in

რეკლამა თამაშით – „ინოვაციური პლატფორმა კომპანიებისთვის“

თუ ქვიზების თამაშით საკუთარი თავის გამოცდა გიყვართ, „აგაფოსზე“ ერთხელ მაინც მოხვდებოდით და შესაძლოა, უკვე იცით, რომელ ეპოქაში უნდა დაბადებულიყავით, სინამდვილეში, ან ხარ თუ არა ქართული კინოს ექსპერტი.

პლატფორმა, სადაც, ყოველდღიურად, 15 000 – 30 000 მომხმარებელია, ინოვაციური ინსტრუმენტია მარკეტერებისა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის. მან შექმნა რეკლამის ისეთი სახე, რომელიც მორგებულია როგორც მარკეტერის, ისე საკუთარი მომხმარებლის ინტერესებზე“.

სისტემა მუშაობს ასე: თამაშში გართულ თითოეულ „იუზერს“, ეკრანზე მოულოდნელად გამოუჩნდება ფანჯარა (დაახლოებით, ისე, როგორც YouTube-ზე ვიდეოს ყურების დროს), რომელზეც დამკვეთი კომპანიის მიერ გამოგზავნილი საპრიზო შეკითხვა იქნება მოცემული. ამ ველის გრაფიკული და შინაარსობრივი მხარე, კომპანიის კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

შეკითხვა შეიძლება ეხებოდეს უშუალოდ კომპანიას ან მასთან დაკავშირებულ საინტერესო ინფორმაციას.

სწორი პასუხის შემთხვევაში, მოთამაშე კომპანიისგან იღებს გარკვეულ საჩუქარს – ვაუჩერს, კუპონს ან დაგროვების ბარათს. არჩევანს დამკვეთი აკეთებს.

სურვილის შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია გამამხნევებელი საჩუქარი არასწორი პასუხის ავტორსაც გადასცეს.

სწორი და არასწორი პასუხის გაცემისას, მოთამაშე კომპანიის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას ითვისებს.

AGAFOS.COM-ის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის ღირებულება Google Ads, FACEBOOK-ისა და YOUTUBE-ს ღირებულებებზე გაცილებით ნაკლებია.

Agafos.com ინტერნეტსივრცეში 2020 წლის მაისში გამოჩნდა. მას შემდეგ განვითარების დიდი გზა გავიარეთ. აუდიტორიის გაზრდასთან ერთად იზრდება, იხვეწება და მრავალფეროვნდება კონტენტი. ახლახან ვებგვერდზე ტესტებიც დაემატა. ჩვენთვის თითოეული მოთამაშე მნიშვნელოვანია, მათთვის კომფორტული სივრცის შექმნა და მათ განწყობაზე ზრუნვა, მთავარი ამოცანაა.

ვფიქრობთ, რეკლამის ის სახეობა, რომელიც მათ თამაშის დროს ეკრანზე გამოუჩნდებათ, ჩვენთან გატარებულ დროს კიდევ უფრო გაუმრავალფეროვნებს. ამასთან, მათ გარკვეული სარგებლის მიღებაც შეეძლებათ.

ეს მოგებიანია თავად კომპანიებისთვისაც. მათი რეკლამა მომხმარებელში არა აგრესიას (როგორც ძირითადად ხდება), არამედ პოზიტიურ განწყობას გამოიწვევს. ინფორმაციის ადრესატამდე მიტანაში კი მიზერულ თანხას გადაიხდიან“, – ამბობს კომპანიის დირექტორი დავით პატეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „აგაფოსს“ არ აქვს ოფისი. სამაგიეროდ, აქვს ამბიცია თანამედროვეობასა და ინოვაციურობაზე. პანდემიის ქარცეცხლში შექმნილი კომპანია ნებისმიერ გარემოში გუნდური მუშაობისთვისაა მზად.

 

[R]

სნუპ დოგი და დოგი დოგი Just Eat-ის კამპანიაში რეპავენ

გიორგი ყიფიანი: „ბიჭებს, მატჩის დაწყებამდე, შინდისის გმირების კადრები ვაჩვენეთ“