21-23 სექტემბერს ბათუმი სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea 2017 მესამედ უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი ლოკაცია იქნება Sheraton Batumi Hotel. ფესტივალის საიტი adblacksea.com უკვე მზად არის საკონკურსო ნამუშევრების მისაღებად. ნაშრომების სპეციალურ ფასად რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 ივლისი.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, Ad Black Sea-ს დიდი შანსი აქვს, გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკლამო ფესტივალი როგორც შავი ზღვის რეგიონის, ისე ევროპისა და აზიის ბევრი ქვეყნისთვის. უკვე მესამე წელია ღონისძიებაზე 30-ზე მეტი ქვეყნის 900-ზე მეტ ნამუშევარი განიხილება. ყოველწლიურად, ფესტივალი 500-ზე მეტ სტუმარსა და ჟიურის 40 საერთაშორისო წარმომადგენელს მასპინძლობს.
ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 10 კატეგორიაში, რომლებიც თავის მხრივ, 80 ქვეკატეგორიად იყოფა:
BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING
რაც შეეხება ფესტივალის შემფასებლებს, ჟიურის წევრები საერთაშორისო სარეკლამო სფეროს სპეციალისტები არიან. ისინი ფლობენ სხვადასხვა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე (მათ შორის, Cannes Lions) შეფასების გამოცდილებას.
FILM, RADIO, PRINT & PUBLISHING JURY
ADVERTISING CAMPAIGNS, MEDIA, OUT OF HOME JURY
DESIGN & BRANDING JURY
DIGITAL & MOBILE JURY
FILM CRAFT, BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING JURY

ფესტივალის ლოკაციად ბათუმი შემთხვევით არ შეურჩევიათ. ეს არის უძველესი ისტორიისა და თანამედროვე არქიტექტურის, ტრადიციული კულინარიისა და ქართული სტუმართმასპინძლობის ნაზავი. ამას ემატება შავი ზღვის მშვენება, რაც საერთო ჯამში, იდეალურ ადგილს ქმნის შემოქმედებითი ფესტივალის ჩასატარებლად.
გთავაზობთ გასული წლის ფესტივალის შემაჯამებელ ვიდეოს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
პირველი დედლაინი: 31 ივლ 2017
მეორე დედლაინი: 31 აგვისტო 2017
Last minute დედლაინი: 8 სექტ 2017
ფესტივალის ბილეთების შეძენა: 11 სექტ 2017
შეფასება: 20-21 სექტ 2017
ფესტივალის დღეები: 21-23 სექტ 2017
დაჯილდოვების ცერემონია: 23 სექტ 2017














