როგორც უკვე იცით, წელს, 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” გაიმართება. ფესტივალი უკვე მეორედ, სარეკლამო სფეროთი დაინტერესებულ 500-მდე სტუმარს უმასპინძლებს. 4 დღიანი პროგრამა მოიცავს სემინარებს, საღამოს წვეულებებს და, რაც მთავარია, კონკურსს 7 კატეგორიაში. სასურველი ჯილდოებისათვის ბრძოლა ქართულ სააგენტოებს ერთმანეთის გარდა, შავი ზღვის რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის მრავალ წარმატებულ კომპანიასთანაც მოუწევთ. თუმცა, სხვა სარეკლამო ფესტივალებისგან განსხვავებით, სადაც მთავარი პრიზები ოქროსა თუ სხვა ძვირფასი ქვებისგან მზადდება, “Ad Black Sea” წელს განსხვავებულ კონცეფციას ირჩევს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/AdBlackSea/videos/vb.1554184851498445/1733118730271722/?type=2&theater” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
ფესტივალის ორგანიზებისას გაჩნდა იდეა, რომ ჯილდოს რეალურად სასარგებლო ფუნქცია შეესრულებინა და შავი ზღვის სანაპიროსათვის საკმაოდ მტკივნეული – ეკოლოგიური პრობლემის დაძლევას შესჭიდებოდა.
უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, კონკურსში გაცემული ყველა პრიზი (Gold, Best of Contest, და Grand Prix) შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული პლასტმასის შეგროვების და გადამუშავების შედეგად შეიქმნება.
ფესტივალის ოფიციალური პრომო ვიდეოც, რომელიც საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა გადაიღო, სწორედ ამ საკითხის პრეზენტაციას ახდენს და ჯილდოს შექმნის პროცესს ასახავს.