in

ამიერიდან ინსტაგრამზე მონაცემების გაზიარების გათიშვა შეგვიძლია

veon
veon

ზოგიერთი ჩვენგანისთვის ღამის კოშმარებზე საშიში პირადი მონაცემების ღიაობა და მათი დაუცველობაა. ალბათ, თქვენც გქონიათ ასეთი შემთხვევა — გუგლში რაიმე პროდუქტს რომ მოძებნით და სოციალური ქსელების ალგორითმებიც ერთიანად მოიმართება, ყველგან მასთან დაკავშირებულ რეკლამებს ხედავთ. ცხადია, სოციალური მედია ტელეპათიური ნიჭით არ გამოირჩევა, უბრალოდ მონაცემებზე დაყრდნობით მოქმედებს ინდივიდუალურად მორგებული კონტენტის  გასაზიარებლად.

ახლა კი ინსტაგრამს Activity Off-Meta Technologies ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს იმის კონტროლი შეუძლიათ, თუ რომელი ბიზნესი აზიარებს მონაცემებს სოციალურ ქსელებთან. ამავდროულად, შესაძლებელია კონკრეტული მონაცემების ანგარიშიდან გათიშვა. გარდა ამისა, დასაშვებია მონაცემების სრულად წაშლა, რათა „თვალთვალის“ ნებისმიერი მცდელობა აღკვეთონ.

აღნიშნული ფუნქციის გასააქტიურებლად ინსტაგრამის პარამეტრების მენიუში Accounts Center უნდა მოძებნოთ, საიდანაც მარტივ საფეხურებს მიჰყვებით.

Apple Pencil-ის ახალი მოდელი USB-C პორტით გამოვა

Brick or Treat? — ლეგომ საშინელებათა ჟანრის პოსტერები შექმნა