in

როგორ ეხმარებიან საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოები უკრაინელ თანამშრომლებს

სარეკლამო ინდუსტრიის სფეროდან უკრაინაში წარმომადგენლობა უამრავ საერთაშორისო კომპანიას აქვს. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ცხელ წერტილში დარჩენილი მათი თანამშრომლები, ისევე, როგორც უკრაინაში მყოფი თითოეული ადამიანი, ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ქვემოთ, მოგიყვებით საერთაშორისო კომპანიებზე სარეკლამო ინდუსტრიიდან, რომელთაც რუსული აგრესიისგან საკუთარი თანამშრომლების დაცვა უწევს.

Dentsu International

უკრაინაში Dentsu International-დან 500 ადამიანია, რომელსაც კომპანია სხვადასხვა რესურსებით ეხმარება. ნიშანდობლივია, რომ თავისი თანამშრომლებისთვის გაწეული დახმარების გარდა, Dentsu-მ შემოწირულობის სახით წითელ ჯვარს 250 000 ფუნტი აჩუქა.

„ჩვენ ვართ ადამიანებზე დაფუძნებული ბიზნესი და მსოფლიოს მასშტაბით 45 000 თანამშრომელს ვაერთიანებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ხალხის დასაცავად. ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინაში მყოფ ადამიანებს და არ ვწყვეტთ მჭიდრო კავშირს ცხელ წერტილში მყოფ კოლეგებთან, რათა მათ იგრძნონ, რომ Dentsu-ს წევრები არიან – აცხადებს ჯულიო მალეგორი Dentsu-ს რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი.

Interpablic Group

წითელ ჯვარს შემოწირულობა კომპანია Interpablic Group-მაც გადასცა. გარდა ამისა, ის ფინანსურად დაეხმარა Doctors Without Borders-საც, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებში დაშავებულებს, სამედიცინო დახმარებას უწევს. IPG უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას და გმობს აგრესიას. ასევე, მხარს უჭერს აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს.

”შოკირებული ვართ იმ სურათით, რაც უკრაინაშია. გამოვახატავთ ჩვენს სოლიდარობას და გულისწყვეტას უკრაინელი ხალხისა და ყველა იმ ადამიანისადმი, რომელთა ოჯახის წევრები ან მეგობრები უკრაინაში ასეთ რთულ დროს იმყოფებიან“, – განაცხადა Interpablic Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ კრაკოვსკიმ.

Publicis Groupe

საერთაშორისო მასშტაბის ფრანგული სარეკლამო და საკომუნიკაციო კომპანია – Publicis Groupe-ის 350 თანამშრომელი, ამჟამად, უკრაინაში იმყოფება. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეტყობინებების გაგზავნა, ცხელი ხაზების გამოყენება, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ფინანსური დახმარება – ეს ის ნაბიჯებია, რაც Publicis Groupe-მა თავისი თანამშრომლების დასახმარებლად გადადგა. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს აქვს მუდმივი კომუნიკაციის საშუალება Publicis Groupe-ის წარმომადგენლობასთან, რათა განაცხადონ რა სჭირდებათ დასახმარებლად.

Publicis Groupe-ის თავისი თანამშრომლების მდგომარეობაზე საუბრობს: „ღრმა შეშფოთებას იწვევს ფაქტი, რომ ჩვენი თანაგუნდელები საომარი მოვლენების განვითარების არეალში იმყოფებიან. ჩვენ მათ გვერდით ვართ. გვაქვს მუდმივი მზადყოფნა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ Publicis-ის ოჯახის წევრებს. ასეთ რთულ დროს, კომპანიის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი ხალხისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.“

WPP

კომუნიკაციების, რეკლამის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტექნოლოგიებისა და კომერციის მულტინაციონალურმა ჰოლდინგმა WPP განაცხადა, რომ მას უკრაინაში 200 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია თითოეულ მათგანს ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს.

„მუდმივად ვეკონტაქტებით ჩვენი სააგენტოს ლიდერებს უკრაინაში, რათა შევძლოთ ნებისმიერი სახის, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა. მოვლენები სწრაფად ვითარდება და ვცდილობთ მზად ვიყოთ შესაბამისი რეაგირებისთვის,“ – აცხადებს WPP-ს პრესსპიკერი

Omnicom

Omnicom უკრაინაში მოიცავს სააგენტოებს – FleishmanHillard, OMD, Tribal Worldwide და DDB. Omnicom თანამშრომლებს ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის უზრუნველყოფით ქვეყნის დატოვებაში ეხმარება. Omnicom-ის წარმომადგენელი სააგენტოები ცდილობენ ადგილობრივი ჰუმანიტარული შესაძლებლობებით, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის  სამედიცინო საშუალებები უზრუნველყონ. გარდა ამისა, სააგენტოები მუშაობენ დამკვეთებთან და პარტნიორებთან, რათა მიიღონ სამედიცინო მარაგი, ტანსაცმელი და საკვები უკრაინაში მყოფი ადამიანებისთვის.

„ამ ურთულეს ვითარებაში Omnicom-ის მთავარ პრიორიტეტად  ჩვენი ხალხისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება და კეთილდღეობა რჩება. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და შესაბამისად გავაგრძელებთ მათ დახმარებას,“ – ამბობს ჯონ რენი, Omnicom-ის აღმასრულებელი დირექტორი

S4 Capital

ციფრული რეკლამისა და მარკეტინგის კომპანია S4 Capital რუსული აგრესიის წინააღმდეგ პირველივე დღიდან იბრძვის. 24 თებერვალს (ომის დაწყების დღეს) სერ მარტინ სორელმა, S4 Capital-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ განაცხადა: „ ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ხალხი და მათი ოჯახები უკრაინაში მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნებიან. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს წარმომადგენლებთან მთელ მსოფლიოში და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენში ღრმა შეშფოთებას იწვევს S4 Capital-ის თანამშრომლებისა და უკრაინაში მყოფი ყველა ადამიანის წარმოუდგენლად რთული მდგომარეობა. 

Havas Group

ფრანგული სარეკლამო და საკომუნიკაციო კომპანია Havas Group სხვა მხარდამჭერ ღონისძიებებთან ერთად, თავის თანამშრომლებს უკრაინის დატოვებაში ეხმარება და ახლომდებარე ქვეყნებში მათ ძირითად საჭიროებებს უზრუნველყოფს. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს მათაც, ვინც Havas-ის გუნდის წევრი არაა. 

„ჩვენ უკვე შევძელით დავხმარებოდით Havas-ის თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებაში და ახლა მათ დახმარებას პოლონეთში ჩვენი ადგილობრივი გუნდი უწევს. გარდა ამისა, მზად ვართ მატერიალურად დავეხმაროთ უკრაინაში მყოფ ადამიანებს.“

 

წყარო: TheDrum

როგორ ახმოვანებდა ზელენსკი Paddington-ის მთავარ გმირს

სასკოლო ოლიმპიადა 2022