in

5 განსხვავებული აქტივი, რომელიც 2021 წელს თიბისი ლიზინგმა დააფინანსა

წლიდან-წლამდე, ლიზინგის ბაზარი სულ უფრო ვითარდება და სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის დაფინანსების ეს გზა მეტად რელევანტური და მოთხოვნადი ხდება. სტატიაში გიყვებით იმ 5 განსხვავებულ აქტივზე, რომელიც ქართული სალიზინგო ბაზრის მოწინავე კომპანიამ, თიბისი ლიზინგმა 2021 წელს დააფინანსა.

თვითმფრინავი

არც მეტი და არც ნაკლები, ვიზიტორების შიდა გადაყვანისთვის Ak Air Georgia-მ თვითმფრინავი დაალიზინგა. Vanilla Sky წლებია რაც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე სლოგანით „Your dreams, our wings“ და თქვენი ოცნებებისთვის ფრთების შესხმას გთავაზობთ. ინიციატივა ხელს უწყობს, როგორც შიდა ავიაციის ისე ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

თევსაჭერი გემი

ქვეყნის და ეკომონიკის კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო თევსაჭერი გემების დაფინანსება. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, 2021 წელს 2 ახალი თევსაჭერი გემის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ დასაწყისია. ეს სექტორი არც თუ ისე განვითარებულია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარება და ხელშეწყობა. პრეცედენტის შექმნის შემდეგ სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც დაინტერესედნენ თევზსაჭერი გემების დაფინანსებით.

იახტა

ბათუმში ფეშენებელური იახტების ქირაობა ზაფხულში განსაკუთრებით პოპულარულია. 2021 წლის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი თიბისი ლიზინგის და Azimut Yachts-ის დამეგობრებაა. იახტების ლიზინგით შეძენა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რადგან ძვირადღირებული, მაგრამ ხარისხიანი აქტივების შესაძენად დაფინანსების ეს გზა ყველაზე კომფორტულია. თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსებული ბოლო აქტივი Azimut 50 Flybridge – სისწრაფის, შთამბეჭდავი დიზაინისა და კომფორტის იდეალური შერწყმაა.

კომერციული უძრავი ქონება

რატომ უნდა იხადო თანხა ქირაში, მაშინ, როცა ფართის დალიზინგება და გამოსყიდვა შეგიძლია? ახალი პროდუქტით სარგებლობისას იურიდიულ პირებს აქვთ შესაძლებლობა სესხის ლიზინგით რეფინანსირებისას ყოველთვიურად შესატანი თანხა შეიმცირონ,  მფლობელობაში არსებული კომერციული აქტივის უზრუნველყოფით დამატებითი რესურსი მოიძიონ ან ჩაანაცვლონ იჯარა – ლიზინგით. ბიზნესები, რომელთაც პროდუქტით ისარგებლეს, აღნიშნავენ, რომ სწრაფი, მოქნილი და ეფექტური კომუნიკაცია თიბისი ლიზინგთან, კიდევ უფრო ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

მზის პანელები

აქ. ახლა მწვანე ინიციატივები ბიზნესისთვის განსაკუთრებით საინტერესო ხდება. მზის პანელების დამონტაჟებით მკვეთრად მცირდება როგორც ჰაერის დაბინძურება, ასევე სამრეწველო და ელექტროენერგიის ხარჯები.  2021 წელი თიბისი ლიზინგისთვის ნამდვილად მწვანე წელი იყო, მოიზიდეს ინვესტიციები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დააფინანსეს მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის Lopota Lake Resort & Spa – ლოპოტა სპა რეზორტი-ს ტერიტორიაზე 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა.

ასევე, საინტერესო იყო შატო მერეს და ეკოპაკის საწარმოს პროექტები, რომელთა განხორციელებითაც გაჩნდა რეალურად წარმატებული ბიზნეს მაგალითები მზის ელექტროსადგურების მიმართულებით.

 

[პარტნიორის კონტენტი]

AI ალგორითმი პოლიტიკური გადატრიალების პროგნოზირებას შეძლებს

SoStereo-მ ღვინო მუსიკით დააძველა