in

AD Black Sea 2017-ის Digital & Mobile კატეგორიის ჟიური ცნობილია!

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის,  AD Black Sea 2017-ის საორგანიზაციო კომიტეტმა Digital & Mobile კატეგორიის ჟიური წარადგინა. ორგანიზატორების თქმით, ისინი სარეკლამო სფეროში გამოცდილი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესიონალები არიან, ამჟამად კი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოებსა და სარეკლამო კომპანიებში მოღვაწეობენ. ასევე, სხვადასხვა დროს, იყვნენ ისეთი ფესტივალების ჟიურის წევრები, როგორიც, მაგალითად, Cannes Liones -ია.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ კატეგორიის Digital & Mobile ჟიურის წევრებს:

Mervyn Ten Dam – Achtung-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი კრეატიული დირეტორი, ნიდერლანდები.

Simona Suman – MRM//McCann Romania-ის კრეატიული დირექტორი, რუმინეთი.

Dmitry Maslakov – Voskhod Creative Agency-ის ციფრული კრეატიული დირექტორი, რუსეთი.

George Avaliani – Leavingstone-ის კრეატიული დირეტორი, საქართველო.

Svetlana Lobanova – Smartica/Skykillers-ის კრეატიული დირექტორი, უკრაინა.

Özgür Özyurt – Güzel Sanatlar-ის სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელი, თურქეთი.

Alexander Antonov – NEXT-DC-ის კრეატიული დირექტორის მოადგილე, ბულგარეთი.

Haris Amiel Hevia – Psycle Interactive-ის კრეატიული დირექტორი, ესპანეთი.

Digital & Mobile კატეგორიის ჟიური ციფრულ პროექტებს (ვებგვერდი, ონლაინ რეკლამა, ციფრული კამპანია, მობილური აპლიკაცია, სოციალური რეკლამა და ა.შ. ) შეაფასებს. საორგანიზაციო კომიტეტი ამ კატეგორიის ჟიურის ხელმძღვანელსა და სხვა კატეგორიების ჟიურის წევრების სიას, რამდენიმე დღეში, ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებს.

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2017 21-23 სექტემბერს მესამედ ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის გარდა, სემინარები, შეხვედრები და წვეულებები იმართება. წელს გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა კატეგორიასა და მათ ქვეკატეგორიებში გამოავლენენ.

თავგადასავალი, რომელიც ავტომობილის შეცვლას შეიძლება მოჰყვეს! – Hyundai-ის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი

Alter Way – Google-ის პარტნიორი ციფრული მარკეტინგის ქართული სააგენტო