Actopel-მა მულტიფუნქციური დურბინდი შექმნა. მოწყობილობას 4.5-ინჩიანი HD ეკრანი, 5X ოპტიკური და 8X ციფრული გაფართოება ექნება, რაც გამოსახულების 40-ჯერ მიახლოების საშუალებას მისცემს. თუმცა მთავარი, რაც დურბინდს გამორჩეულს ხდის, მისი მრავალფუნქციურობაა.
Actopel გთავაზობთ არა მხოლოდ გაუმჯობესებულ ხედვას, არამედ დანახულის ხარისხიანი ჩაწერის შესაძლებლობასაც. მისი მეშვეობით 1.3 მეგაპიქსელის ფოტოს გადაღება და HD ხარისხის ვიდეოს ჩაწერა 8GB მეხსიერებაზე იქნება შესაძლებელი (გაზრდა დასაშვებია 32GB-მდე). გარდა ამისა, მომხმარებელს დურბინდის დაკავშირება USB2.0 პორტის გამოყენებით შეუძლია სხვა ისეთ მოწყობილობებთან, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა. შ. ამგვარად, გამოსახულების ხილვა დამატებით ეკრანზეც ხდება შესაძლებელი.
ახალი მულტიფუნქციური დურბინდის გამოყენება იდეალურია ისეთი გარე აქტივობებისთვის, როგორიცაა ლაშქრობა, თევზაობა, ნადირობა და ა. შ. სხვა დურბინდებისგან განსხვავებით, Actopel-ს თხელი კორპუსი და არც თუ ისე დიდი ზომა აქვს, რაც მის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის. მისი კორპუსი წყალგამძლეა და ნებისმიერ ექსტრემალურ გარემოზე მაქსიმალურადაა მორგებული.

მოწყობილობა 2000 მილი ამპერის ტევადობის ბატარეას მოიხმარს, რომელიც 8 საათის განმავლობაში ძლებს. დურბინდს საკმაოდ მაღალი ხილვადობის ღამის რეჟიმი აქვს, რომელსაც შორს ხედვისა და ახლო ხედვის ინფრაწითელი სხივებით უზრუნველყოფს.
რაც შეეხება დიზაინს, მოწყობილობაში კომფორტული გახედვაა გათვალისწინებული — მათთვისაც, ვინც სათვალეს იყენებს. კომპაქტური კორპუსი დურბინდის ხელით გამოყენებას მოსახერხებელს ხდის. თუმცა ხელით მოხმარების გარდა, ACTOPEL-ის გამოყენება შეიძლება სპეციალური შტატივის დახმარებითაც.

საბოლოოდ, ACTOPEL-ის ახალი დურბინდი მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციითა აღჭურვილი. ფაქტობრივად, ის თავის თავში აერთიანებს მრავალ მნიშვნელოვან ნივთს, შექმნილია მოსახერხებელი დიზაინით და გათვალისწინებულია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის.














