მერვინ თენ დემი (Mervyn Ten Dam) AD Black Sea 2017-ის სემინარების პროგრამის სპიკერია. ის მოხსენებით – „როგორ დავიჭიროთ ოქროს თევზი?!“ – საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის სტუმრებისა და მონაწილეების წინაშე წარსდგება.
მერვინ თენ დემი კრეატიული სააგენტოს ACHTUNG (ნიდერლანდები) დამფუძნებელი და აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, ამავდროულად, ფესტივალის ერთ-ერთი კატეგორიის, Digital & Mobile-ის ჟიურის წევრია.
სემინარზე მერვინ თენ დემი სარეკლამო ინდუსტრიის, კომუნიკაციის, მედიისა და ა.შ. საკითხებზე ისაუბრებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე თეზისს მოხსენებიდან „როგორ დავიჭიროთ ოქროს თევზი?!“ :
რა არის „ოქროს თევზის სინდრომი“?
როგორ ხდება მედიის ადაპტირება?
რა არის ფასეული ბაზრისთვის?
როგორ დავიჭიროთ ოქროს თევზი?
რა ვიცი საქართველოს შესახებ – ერთსიტყვიანი დახასიათება.
საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2017 ბათუმში უკვე მესამედ, 21-23 სექტემბერს ჩატარდება. კონკურსის გარდა, ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები, წვეულებები და სემინარები გაიმართება. სარეკლამო სფეროს ექსპერტები და ჟიურის წევრები კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ – ისაუბრებენ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.