in

AD Black Sea 2017-ის Design & Branding კატეგორიის ჟიური ცნობილია!

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის, AD Black Sea 2017-ის საორგანიზაციო კომიტეტმა წარადგინა კატეგორია Design & Branding-ის ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე კრეატიული დირექტორებითა და გრაფიკული დიზაინერებით – არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, დანიიდან, ისლანდიიდან, რუსეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, საქართველოსა და ბულგარეთიდან.

BOG
BOG

 

წარმოგიდგენთ Design & Brandingის ჟიურის წევრებს:

  • Kalpesh Patankar – Y&R Dubai-ს აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  • Muggie Ramadani – Bold-ის კრეატიული დირექტორი და პარტნიორი, დანია;
  • Magnús Hreggviðsson – ENNEMM-ის გრაფიკული დიზაინერი, ისლანდია;
  • Vladimir Lifanov – Suprematika-ს კრეატიული დირექტორი, რუსეთი;
  • Pavel Fuksa – კრეატიული დირექტორი და გრაფიკული დიზაინერი, ჩეხეთის რესპუბლიკა;
  • Ruslan Beridze – MORE Studio-ს თანადამფუძნებელი, საქართველო;
  • Nadezhda Trifonova – NRG Creative Boutique-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ბულგარეთი;

წელს, ამ კატეგორიის ჟიურის წევრები შეაფასებენ კრეატიულ სარეკლამო გადაწყვეტილებებს შემდეგი პროექტების მიხედვით: კორპორაციისა და ბრენდის იდენტობა, ედიტორიალი/წიგნები/კორპორაციული გამოცემა/კატალოგები და ორიგინალური ბიზნეს საჩუქრები, კალენდრები, ილუსტრაციები და ფოტოგრაფია, შეფუთვა (ფექეჯინგი), მონაცემების ვიზუალიზაცია, კომპანიის პრომოუშენი, მოუშენ გრაფიკა (მოძრავი გრაფიკა) და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, AD Black Sea 2017-ის Digital & Mobile კატეგორიის ჟიური გახდა ცნობილი.

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2017 21-23 სექტემბერს მესამედ ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის გარდა, სემინარები, შეხვედრები და წვეულებები იმართება. წელს, გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა კატეგორიასა და მათ ქვეკატეგორიებში გამოავლენენ.

Timberland-ის ახალი კოლექცია და პროფესიონალი მოცეკვავეები ბრენდის ახალ ვიდეორგოლში

„უდაბნო“ – Koa Mohawke-ის ახალი კლიპი #თაობა