოებას კი მოუწოდებენ, იდუმალი სანტების როლი მოირგონ, რათა მათაც აუხდეთ საშობაო ნატვრა.

„Action for Children-თან თანამშრომლობა მინდოდა, რათა ხმამაღლა მეთქვა სიღარიბის იმ გამაოგნებელი დონის შეასხებ, რომელიც გაერთიანებულ სამეფოშია. სიღარიბე ყველა საზოგადოებაში მოქმედებს ბავშვებზე, რომლებიც ხშირად სადილისა და ვახშმის, თბილი ქურთუკის გარეშე არიან და, ალბათ, ამის რცხვენიათ კიდეც… ბევრისთვის შობა კიდევ ერთი დღეა ცარიელი ჭიქებით, კითხვით, თუ რატომ იღებენ სხვა ბავშვები საჩუქრებს და ისინი, არა. ბავშვობა ხანმოკლეა და საკმაოდ ცოტა შანსი არსებობს მაგიური მოგონებების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ გვჭირდება ახლა თქვენი დახმარება“, — ამბობს Action for Children-ის ელჩი ანნა მაქსველ მარტინი, რომელმაც ფილმში ელფის როლი მოირგო.

 კამპანიაზე Studio Yes-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.

ბიზნესგაკვეთილები 2026 წლისთვის Airbnb-ს, Meta-ს, LinkedIn-ისა და სხვა კომპანიებისგან

რას გვიყვება ჩვენი დნმ? – „ბიომედიქსის“ გენეტიკური სერვისები ჯანმრთელობის დაცვისა და დიაგნოსტიკისთვის