in

AD Black Sea 2017-ის Film, Radio და Print and Publishing კატეგორიების ჟიურის წევრები ცნობილია!

ქართული საერთაშორისო სარეკლამო კონკურსის, AD Black Sea 2017-ის საორგანიზაციო კომიტეტმა კატეგორიების – Film, Radio და Print and Publishing-ის ჟიურის წევრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ისინი, მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი სარეკლამო კომპანიებისა და კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლები არიან – ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჟიური დაკომპლექტებულია სარეკლამო ინდუსტრიის ექსპერტებით.

 

Marketer.ge წარმოგიდგენთ AD Black Sea 2017-ის კატეგორია Film, Radio და Print and Publishing-ის ჟიურის წევრებს:

• Can Faga – Publicis Türkiye-ის კრეატიული ჯგუფის ხელმძღვანელი, თურქეთი.
• Jean-Paul Lefebvre – Abracadabra-ს კრეატიული დირექტორი, ბელგია.
• Rimantas Stanevicius – Milk Vilnius-ის კრეატიული დირექტორი, ლიტვა.
• Giorgi Kvlividze (გიორგი ქვლივიძე) – Holmes&Watson-ის უფროსი არტ დირექტორი, საქართველო.
• Andrei Copots – Electric Sheep Film-ის აღმასრულებელი პროდიუსერი, უკრაინა.
• Ants Tõnisson – Tank-ის კრეატიული დირექტორი, ესტონეთი.
• Gleb Glonti – Good-ის კრეატიული დირექტორი, რუსეთი.

შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია AD Black Sea 2017-ის Design and Branding-ის, Digital and Mobile-ისა და Advertising Campaigns, Media and Out of Home-ის კატეგორიების ჟიურის წევრთა ვინაობა.

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2017 ბათუმში უკვე მესამედ, 21-23 სექტემბერს ჩატარდება. კონკურსის გარდა, ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები, სემინარები და წვეულებები გაიმართება. წელს, გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა კატეგორიასა და მათ ქვეკატეგორიებში გამოავლენენ.

ახალი სასწავლო წელი იწყება! – Marks&Spencer-ის სამოტივაციო კოლექცია მოსწავლეებისთვის

ჟოზე მოურინიო და Manchester United F.C.-ის ფეხბურთელები Adidas-ის ვიდეორგოლში