in

„AD Black Sea 2018“ გაიხსნა!

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „AD Black Sea 2018“ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში, სემინარები და „ვორქშოპები“ ჩატარდება. საკუთარ გამოცდილებაზე და „ქეისებზე“ ისაუბრებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები.

ვატო ქავთარაძე – ფესტივალის დირექტორი და ACAG-ს ბორდის წევრი (თამარ ზამთარაძის ფოტოები)

შეგახსენებთ, წელს, Ad Black Sea 20-22 სექტემბერს, ბათუმში, უკვე მეოთხედ ჩატარდება. პროექტის მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.

ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, ხოლო მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიიდან: „ნატახტარი“, „ბორჯომი“, „საქართველოს რკინიგზა“, „სარაჯიშვილი“, „ევექსი“, „თიბისი დაზღვევა“, „ალტერსოქსი“, „გრანტსი“, „ვაკის სოსისები“ და სხვა.

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები სარეკლამო სააგენტოები: „ვინდფორსი“, „მეტრო ფროდაქშენი“, „სტუდია More“, „ლივინგსტონი“,„ ედვერტვაიზი“, და „რედბერი“.

ფესტივალის მთავარი მედიაპარტნიორია „მარკეტერი“.

„ბოდიში“ რომ მართლა წამალი იყოს და აფთიაქში იყიდებოდეს – სერგი დევრისაშვილის გაცოცხლებული იდეა

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ახალი პროდუქტი ქართველებისთვის, ინგლისურის შესასწავლად!