20
Sep
2018

Ad Black Sea 2018-ის პირველი დღე!

20 Sep 2018

Ad Black Sea 2018 – ფესტივალი, რომელსაც საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრია მთელი წელი მოუთმენლად ელოდა, დაიწყო! კრეატორებმა, 20-ზე მეტი ქვეყნიდან, ბათუმში მოიყარეს თავი, რომ უკვე მეოთხედ აღნიშნონ რეკლამის სამდღიანი დღესასწაული. ღონისძიება პროექტის დირექტორმა ვატო ქავთარაძემ გახსნა, მონაწილეებს ფესტივალის დაწყება მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ჯონ პალანტმა, რომელიც სააგენტო Saatchi & Saatchi-ის ცნობილი კრეატიული დირექტორი იყო, არაერთი ჯილდოს მფლობელიც გახდა, ხოლო ახლა საკუთარი სააგენტო Brouhaha აქვს, შემოქმედებით ინდუსტრიაში მიმდინარე თანამედროვე პროცესებზე, ამ სფეროში „დედლაინის“ მნიშვენლობასა და დინამიკურ კრეატივზე ისაუბრა. სცენაზე შემდეგი სიუ ოულსტენჰოლმი გამოვიდა, ბრიტანული სააგენტო Ashley PR-დან, რომელმაც ყურადღება პიარის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი შეხედულებით, ხარჯების დაზოგვა და რეპუტაციის მოფრთხილება სწორედ საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით უნდა განხორციელდეს. სპიკერებს შორის დღეს საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა – ანდრო დგებუაძის სასაუბრო თემა კრეატიულობის იოგა იყო.

ესპანელმა ინაკი მარტი მატამ კი იდეალურ კრეატიულ კარიერაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ არსებობს მუდამ იდეალური შემოქმედებით კარიერა და ის ყოველთვის აღმავალი არ არის. აქ მნიშვნელოვანია სიჯიუტე, იღბალი, თავმდაბლობა, რაიმე განსხვავებულის კეთება, მიზნების დასახვა, სწორი სააგენტოს შერჩევა, ისეთ კლიენტებთან ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის მისაღებია, ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მუშაობა და იღბალი.

სადისკუსიო პანელები წელს, Marketer.ge-სთან ერთად, სასემინარო სივრცისგან განსხვავებულ ლოკაციაზე დაიგეგმა.

UP2U-ში შეკრებილ აუდიტორიას, ნახევრადფორმალურ გარემოში, მოდერატორმა აკო ახალაიამ წარუდგინა 4 სტუმარი, ქართული და უცხოური სააგენტოებიდან: ეკა ყიფიანი (JWT Metro), იუჯინ შუმანი (TBWA), ფოლკერ ვრაგე (wrage/antwort), გიორგი ავალიანი (Leavingstone), ასევე, ეკა ეგუთია (TBC). სტუმრებმა, ინტერაქციულ რეჟიმში, ისაუბრეს კრეატიულ ინდუსტრიაში არსებულ აქტუალურ და მწვავე საკითხებზე.

დღის ბოლოს, ფესტივალის სტუმრებმა “ბოტანიკოში” გადაინაცვლეს, სადაც საღამო MokuMoku-მ ენერგიული Live-ით გახსნა.

შეგახსენებთ, წელს, Ad Black Sea 20-22 სექტემბერს, ბათუმში, უკვე მეოთხედ ტარდება. პროექტის მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა. ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, ხოლო მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიიდან: „ნატახტარი“, „ბორჯომი“, „საქართველოს რკინიგზა“, „სარაჯიშვილი“, „ევექსი“, „თიბისი დაზღვევა“, „ალტერსოქსი“, „გრანტსი“, „ვაკის სოსისები“ და სხვა. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები სარეკლამო სააგენტოები: „ვინდფორსი“, „მეტრო ფროდაქშენი“, „სტუდია More“, „ლივინგსტონი“,„ ედვერტვაიზი“, და „რედბერი“. ფესტივალის მთავარი მედიაპარტნიორია „მარკეტერი“.

განხილვა