in

როგორ იტაცებენ ჩვენს პირად მონაცემებს? — Apple-ის ვიდეორგოლი

დღევანდელ რეალობაში პირადი მონაცემები ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან და ღირებულ საკუთრებად იქცა. ყოველდღიურად გვიწევს ამ ინფორმაციის სათანადოდ დაცვაზე ზრუნვა, რაც ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული სახალისო ვიდეორგოლი შექმნა Apple-მა.

წარმოიდგინეთ, შედიხართ აუქციონზე და ხედავთ ხალხს, რომელიც თქვენი სენსიტიური ინფორმაციის „დასატაცებლად“ შეკრებილა — ალბათ, თქვენს წარმოსახვაში უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანია. ნამდვილად ასეა, შესაძლოა, მონაცემების მოპოვება სცადოს როგორც თქვენთვის კარგად ნაცნობმა პირმა, ისე სრულიად უცხომ… მათთვის თქვენ მორიგი სტატისტიკა და დაჰაკვის საშუალება ხართ.

Apple-ის მახვილგონივრული, დისტოპიური ვიდეოს ნარატივი სწორედ ამ სცენარით ვითარდება. იგი მონაცემთა შეგროვებისა და კონფიდენციალურობის დაცვა/ვერ დაცვის პროცესს საკმაოდ კრეატიული გზით გვიხსნის. აქ Sotheby’s-ს აუქციონზე ძველი ნამუშევრებისა და NFT-ების ნაცვლად ვიდეორგოლის მთავარი პერსონაჟის, ელის, მონაცემების გაყიდვა მიმდინარეობს. აუქციონს კი მონაცემთა ბროკერები მართავენ.

ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ბრაუზერის ისტორია, წარსული ტრანზაქციები და კონტაქტების სია, თვალის დახამხამებაში ჩნდება, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად შეუძლიათ მესამე მხარეებს ინფორმაციის მიღება ნებისმიერი მომხმარებლებისგან.

საბედნიეროდ,  ელი ახერხებს გაანადგუროს, მისი ინფორმაციის ყველა კვალი და შეაჩეროს გაყიდვა. ის თავის iPhone 13-ზე აჭერს ღილაკს “ask not to track” და კონფიდენციალურობის დაცვის პარამეტრებს არეგულირებს. შედეგად, აუქციონის სახლში ყველაფერი იშლება.

„iPhone-ს აქვს კონფიდენციალურობის ფუნქციები, როგორიცაა აპლიკაციების თვალთვალის გამჭვირვალობა და ელ.ფოსტის კონფიდენციალურობის დაცვა. კომპანია იმედოვნებს, რომ კამპანია ნათელს მოჰფენს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენების შესახებ არსებულ შესაძლებლობებს“, — აცხადებს Apple.

უნდა აკეთო შენით! – თიბისის ვიდეორგოლი

იტალიური ყავის არომატი თბილისში – არტიზანული ყავა „ბატონებისგან”