in

„როგორ გავხდეთ წარმატებული ლიდერი ქალები“ – სემინარი Ad Black Sea 2017-ზე

სიმონა სიუმანი, MRM//McCann რუმინეთის კრეატიული დირექტორი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე წარმოადგენს სასემინარო პროგრამას სახელწოდებით – „როგორ გავხდეთ წარმატებული ლიდერი ქალები“  – რომელიც გაიმართება საქართველოში, ბათუმში,  21-23 სექტემბერს. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი გაგაცნობთ მოხსენების დეტალებს:

BOG
BOG

 

სიძნელეები, რომელსაც ქალები უმკლავდებიან კარიერის შექმნის პროცესში
მიმდინარე მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კრეატიული დირექტორის პოზიცია ქალების 15%-ზე ნაკლებს აქვს დაკავებული. გაუცნობიერებელი დისკრიმინაციის განსხვავებული ფორმების გამო, არსებობს უამრავი  დაბრკოლება, რის წინაშეც ქალები დგებიან წარმატების გზაზე. მეორე მხრივ, კომპანიები არიან წახალისებულები, რომ დააწინაურონ ქალები სწრაფად და ნებისმირი ღირებულებით. ეფექტური საფუძვლის გარეშე, შესაძლებელია, რომ ქალები წააწყდნენ უფრო მეტ გამოწვევას, როცა ისინი მწვერვალს მიაღწევენ. ამ საკითხებზე საუბარი არის პირველი ნაბიჯი ჰარმონიული და ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის. თუმცა ამ სფეროში დიდი გზაა გასავლელი იმისათვის, რომ ქალებმა იგრძნონ, მათი სამუშაო პირობები კაცებისთვის შეთავაზებულის ტოლფასია. „ჩემს გამოსვლაში მე ვეცდები, რომ ყურადღება გავამახვილო იმ კომპანიებზე, რომლებსაც შეუძლიათ ამ მიმართულებით ცვლილების მოხდენა“ – სიმონა სიუმანი.


ოგორ უნდა მიაღწიო წარმატებას და როგორ უნდა გახდე ლიდერი
„მე არ ვარ ლიდერების გურუ, ვისაც შეუძლია, გითხრათ წარმატების ზუსტი რეცეპტი. მე მხოლოდ შემიძლია, გითხრათ, რაც ვისწავლე წარმატებულ ქალებთან ურთიერთობით, რომლებიც იყვნენ ლიდერშიფის კონფერენციის – Lady Steps – მონაწილეები, რომელსაც ორგანიზებას, რუმინეთში, ვუწევდი მე. 

ერთი, რაც აუცილებლად უნდა აკეთონ ქალებმა – მოიძონ მენტორები, უმჯობესია, კომპანიის შიგნით. სწავლებამ აჩვენა, რომ ქალებს, ვისაც ჰყავთ მენტორები, 3-ჯერ უფრო ეზრდებათ დაწინაურების შანსი. ასეთ ვითარებაში, მათ აქვთ  იმის მოტივაცია, საკუთარ თავზე აიღონ ის პასუხისმგებლობები, რომელსაც ქალები, როგორც წესი, ხშირად არ აკეთებენ.

შემდეგი ნაბიჯი არის გარისკვა. ქალები, რომლებსაც უნდათ, იყვნენ წარმატებულები, მაქსიმალურად უნდა გამოავლინონ ის უნარ-ჩვვები რასაც მანამდე დაკავებულ პოზიციაზე ვერ ახერხებდნენ და არც წარმოედგინათ, რომ შეძლებდნენ გამკლავებას. პრაქტიკის გავლა შესაძლებელია პატარა პროქტებზე, და მცირე ჯგუფებთან, რითაც მენეჯერულ გამოცდილებას მიიღებენ და ლეგიტიმური იქნება მათ მიერ დაწინაურების მოთხოვნა.  


Lady Steps სარეკლამო ბაზარზე

Lady Steps არის კონფერენციების სერია, რომლის წამოწყების მიზეზიც იყო რუმინეთში, არტდირექტორის პოზიციაზე მყოფი ქალების რაოდენობა, რომლების ჩამოსათვლელადაც 10 თითიც კი არ იყო საჭირო.  მიზანი კი განისაზღვრა კრეატიულ ინდუსტრიაში ახალი თაობის ქალების ინსპირაციისათვის, რომ ერთ დღესაც გახდნენ კრეატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები. 

სიმონა სიუმანს აქვს კრეტიულ სფეროში საქმიანობის 9 წლიანი გამოცდილება – როგორც დიდ, ასევე, პატარა სააგენტოებში,  3 ქვეყანაში: რუმინეთი, უნგრეთი და ჩეხეთი. 2014 წელს, მაკკანთან შეერთებამდე, ის მუშაობდა ბუქარესტის FCB -სთან, ბუდაპეშტის deepblue-სთან, ასევე უმუშავია Y&R პრაღა და რუმინეთის დამოუკიდებელ სააგენტოებთან: Mercury360 და Jazz Communication. მისი ნამუშევარი მოხვდა შორტლისტში და ჯილდოც დაიმსახურა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა: კანის კრეატიული ფესტივალი, Eurobest, Golden Drum, ADC Europe, Effie. სიმონა სიუმანი არის კრეატიულ ინდუსტრიაში ახალგაზრდა ქალების გაძლიერების პროგრამის -Lady Steps – თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2017 ბათუმში უკვე მესამედ, 21-23 სექტემბერს ჩატარდება. კონკურსის გარდა, ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები, წვეულებები და სემინარები გაიმართება. სარეკლამო სფეროს ექსპერტები და ჟიურის წევრები კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ – ისაუბრებენ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

#აღმოაჩინე ვენა !

კახა სეფაშვილი – #პირველისამსახური