in

Activision Blizzard-ს Microsoft 68.7 მილიარდ დოლარად შეისყიდის!

გარიგება 2023 წლისთვის მიიღებს საბოლოო სახეს

veon
veon

Microsoft-მა Activision-ის შესყიდვა გადაწყვიტა… ეს უკანასკნელი ყველასათვის ცნობილი World of Warcraft-ისა და Diablo-ს გამომშვებია. გარიგება 68.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს — მაგალითისთვის, ის ბევრად აღემატება $26 მილიარდს, ანუ თანხას, რომელიც კომპანიამ LinkedIn-ის შესაძენად გაიღო 2016 წელს.

საგულისხმოა, რომ მაიკროსოფტი მრავალი Activision თამაშის დამატებას გეგმავს Xbox Game Pass-ში. ამასთან, იგი მალე გამოაქვეყნებს ფრენჩაიზებს, როგორიცაა Warcraft, Diablo, Overwatch, Call of Duty და Candy Crush.

“ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ მსოფლიო დონის კონტენტში, საზოგადოებასა და ღრუბლოვან სერვისში, რადა თამაშების ახალი ეპოქა დავნერგოთ. ეპოქა, რომელიც მოთამაშეებსა და შემქმნელებს პირველ ადგილას აყენებს. თამაშს კი ყველასათვის უსაფრთხოს, ინკლუზიურს და ხელმისაწვდომს ხდის”, — აღნიშნავს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა.

დროს ცოტა უკან თუ დავაბრუნებთ, გავიხსენებთ, Activision Blizzard-ის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. კერძოდ, გასული წლის ივლისში კალიფორნიის სამართლიანი დასაქმებისა და საცხოვრებლის დეპარტამენტმა (DFEH) კომპანიას “მუდმივი სექსუალური შევიწროების” კულტურის ხელშეწყობისთვის უჩივლა. მას შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სულ უფრო მზარდი რაოდენობით ჩნდებოდა თანამშრომელთა ახალ-ახალი ბრალდებები.

მაიკროსოფტს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როგორ მიუდგება აღნიშნულ საკითხს… თუმცა კომპანია აცხადებს, რომ Activision Blizzard-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას კვლავ ბობი კოტიკი შეასრულებს — სავარაუდოდ, ეს დროებითია.

“ძალიან ვაფასებთ ინდივიდუალურ კულტურას და გვჯერა, რომ შემოქმედებითი წარმატება და ავტონომია ერთმანეთის ღირსებას, თითოეული ინდივიდის პატივისცემას უკავშირდება. შესაბამისად, გუნდის ყოველ წევრსა და ლიდერს ამ ვალდებულებისკენ მოვუწოდებთ”, — ამბობს Microsoft Gaming-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Covid-19-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების 2/3-ზე მეტს ნოცებოს ეფექტი იწვევს — კვლევა

როგორ შეიქმნა Chanel No. 5?