13
Jun
2019

JWT Metro-ს ნამუშევარი Ad Age-ის კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა

13 Jun 2019

საერთაშორისო ონლაინ გამოცემა Ad Age ყოველწლიურად აცხადებს კანის ლომებისთვის მიძღვნილი ჟურნალის ყდის კონკურსს, სოციალურ თემატიკაზე. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა JWT Metro-მაც მიიღო. გიო მაღრაძისა და ლაშა შრუტე მილორავას ნამუშევარი 714 აპლიკანტიდან საუკეთესო ათეულში მოხვდა.

Ad Age კონკურსს უკვე მეათე წელია ატარებს. წლევანდელი ბრიფის მიხედვით, კონკურსანტების მიერ შექმნილ გარეკანს უნდა გადმოეცა რეალური წარმოდგენა რეკლამაზე, კრეატივზე ან კულტურულ სამყაროზე.

იდეა კი ასეთი იყო: “სილამაზეზე უამრავი განსხვავებული ისტორია არსებობს. ჩვენ შეგვიძლია ყველა მათგანის შესახებ მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს. ესაა სწორი წარმოჩენის ძალა.”

“ბრიფი ეხება მრავალფეროვან რეპრეზენტატულობას რეკლამაში. წლების განმავლობაში, სარეკლამო სფერო ადგენდა სილამაზის სტანდარტებს და ხელმძღვანელობდა სტერეოტიპებით. საბედნიეროდ, ეს იცვლება. გარეკანის დიზაინის მთავრი ელემენტი არის მიკროფონი, რომლის რგოლებში განსხვავებული ქალების პიქტოგრამებია ინტეგრირებული. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ მსოფლიოში უთვალავი განსხვავებული ამბავია სილამაზეზე და კრეატიულ ინდუსტრიას გვაქვს ძალა – მათი ხმა ფართო აუდიტორიამდე გავაგონოთ. ამისთვის კი, აუცილებელია დავინახოთ სილამაზე მრავალფეროვნებაში, სინამდვილესა და ავთენტურობაში,” – ამბობენ JWT Metro-ში.

კონკურსის ფინალში მოხვდა ნამუშევრები საქართველოდან, აშშ-დან, ფილიპინებიდან, ინგლისიდან, ინდოეთიდან, ეკვადორიდან და დომინიკის რესპუბლიკიდან. წლევანდელი გამარჯვებული BBDO Guerrero-ს კრეატივის დირექტორის, არნელ ვილანუევას ნამუშევარი გახდა (The Imperfect Stunner – პირველივე პოსტერი ვიდეორგოლში). მისი და საუკეთესო ათეულის სხვა ნამუშევრების ნახვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ.

განხილვა