ბევრი ჩვენგანი იცნობს ტერმინს „აქტიური მოსმენა“. ეს აერთიანებს ბევრ უნარს – ყურადღების მიქცევა, სიტყვიერი და არავერბალური კონტაქტი, სიმშვიდისა და თანაგრძნობის გამოხატვა. თუმცა, პრაქტიკაში შეიძლება არც ისე მარტივი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვინდა მხარი დავუჭიროთ გადაწყვეტილების მიმღებს, რომელიც შეიძლება იყოს სტრესში, კონფლიქტურ მდგომარეობაში ან უბრალოდ, გადატვირთული… არადა, ზოგჯერ, მათი გადაწყვეტილების შედეგი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე.
ამ სტატიაში გაგაცნობთ აქტიური მოსმენის ტიპებს და შემოგთავაზებთ გზებს, რომლითაც შეგიძლიათ თითოეული ტიპი გამოიყენოთ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის მხარდაჭერისას. ეს დაგეხმარებათ იმ მომენტებში, როდესაც ნეიტრალური პოზიციით ყოფნა არასასიამოვნოა, მაგრამ აუცილებელი.
განვიხილოთ აქტიური მოსმენის ოთხი ტიპი: ემოციური, ინფორმაციული, ანალიტიკური და რეფლექსიური. არცერთი მხარდაჭერის ტიპი არ გულისხმობს თქვენი აზრის მიწოდებას ან გადაწყვეტის შეთავაზებას. მაგრამ მხარდაჭერის ყველა ტიპი მოიცავს ყურადღებით მოსმენას და თანაგრძნობით პასუხს.
ემოციური მხარდაჭერა
ემოციური მხარდაჭერა ნიშნავს მოსმენას განსჯის გარეშე და პასუხის გაცემას თანაგრძნობით. მიზანია წინააღმდეგობა გაუწიოთ თქვენს იმპულსს, ცადოთ რაღაცების გამოსწორება, ან ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გრძნობს თანამოსაუბრე თავს. გადაწყვეტილების მიმღებმა შეიძლება თქვას ისეთი რამ, როგორიცაა: „ვგრძნობ…“, „მე განვიცდი…“ ან „უბრალოდ, მჭირდება ვინმეს მოსმენა…“ თქვენი პასუხი უნდა იძლეოდეს სივრცეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების მიმღების ემოციურ გამოცდილებას, რაც შეიძლება იყოს : „ძნელია…“, „მესმის შენი იმედგაცრუება“ ან სხვა.
საინფორმაციო მხარდაჭერა
ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებს შესთავაზოთ ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ და არა იმის თქმა, რაც თქვენ გინდათ. ამ ტიპის მხარდაჭერა გულისხმობს ცოდნას, ფაქტებსა და მონაცემებს. ინფორმაცია შეიძლება დაეხმაროს უკეთ გაიგოს სიტუაცია და შეაფასოს პოტენციური შემდეგი ნაბიჯები. ის ასევე საშუალებას გაძლევთ დარჩეთ ობიექტური თქვენს დამხმარე როლში. გადაწყვეტილების მიმღებმა შეიძლება თქვას ასეთი რამ: „ნეტავ ვიცოდე…“, „როდისმე გქონია…“ ან „შეგიძლია იპოვო…“ – შესთავაზეთ ამ ტიპის ინფორმაცია, თუ თავს კომფორტულად გრძნობთ მისი მოწოდებისას. თუ არ ხართ დარწმუნებული, ითხოვს თუ არა გადაწყვეტილების მიმღები საინფორმაციო მხარდაჭერას, შეგიძლიათ იკითხოთ: „რა ინფორმაცია ან მონაცემები დაგეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში?“
ანალიტიკური მხარდაჭერა
ანალიტიკური მხარდაჭერა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებს შეისწავლოს და გააანალიზოს ინფორმაცია, რომელიც უკვე აქვს, მაგრამ არ იცის, რა მოუხერხოს. გადაწყვეტილების მიმღებმა შეიძლება გკითხოთ: „როგორ ინტერპრეტაციას გააკეთებდი…“, „როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს…“ ან „მინდა გავიგო, რა გავლენას ახდენს…“ თუ იცით ამ გავლენაზე ან უკვე გააკეთეთ ანალიზი და თავს კომფორტულად გრძნობთ გაზიარებისას, შეგიძლიათ შესთავაზოთ ამ ტიპის მხარდაჭერა. თუ არ ხართ დარწმუნებული, ითხოვს თუ არა გადაწყვეტილების მიმღები ანალიტიკურ მხარდაჭერას, შეგიძლიათ იკითხოთ: „როგორი ანალიზი დაგეხმარებოდა?“
რეფლექსიური მხარდაჭერა
ეს გულისხმობს კითხვების დასმას, რომლებიც სარკის როლს ასრულებენ. ამგვარი მხარდაჭერა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებს საკუთარი აზრებისა და პრიორიტეტების უკეთ იდენტიფიცირებაში და მათი ცნობიერების წინა პლანზე წამოწევაში. გადაწყვეტილების მიმღებმა შეიძლება თქვას: „დახმარება მჭირდება, რომ ვიფიქრო…“, „წინააღმდეგობაში ვარ…“ ან „ვერ გადავწყვიტე…“ რეფლექსიური მხარდაჭერა შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო, როდესაც ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებს მხედველობაში აქვს გამოსავალი, მაგრამ ყოყმანობს მოქმედებაზე. რეფლექსიური მხარდაჭერისთვის დასმული კითხვები მოიცავს: „რა არის მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ? „რა არის თქვენი პრიორიტეტი?” ან, „როგორი შედეგის იმედი გაქვთ?“.
წყარო: HBR